"ოთახში ათზე მეტი იყვნენ და ყველა ერთდროულად მაგინებდა და მირტყამდა" - მსოფლიო ჩემპიონი სოციალურ ქსელში სკანდალურ ინფორმაციას ავრცელებს

AutoSharing Option
ქართველი ძიუდოისტმა, მსოფლიოს ახალგაზრდული ჩემპიონატის გამარჯვებულმა ლაშა ბექაურმა სოციალურ ქსელ "ფეისბუქში" პოსტი გამოაქვეყნა და პოლიციელების მხირდან ძალადობაზე ისაუბრა.

Sportall.ge-უცვლელად გთავაზობთ სპორტსმენის მიერ განთავსებულ ტექსტს.

"გუშინ საღამოს მე და ჩემი ძმაკაცი საღამოს ვარჯიშის შემდეგ ვსეირნობდით მარჯანიშვილზე.სამი პოლიციელი იდგა ერთერთმა გაგვაჩერა თქვენი საბუთები წარმოგვიდგინეთო ძაან ნაგლად და ნაგლი მზერით, ჩემმა ძმაკაცმა ამოიღო პირადობა მევუთხარი არ მაქ ძმაოთქო და ისევ ნაგლად მომმართა, ძმაოთი რატო მომმართავო. მეთქი აბა როგორ მოგმართო, ჯიგრულად ძმაოთი მოგმართავ ხო მეთქი, შენო ესეთი ლაპარაკი ვინ გასწავლა, შე უზრდელოო.

მეთქი უზრდელი
შენხართქო და ამდროს მომკიდეს ხელი ამ ორმა დაჭყეტილმა ნაგლმა ტიპმა ხელი და მითხრეს გამოგვყევიო. მე ვუთხარი, მეთქი ნუ მეძალავებით მოგყვებითთქო და აგრძელებდნენ ჭიდაობას ისევ, ჩამტენეს მანქანაში ასე რომ ვთქვათ, და დაიწყეს, შენ არიცი როგორ უნდა გველაპარაკო, შენ კუნთები გერჩისო როგორც გეტყობა და ეგრევე გინება დამიწყეს.

მეც რა თქმა უნდა, წინააღმდეგობას ვუწევდი არ მეგონა ესე თუ მოიქცეოდნენ. მეთქი წყნარად ჩამსვამენ მანქანაში მივალთ და ალბათ, როგორც კანონს შეეფერება,  ამათი კანონების დედაც...ისე მოიქცევიანთქო და რას ვხედავ, დამიწყეს გინება და ეგრევე დარტყმები დაიწყეს.

მეც რა თქმა უნდა, წინააღმდეგობა გავუწიე და მეც ვაგინებდი (ამათ თავს არ დავუხრიდი სულ რო მოვმკვდარიყავი). ორი მიჭერდა თან მირტყამდნენ, ეს ორი ქათამი მერე რო ვეღარ მერეოდნენ  მესამე ჩაისვეს და გააგრძელეს.

ტიპები იმენა ეშმაკები, ეს წინ მძღოლი პანიკებში ვარდებოდა, შენ არიცი ჩვენ ვინ ვართო, მეთქი დამარეკინეთ და აგრძელებდა გინებას. იქვე სადღაც, მგონი ვაგზალზე განყოფილებაში მიმიყვანეს. უცებ ერთი შევარდა განყოფილებაში,  ვიფიქრე ვინმე შეგნებული გამოვა თქო და დაველაპარაკები ნორმალურად, ადამიანურად და კაცურად და რას ვხედავ, გამოვარდა ხუთი კაცი და ყველამ რტყმა დამიწყო ერთად.

მეც რა თქმა უნდა, უკან არ ვიხევდი,  ვაგინებდი და ვაკეთებდი რაც შევძელი იმ წუთას, მანქანაშივე ვცდილობდი ამეხსნა, რო სპორტსმენი ვიყავი და და ჩვენი სამშობლო ბევრჯერ მისახელებია და ვესაუბრებოდი ქართველობაზე, კაცურზე, სულ გვკიდია შენი ძიუდოო და ყველაფერიო,  შენ გასწავლით როგორ უნდა ზრდილობაო. მერე შემათრიეს სადღაც ოთახში მანდ უკვე ათზე მეტი იყვნენ და ყველა ერთდროულად მაგინებდა და მირტყამდა.

მე განვაგრხობდი გინებას საუბარს იმაზე თუ ქართველები ვართ და როგორ კადრულობთ თქო. ესეთ რამეს რომ ცხრამეტი წლის სპორცმენ წესიერ ბიჭს ასე ურტყამთ თქო.  ისეთ შეურაწყოფებს მაყენებდნენ გამეორებაც არმინდა ამათი...

მეც რა თქმა უნდა, არ ვტყდებოდი და რაც შემეძლო... უნდოდათ გავმტყდარიყავი, ერთი სატანისსახიანი შემოვარდა მერე ვინაა ესო, რა პანიკებშიაო, მაგინებდა ისიც ტატამზე ხო არ გონია თავიო და იარაღი ამოიღო, კუნთებით თუ ვერაო, აი იარაღი აქ მაქო და ბლატაობდა.  მეთქი ეგ იარაღი ერთ ადგილას გაუშვითქო..

ეს რომ ვუთხარი, მერე ძირს დამაგდეს მუცელზე და მირტყამდნენ ისევ და ისევ. მე იმაზევნერვიულობდი,  რომ ხვალ ჩინეთში მივდივარ ერთ ერთ საპასუხისმგებლო შეჯიბრზე და რამე არ დამიზიანონ და ჭიდაობა ვეღარ შევძლო თქო. მერე ესე ვიყავი რამდენიმე ხანი. მერე წამომსვეს ბორკილებმა სისხლი გამიჩერა, შოკში ვიყავი მეთქი ერთი შეგნებული კაცი როგორ არავინ ხართ ყველა ერთნაირი, რა ვუწოდო არვიცი.

დამთავრდა შენი კარიერაო მიმეორებდა ის სატანა, ერთი დაჭყეტილი რაღაც საზიზღრობა. თავიდან ვინც წამიყვანა ამას ველაპარაკებოდ,ი მეთქი ღამე როგორ გძინავს, ესეთ რაღაცებს რო აკეთებ თქო,  თან აგერ პატრიარქის სურათი გიკიდია მეთქი, შე უნამუსო.

მერე ერთი იძახოდა ფაქტი ჩაუდეთ ამასო და ეგააო წაათრიეთ კაპეზეშიო. პროსტა რა ვუწოდო არვიცი ახალგაზრდა ბიჭს(მე) რომელიც სპორტსმენია, რაღაცას აკეთებს სამშობლოსთვის, თავისი ცხოვრება აქვს და ესე ვიღაც ნაბიჭვრები ღირსებას ულახავენ.

ნერვები მეშლება ესეთი ნაბიჭვრების ხელში რო ვართ.  მერე ვითომ რაღაცეებს ღადაობდნენ, ვითომც არაფერი, კარგ ხასიათზე მოვიდნენ "კაცური კაცები" "სამშობლოს დამცველები".  მერე ერთი მეუბნება, შენ საქართველოსთვის ჰიმნს რო უკრავ და დროშას წევ მაგას გვაყვედრიო? მე ყოველდღე ტყვიას ვუდგავარ წინო, ეს დაჭყეტული სატანა მეუბნება.

მერე მივხვდი რო ამათთან ლაპარაკს აზრი არქონდა როცა დაიღალნენ ეს მერე უკვე, მერე ერთს ვეუბნები ჩაიწერე თქო ლაპარაკი, ლაპარაკი ჩავიწერო ბოზი კი არ ვარო ამ ყველაფრის მერე მეუბნება...

და ესეთ გამწარებულს სიცილი ამიტყდა.  აქამდე არვიცოდი რახდებოდა მანდ მაგათ ბუდეში და ვერც წარმოვიდგენდი, თურმე რა ნაბიჭვრები არიან და ამის მერე ბედნიერად უნდა იარონ ამათმა ??? ვითომ არაფერი არაა? ხალხს რადღეში აგდებენ.

თავში მირტყამდნენ, ამათი დედა ვატირე, მეკიდე თავს ვურტყამდი ბორკილები მედო, თორე ყველას ერთად ვცემდი,,,,, მერე დაწყნარდნენ "ჩვენი სამშობლოს დამცველები" და გამსინჯეს სხეულზე რამე სილურჯეები ხო არ მქონდა, უნდა შეგამოწმოთო, რამე ხოარ გჭირსო, ამის მერე მეუბნებიან, მოეწვათ ბიჭუნებს შეეშინდათ არგვიჩივლოსო ალბათ ამათი...

