ცინდაოს მასტერსზე 13 ქართველი ძიუდოისტი იჭიდავებს

AutoSharing Option
ჩინეთში, 9 მილიონიან ქალაქ ცინდაოში 12 დეკემბერს სტარს აიღებს მასტერსის ტიპის ძიუდოს ტურნირი, რომელშიც მონაწილეობას 13 ქართველი მოჭიდავე მიიღებს.

13 ძიუდოისტიდან მხოლოდ ერთია ქალი - ეთერ ლიპარტელიანი, რომელიც -57 კგ წონით კატეგორიაში გამოვა. რაც შეეხება ვაჟ ძიუდოისტებს, ჩინეთში შემდეგი სპორტსმენები გამოვლენ:

  • ლუხუმ ჩხვიმიანი -60 კგ
  • ვაჟა მარგველაშვილი -66 კგ
  • ბაგრატ ნინიაშვილი -66 კგ
  • ლაშა შავდათუაშვილი -73 კგ
  • ტატო გრიგალაშვილი -81 კგ
  • ლუკა მაისურაძე -81 კგ
  • ბექა ღვინიაშვილი -90 კგ
  • გიორგი პაპუნაშვილი -90
    კგ
  • ლაშა ბექაური -90 კგ
  • ვარლამ ლიპარტელიანი -100 კგ
  • ლევან მათიაშვილი +100 კგ
  • გელა ზაალიშვილი +100 კგ

შეჯიბრში მონაწილეობას სულ 68 ქვეყნის 460 ძიუდოისტი მიიღებს, მათგან 238 კაცია, ხოლო 222 ქალი. ტურნირი 12 დეკემბერს დაიწყება და 14 დეკემბერს დასრულდება.
მკითხველის კომენტარები / 2 /
ლუკა რა შედეგს დადებს ცინდაოში ვნახოთ, იმედია მედალი იქნება შესაძლებელია ოქროც თუ იქნება ობიექტური მსაჯობა. ოლიმპიადაზე სხვა ვინ უნდა წავიდეს თუ არ ლუკა.
ჯ ი ჯ ი
12:44 07-12-2019
0
ლუკა მაისურაძე 23 წლამდელთა ინტერესების დასაცავად "გაიწვიეს" ნაკრებიდან. კაცი ძირითადი გუნდის პირველი ნომერია და ისევ ახალგაზრდებში აკარგვინებენ დროს. ტრამვა რომ მიიღოს, აიღებს ახალგაზრდული გუნდის ხელმზღვანელობა საკუთარ თავზე პასუხისმგებლობას? რაღაც არა მგონია. იმის შიში მაქვს, რომ ოლიმპიადისთვის ის ჯერ კიდევ ახალგაზრდულ ასაკში იქნება და იუნიორთა ნაკრების ინტერესები არ დააყენონ წინ.
ლაშა L.S.R.
12:13 06-12-2019
1

სიახლეები პოპულარული