ჩინეთში, 9 მილიონიან ქალაქ ცინდაოში 12 დეკემბერს სტარს აიღებს მასტერსის ტიპის ძიუდოს ტურნირი, რომელშიც მონაწილეობას 13 ქართველი მოჭიდავე მიიღებს.
13 ძიუდოისტიდან მხოლოდ ერთია ქალი - ეთერ ლიპარტელიანი, რომელიც -57 კგ წონით კატეგორიაში გამოვა. რაც შეეხება ვაჟ ძიუდოისტებს, ჩინეთში შემდეგი სპორტსმენები გამოვლენ:
- ლუხუმ ჩხვიმიანი -60 კგ
- ვაჟა მარგველაშვილი -66 კგ
- ბაგრატ ნინიაშვილი -66 კგ
- ლაშა შავდათუაშვილი -73 კგ
- ტატო გრიგალაშვილი -81 კგ
- ლუკა მაისურაძე -81 კგ
- ბექა ღვინიაშვილი -90 კგ
- გიორგი პაპუნაშვილი -90 კგ
- ლაშა ბექაური -90 კგ
- ვარლამ ლიპარტელიანი -100 კგ
- ლევან მათიაშვილი +100 კგ
- გელა ზაალიშვილი +100 კგ
შეჯიბრში მონაწილეობას სულ 68 ქვეყნის 460 ძიუდოისტი მიიღებს, მათგან 238 კაცია, ხოლო 222 ქალი. ტურნირი 12 დეკემბერს დაიწყება და 14 დეკემბერს დასრულდება.