მერე ესე ვიჯექი, რამდენიმე ხანი დაიღალნენ ბიჭები, მეც არ გავტყდი რა თქმა უნდა, და მაგიტო გაჩერდნენ..თავი რო დაუხარო გადაგივლიან უფრო.  მერე სიმთვრალეზე შემამოწმეს, მთვრალი ვეგონე, მეთქი რა მთვრალი სპორტსმენი ბიჭივარ,,,

მერე დავუმუღამე, ვეღარ მაღიზიანებდნენ, წყნარად მელაპარაკებოდნენ, რა მიღწევები გაქვსო.  მე ხმას არ ვცემდი, მერე ერთი "ღადაობა დუმილის უფლებით სარგებლობსო". რა მინდა ვთქვა,  როგორ უნდა იცხოვრო ესე თუ ნაბიჭვრების ხელში, ესე უბრალოდ ძმაო რატო მიწოდეო ტიპი მეუბნება მივყავარ და ესეთ რაღაცებს კადრულობენ, ყველა ერთნაირი ჩამოსხმა როგორაა,,

და არ მესმის, აქ მუშაობდე და კაცო გერქვას ვინც არ უნდა იყო, მერე ყველას ვუთხარი, მეთქი სუფრაზე ადგებით თქო მერე და კაცობის და სამშობლოს სადღეგრძელოს იძახით და ხელბორკილებიან 19 წლის ბიჭს ესეთ რაღაცას უკეთებთ...

რატო, რატო, აი რატო მთავრობავ კი არა ყველას გეუბნები, რატო უნდა ხდებოდეს ესე???

მინდოდა გცოდნოდათ და გაგეგოთ რა ნაბიჭვრები არიან ესენი, როგორც შევძელი გადმოგეცით ეს ამბავი, გუშინდელი... ხვალ მე შეჯიბრზე წავალ და ვეცდები კიდევ ერთხელ, ჩემი სამშობლო და ის ხალხი, რომელსაც ეკუთვნის და მართლაც ქართველი ქვია, ის გავახარო....და ამას ესე არ დავტოვებ..."

ტექსტის განთავსებიდან, დაახლოებით 1 საათში, მოჭიდავემ პოსტი წაშალა.

Sportall.Ge

მკითხველის კომენტარები / 55 /
ნამდვილად არ მიკვირს... ვინაიდან მე, ჩემს თავზეც ვცდი მათ მზაკვრულ და უსამართლო დამოკიდებულებას... სამწუხაროა, მაგრამ ასეთი ფაქტები, რეალობაა და ზოგიერთი ძალოვანი სტრუქტურის თანამშრომელები, ჭორებით, არაპროფესიონალური და ცილისწამებლური დამოკიდებულებით გადიან ფონს... მაგრამ სამართლიანობა ითხოვს, რომ პატიოსანი და კეთილსინდისიერი მუშაკებიც არსებობენ!
ვახო...
08 დეკემბერი 2019 21:13
1
ჩვენ უკვე კაი ხანია ქვეყანა კი არა ვართ, ჯოგი ვართ...:((
lado
08 დეკემბერი 2019 20:36
4
ყველაფერი ამ ნაბოზვარი ქურდუი მენტალიტეტის მქონე მთავრობის ბრალია ,უნდა გეჩივლა და პასუხი უნდა გეგებინა მაგ ნაბოზვრებისთვის. ასევე მე გამიკეთეს 1994 წელს ვაგზლის მოედანზე სუსტად უადგილო ადგილას, ჯანდაბას მაშინ შეწვარდნაძეს დრო იყო ეხლა ხო 21 საუკუნეა
გაგა
08 დეკემბერი 2019 20:16
8
1990-იანებში მარჯანიშვილის მეტროში (სამსახურთან) და ვარკეთილში (ჩემი სახლის წინ) ანალოგიურ მდგომარეობაში გამძუყნეს ცემით, გინებითა და სიცილით ამ ნაბიჭვრების წინაპრებმა!!!
სპორტსმენი არ ვყოფილვარ, მასწავლებელი ვიყავი, მაგრამ ამ ხორცმეტებისთვის სულ ერთია, ვინ ხარ!!!
დაბრუნდა ამ არაკაცების ძველი დიდება, როგორც ჩანს!!!
ბესო
09 დეკემბერი 2019 11:19
0
აი გამკვირვებია თქვენი,ვინც ამ ბიჭს თითქოს არამართლებთ,რაააას ჰქვია ძმაოთი რატო მიმართაო,რაააა ასე რომ მიმართა და თუუნდაც ეუზრდელა,ამის სასჯელი ცემაააა
Jaba
08 დეკემბერი 2019 19:38
4
ყურადღებით მივადევნებ თვალს ამ პოსტს, ძალიან მაინტერესებს როგორი გაგრძელება ექნება. იმედია ამას შეგვატყობინებთ, იმ "ვაჟკაცების" გვარებსაც გამოამზიურებთ და მერე ყანაში გაუშვებთ სათოხნავად.
zurab
08 დეკემბერი 2019 19:23
5
Ki mjera...mara arc es chans mama abramis batkani....kai myrali ena eqneba.....
davit cxameli
08 დეკემბერი 2019 19:02
25
მეცა ლეშის სუნი ...
Sisxliani _mkvleli1
08 დეკემბერი 2019 18:52
1
არვიცი ბოლოსკენ იმ პოლიციელებმა დააშავეს თუ არა მაგრამ რასაც თავისივე პირით აღიარებს ის არის რომ თვითონ ეუზრდელა პოლიციას და მისცა დაკავების მიზეზი - ამ ღრეტმა უნდა იცოდეს რომ პოლიციელს არც ძმაოთი არ უნდა ელაპარაკო და მითუმეტეს არ უნდა შეურაწყო და აგინო - არსად დედამიწის ზურგზე ნორმალურ ქვეყანაში არცერთი პოლიციელი არ გაპატიებს შეურაწყოფას და ფიზიკურ წინააღმდეგობის გაწევას და არავინ დაგიწყებს ენის მოჩლექვით ლაპარაკს - ესეთია წ ე ს ი და ს ტ ა ნ დ ა რ ტ ი და სანამ არ გაითავისებს თვითოეული მოქალაქე თუნდაც ის ჩემპიონი იყოს იქამდე არაფერი გვეშველება!
NN
08 დეკემბერი 2019 18:43
47
ლაშა (არა ბექაური) -რავი რაღაც არ მახსენდება ვინმეს ქუჩაში უმიზეზოდ სტაცონ ხელი და ცემონ - არ ვამბობ რომ პოლიცია ყოველთვის ადექვატურია და არ აჭარბებს თავის უფლებამოსილებას მაგრამ მოქალაქემ მიზეზი თუნდაც მცირე არ უნდა მისცე - მოკლედ კიდე ერთხელ ვიტყვი სანამ არ შევიგნებთ რომ პოლიციელს არ უნდა ებლატავო იქამდე ქვეყანა ქვეყანას ვერ დაემსგავსება
NN
08 დეკემბერი 2019 21:09
10
ერთი შენ გაგბერონ ცემაში მაგ პაგონებიანმა ვირთხებმა, უსამართლობის გრძნობისგან და შეურაცხყოფისგან კბილების კრაჭუნი დაგაწყებინონ და მერე ვნახავ, რა სტანდარტზე მელაპარაკები.
Lasha (ara bekauri)
08 დეკემბერი 2019 19:26
13
ასე იქნებოდა და ეს უნდა ითქვას ფეისბუქზეც, ტელევიზიაშიც და არ უნდა დაიმალოს ასეთი ფაქტები. თუმცა ამ ბიჭს ვურჩევდი, ჯერ პატარაა და იმედია გამოასწორებს მეტყველებას, არც იმ პოლიციელებზე ძმაოთი მიმართვა არ მომეწონა და არც ამ ტექსტში ლექსიკა. თორემ პოლიციელებს კი არ ვამართლებ, პოლიციელი კანონის ფარგლებში უნდა მოქმედებდეს ზედმიწევნით სულ, რომ შეურაცჰყოფა მიაყენო...
levani
08 დეკემბერი 2019 18:42
3
მე კიდე ათმა კაცმა დაგდებული რო მცემოს მეორე დღეს კი არა მეორე თვეს ვერ წავალ ვარჯიშზე. საღოლ ძმაო მიაწექი.
SL
08 დეკემბერი 2019 18:36
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული