ოსაკას გრანდ სლემზე 4 ქართველი ძიუდოისტი იასპარეზებს

AutoSharing Option
22 ნოემბერს, იაპონიის ქალაქ ოსაკაში ტრადიციული გრანდ სლემი დაიწყება, სადაც 4 ქართველი ძიუდოისტი იასპარეზებს.

ესენი არიან:
  • ლაშა შავდათუაშვილი (73)
  • ავთანდილ ჭრიკიშვილი (90)
  • ბექა ღვინიაშვილი (90)
  • ვარლამ ლიპარტელიანი (-100)

21 ნოემბერს ტურნირის წილისყრა ჩატარდა, სადაც ქართველების მეტოქეები გახდა ცნობილი.

ლაშა შავდათუაშვილი პირველ წრეში ისვენებს, ხოლო მეორე წრეში იაპონელ არატა ტაცუკავასა და მექსიკელ ედუარდო არაუხოს შორის გამარჯვებულს შეხვდება.

ავთანდილ ჭრიკიშვილი პირველ წრეში იაპონელ სანშირო მურაოს დაუპირისპირდება.

ბექა ღვინიაშვილი კი პირველ წრეში ისვენებს და მეორე წრეში სლოვაკ მიროსლავ ბლაჰუსიაკსა და ჩინელ ჰებილიგე ბუს წყვილში გამარჯვებულს შეხვდება.

რაც
შეეხება ვარლამ ლიპარტელიანს, ისიც პირველ წრეში ისვენებს, ხოლო მეორე რაუნდში მისი მეტოქე ბრაზილიელი ლეონარდო გონსალვეში იქნება.

ოსაკას გრანდ სლემზე ჯამში 5 კონტინენტის 87 ქვეყნის 486 ძიუდოისტი იასპარეზებს.

ჩვენი ძიუდოისტები ასპარეზობაში 23 ნოემბრიდან ჩაერთვებიან. შეხვედრები ჩვენი დროით 06:00 საათზე დაიწყება, ხოლო ფინალური ბლოკი - 12:00 საათიდან.
მკითხველის კომენტარები / 3 /
ჭრიკიშვილმა 81-ში ადვილად მოიგო ეს ტურნირი, იქნებ გააოროს. გისურვებთ წარმატებებს.
ჯ ი ჯ ი
13:25 22-11-2019
0
ბიჭებო,გისურვებ წარმატებას უსერიოზულეს ტურნირში.
ნავრეზ შავრეშიანი
17:23 21-11-2019
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული