"ოთახში ათზე მეტი იყვნენ და ყველა ერთდროულად მაგინებდა და მირტყამდა" - მსოფლიო ჩემპიონი სოციალურ ქსელში სკანდალურ ინფორმაციას ავრცელებს

AutoSharing Option
ქართველი ძიუდოისტმა, მსოფლიოს ახალგაზრდული ჩემპიონატის გამარჯვებულმა ლაშა ბექაურმა სოციალურ ქსელ "ფეისბუქში" პოსტი გამოაქვეყნა და პოლიციელების მხირდან ძალადობაზე ისაუბრა.

Sportall.ge-უცვლელად გთავაზობთ სპორტსმენის მიერ განთავსებულ ტექსტს.

"გუშინ საღამოს მე და ჩემი ძმაკაცი საღამოს ვარჯიშის შემდეგ ვსეირნობდით მარჯანიშვილზე.სამი პოლიციელი იდგა ერთერთმა გაგვაჩერა თქვენი საბუთები წარმოგვიდგინეთო ძაან ნაგლად და ნაგლი მზერით, ჩემმა ძმაკაცმა ამოიღო პირადობა მევუთხარი არ მაქ ძმაოთქო და ისევ ნაგლად მომმართა, ძმაოთი რატო მომმართავო. მეთქი აბა როგორ მოგმართო, ჯიგრულად ძმაოთი მოგმართავ ხო მეთქი, შენო ესეთი ლაპარაკი ვინ გასწავლა, შე უზრდელოო.

მეთქი უზრდელი
შენხართქო და ამდროს მომკიდეს ხელი ამ ორმა დაჭყეტილმა ნაგლმა ტიპმა ხელი და მითხრეს გამოგვყევიო. მე ვუთხარი, მეთქი ნუ მეძალავებით მოგყვებითთქო და აგრძელებდნენ ჭიდაობას ისევ, ჩამტენეს მანქანაში ასე რომ ვთქვათ, და დაიწყეს, შენ არიცი როგორ უნდა გველაპარაკო, შენ კუნთები გერჩისო როგორც გეტყობა და ეგრევე გინება დამიწყეს.

მეც რა თქმა უნდა, წინააღმდეგობას ვუწევდი არ მეგონა ესე თუ მოიქცეოდნენ. მეთქი წყნარად ჩამსვამენ მანქანაში მივალთ და ალბათ, როგორც კანონს შეეფერება,  ამათი კანონების დედაც...ისე მოიქცევიანთქო და რას ვხედავ, დამიწყეს გინება და ეგრევე დარტყმები დაიწყეს.

მეც რა თქმა უნდა, წინააღმდეგობა გავუწიე და მეც ვაგინებდი (ამათ თავს არ დავუხრიდი სულ რო მოვმკვდარიყავი). ორი მიჭერდა თან მირტყამდნენ, ეს ორი ქათამი მერე რო ვეღარ მერეოდნენ  მესამე ჩაისვეს და გააგრძელეს.

ტიპები იმენა ეშმაკები, ეს წინ მძღოლი პანიკებში ვარდებოდა, შენ არიცი ჩვენ ვინ ვართო, მეთქი დამარეკინეთ და აგრძელებდა გინებას. იქვე სადღაც, მგონი ვაგზალზე განყოფილებაში მიმიყვანეს. უცებ ერთი შევარდა განყოფილებაში,  ვიფიქრე ვინმე შეგნებული გამოვა თქო და დაველაპარაკები ნორმალურად, ადამიანურად და კაცურად და რას ვხედავ, გამოვარდა ხუთი კაცი და ყველამ რტყმა დამიწყო ერთად.

მეც რა თქმა უნდა, უკან არ ვიხევდი,  ვაგინებდი და ვაკეთებდი რაც შევძელი იმ წუთას, მანქანაშივე ვცდილობდი ამეხსნა, რო სპორტსმენი ვიყავი და და ჩვენი სამშობლო ბევრჯერ მისახელებია და ვესაუბრებოდი ქართველობაზე, კაცურზე, სულ გვკიდია შენი ძიუდოო და ყველაფერიო,  შენ გასწავლით როგორ უნდა ზრდილობაო. მერე შემათრიეს სადღაც ოთახში მანდ უკვე ათზე მეტი იყვნენ და ყველა ერთდროულად მაგინებდა და მირტყამდა.

მე განვაგრხობდი გინებას საუბარს იმაზე თუ ქართველები ვართ და როგორ კადრულობთ თქო. ესეთ რამეს რომ ცხრამეტი წლის სპორცმენ წესიერ ბიჭს ასე ურტყამთ თქო.  ისეთ შეურაწყოფებს მაყენებდნენ გამეორებაც არმინდა ამათი...

მეც რა თქმა უნდა, არ ვტყდებოდი და რაც შემეძლო... უნდოდათ გავმტყდარიყავი, ერთი სატანისსახიანი შემოვარდა მერე ვინაა ესო, რა პანიკებშიაო, მაგინებდა ისიც ტატამზე ხო არ გონია თავიო და იარაღი ამოიღო, კუნთებით თუ ვერაო, აი იარაღი აქ მაქო და ბლატაობდა.  მეთქი ეგ იარაღი ერთ ადგილას გაუშვითქო..

ეს რომ ვუთხარი, მერე ძირს დამაგდეს მუცელზე და მირტყამდნენ ისევ და ისევ. მე იმაზევნერვიულობდი,  რომ ხვალ ჩინეთში მივდივარ ერთ ერთ საპასუხისმგებლო შეჯიბრზე და რამე არ დამიზიანონ და ჭიდაობა ვეღარ შევძლო თქო. მერე ესე ვიყავი რამდენიმე ხანი. მერე წამომსვეს ბორკილებმა სისხლი გამიჩერა, შოკში ვიყავი მეთქი ერთი შეგნებული კაცი როგორ არავინ ხართ ყველა ერთნაირი, რა ვუწოდო არვიცი.

დამთავრდა შენი კარიერაო მიმეორებდა ის სატანა, ერთი დაჭყეტილი რაღაც საზიზღრობა. თავიდან ვინც წამიყვანა ამას ველაპარაკებოდ,ი მეთქი ღამე როგორ გძინავს, ესეთ რაღაცებს რო აკეთებ თქო,  თან აგერ პატრიარქის სურათი გიკიდია მეთქი, შე უნამუსო.

მერე ერთი იძახოდა ფაქტი ჩაუდეთ ამასო და ეგააო წაათრიეთ კაპეზეშიო. პროსტა რა ვუწოდო არვიცი ახალგაზრდა ბიჭს(მე) რომელიც სპორტსმენია, რაღაცას აკეთებს სამშობლოსთვის, თავისი ცხოვრება აქვს და ესე ვიღაც ნაბიჭვრები ღირსებას ულახავენ.

ნერვები მეშლება ესეთი ნაბიჭვრების ხელში რო ვართ.  მერე ვითომ რაღაცეებს ღადაობდნენ, ვითომც არაფერი, კარგ ხასიათზე მოვიდნენ "კაცური კაცები" "სამშობლოს დამცველები".  მერე ერთი მეუბნება, შენ საქართველოსთვის ჰიმნს რო უკრავ და დროშას წევ მაგას გვაყვედრიო? მე ყოველდღე ტყვიას ვუდგავარ წინო, ეს დაჭყეტული სატანა მეუბნება.

მერე მივხვდი რო ამათთან ლაპარაკს აზრი არქონდა როცა დაიღალნენ ეს მერე უკვე, მერე ერთს ვეუბნები ჩაიწერე თქო ლაპარაკი, ლაპარაკი ჩავიწერო ბოზი კი არ ვარო ამ ყველაფრის მერე მეუბნება...

და ესეთ გამწარებულს სიცილი ამიტყდა.  აქამდე არვიცოდი რახდებოდა მანდ მაგათ ბუდეში და ვერც წარმოვიდგენდი, თურმე რა ნაბიჭვრები არიან და ამის მერე ბედნიერად უნდა იარონ ამათმა ??? ვითომ არაფერი არაა? ხალხს რადღეში აგდებენ.

თავში მირტყამდნენ, ამათი დედა ვატირე, მეკიდე თავს ვურტყამდი ბორკილები მედო, თორე ყველას ერთად ვცემდი,,,,, მერე დაწყნარდნენ "ჩვენი სამშობლოს დამცველები" და გამსინჯეს სხეულზე რამე სილურჯეები ხო არ მქონდა, უნდა შეგამოწმოთო, რამე ხოარ გჭირსო, ამის მერე მეუბნებიან, მოეწვათ ბიჭუნებს შეეშინდათ არგვიჩივლოსო ალბათ ამათი...

მერე ესე ვიჯექი, რამდენიმე ხანი დაიღალნენ ბიჭები, მეც არ გავტყდი რა თქმა უნდა, და მაგიტო გაჩერდნენ..თავი რო დაუხარო გადაგივლიან უფრო.  მერე სიმთვრალეზე შემამოწმეს, მთვრალი ვეგონე, მეთქი რა მთვრალი სპორტსმენი ბიჭივარ,,,

მერე დავუმუღამე, ვეღარ მაღიზიანებდნენ, წყნარად მელაპარაკებოდნენ, რა მიღწევები გაქვსო.  მე ხმას არ ვცემდი, მერე ერთი "ღადაობა დუმილის უფლებით სარგებლობსო". რა მინდა ვთქვა,  როგორ უნდა იცხოვრო ესე თუ ნაბიჭვრების ხელში, ესე უბრალოდ ძმაო რატო მიწოდეო ტიპი მეუბნება მივყავარ და ესეთ რაღაცებს კადრულობენ, ყველა ერთნაირი ჩამოსხმა როგორაა,,

და არ მესმის, აქ მუშაობდე და კაცო გერქვას ვინც არ უნდა იყო, მერე ყველას ვუთხარი, მეთქი სუფრაზე ადგებით თქო მერე და კაცობის და სამშობლოს სადღეგრძელოს იძახით და ხელბორკილებიან 19 წლის ბიჭს ესეთ რაღაცას უკეთებთ...

რატო, რატო, აი რატო მთავრობავ კი არა ყველას გეუბნები, რატო უნდა ხდებოდეს ესე???

მინდოდა გცოდნოდათ და გაგეგოთ რა ნაბიჭვრები არიან ესენი, როგორც შევძელი გადმოგეცით ეს ამბავი, გუშინდელი... ხვალ მე შეჯიბრზე წავალ და ვეცდები კიდევ ერთხელ, ჩემი სამშობლო და ის ხალხი, რომელსაც ეკუთვნის და მართლაც ქართველი ქვია, ის გავახარო....და ამას ესე არ დავტოვებ..."

ტექსტის განთავსებიდან, დაახლოებით 1 საათში, მოჭიდავემ პოსტი წაშალა.

Sportall.Ge

მკითხველის კომენტარები / 55 /
სულ თავის ნებით წაშლიდა. ეხლა ვნახოტ პრესა როგორ დაინტერესდება და პროკურატურა რას იზავს
დავითი
16:20 08-12-2019
4
ეჭვიც არ მეპარება რომ ასე იქნებოდა, ვერ წარმოიდგენთ პოლიცილთა 60 % მაინც რა დონის განუვითარებელია.... ქედს ვიხრი ღირსეულ პოლიციელებთან
!!!!!
16:42 08-12-2019
5

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული