"ოთახში ათზე მეტი იყვნენ და ყველა ერთდროულად მაგინებდა და მირტყამდა" - მსოფლიო ჩემპიონი სოციალურ ქსელში სკანდალურ ინფორმაციას ავრცელებს

AutoSharing Option
ქართველი ძიუდოისტმა, მსოფლიოს ახალგაზრდული ჩემპიონატის გამარჯვებულმა ლაშა ბექაურმა სოციალურ ქსელ "ფეისბუქში" პოსტი გამოაქვეყნა და პოლიციელების მხირდან ძალადობაზე ისაუბრა.

Sportall.ge-უცვლელად გთავაზობთ სპორტსმენის მიერ განთავსებულ ტექსტს.

"გუშინ საღამოს მე და ჩემი ძმაკაცი საღამოს ვარჯიშის შემდეგ ვსეირნობდით მარჯანიშვილზე.სამი პოლიციელი იდგა ერთერთმა გაგვაჩერა თქვენი საბუთები წარმოგვიდგინეთო ძაან ნაგლად და ნაგლი მზერით, ჩემმა ძმაკაცმა ამოიღო პირადობა მევუთხარი არ მაქ ძმაოთქო და ისევ ნაგლად მომმართა, ძმაოთი რატო მომმართავო. მეთქი აბა როგორ მოგმართო, ჯიგრულად ძმაოთი მოგმართავ ხო მეთქი, შენო ესეთი ლაპარაკი ვინ გასწავლა, შე უზრდელოო.

მეთქი უზრდელი
შენხართქო და ამდროს მომკიდეს ხელი ამ ორმა დაჭყეტილმა ნაგლმა ტიპმა ხელი და მითხრეს გამოგვყევიო. მე ვუთხარი, მეთქი ნუ მეძალავებით მოგყვებითთქო და აგრძელებდნენ ჭიდაობას ისევ, ჩამტენეს მანქანაში ასე რომ ვთქვათ, და დაიწყეს, შენ არიცი როგორ უნდა გველაპარაკო, შენ კუნთები გერჩისო როგორც გეტყობა და ეგრევე გინება დამიწყეს.

მეც რა თქმა უნდა, წინააღმდეგობას ვუწევდი არ მეგონა ესე თუ მოიქცეოდნენ. მეთქი წყნარად ჩამსვამენ მანქანაში მივალთ და ალბათ, როგორც კანონს შეეფერება,  ამათი კანონების დედაც...ისე მოიქცევიანთქო და რას ვხედავ, დამიწყეს გინება და ეგრევე დარტყმები დაიწყეს.

მეც რა თქმა უნდა, წინააღმდეგობა გავუწიე და მეც ვაგინებდი (ამათ თავს არ დავუხრიდი სულ რო მოვმკვდარიყავი). ორი მიჭერდა თან მირტყამდნენ, ეს ორი ქათამი მერე რო ვეღარ მერეოდნენ  მესამე ჩაისვეს და გააგრძელეს.

ტიპები იმენა ეშმაკები, ეს წინ მძღოლი პანიკებში ვარდებოდა, შენ არიცი ჩვენ ვინ ვართო, მეთქი დამარეკინეთ და აგრძელებდა გინებას. იქვე სადღაც, მგონი ვაგზალზე განყოფილებაში მიმიყვანეს. უცებ ერთი შევარდა განყოფილებაში,  ვიფიქრე ვინმე შეგნებული გამოვა თქო და დაველაპარაკები ნორმალურად, ადამიანურად და კაცურად და რას ვხედავ, გამოვარდა ხუთი კაცი და ყველამ რტყმა დამიწყო ერთად.

მეც რა თქმა უნდა, უკან არ ვიხევდი,  ვაგინებდი და ვაკეთებდი რაც შევძელი იმ წუთას, მანქანაშივე ვცდილობდი ამეხსნა, რო სპორტსმენი ვიყავი და და ჩვენი სამშობლო ბევრჯერ მისახელებია და ვესაუბრებოდი ქართველობაზე, კაცურზე, სულ გვკიდია შენი ძიუდოო და ყველაფერიო,  შენ გასწავლით როგორ უნდა ზრდილობაო. მერე შემათრიეს სადღაც ოთახში მანდ უკვე ათზე მეტი იყვნენ და ყველა ერთდროულად მაგინებდა და მირტყამდა.

მე განვაგრხობდი გინებას საუბარს იმაზე თუ ქართველები ვართ და როგორ კადრულობთ თქო. ესეთ რამეს რომ ცხრამეტი წლის სპორცმენ წესიერ ბიჭს ასე ურტყამთ თქო.  ისეთ შეურაწყოფებს მაყენებდნენ გამეორებაც არმინდა ამათი...

მეც რა თქმა უნდა, არ ვტყდებოდი და რაც შემეძლო... უნდოდათ გავმტყდარიყავი, ერთი სატანისსახიანი შემოვარდა მერე ვინაა ესო, რა პანიკებშიაო, მაგინებდა ისიც ტატამზე ხო არ გონია თავიო და იარაღი ამოიღო, კუნთებით თუ ვერაო, აი იარაღი აქ მაქო და ბლატაობდა.  მეთქი ეგ იარაღი ერთ ადგილას გაუშვითქო..

ეს რომ ვუთხარი, მერე ძირს დამაგდეს მუცელზე და მირტყამდნენ ისევ და ისევ. მე იმაზევნერვიულობდი,  რომ ხვალ ჩინეთში მივდივარ ერთ ერთ საპასუხისმგებლო შეჯიბრზე და რამე არ დამიზიანონ და ჭიდაობა ვეღარ შევძლო თქო. მერე ესე ვიყავი რამდენიმე ხანი. მერე წამომსვეს ბორკილებმა სისხლი გამიჩერა, შოკში ვიყავი მეთქი ერთი შეგნებული კაცი როგორ არავინ ხართ ყველა ერთნაირი, რა ვუწოდო არვიცი.

დამთავრდა შენი კარიერაო მიმეორებდა ის სატანა, ერთი დაჭყეტილი რაღაც საზიზღრობა. თავიდან ვინც წამიყვანა ამას ველაპარაკებოდ,ი მეთქი ღამე როგორ გძინავს, ესეთ რაღაცებს რო აკეთებ თქო,  თან აგერ პატრიარქის სურათი გიკიდია მეთქი, შე უნამუსო.

მერე ერთი იძახოდა ფაქტი ჩაუდეთ ამასო და ეგააო წაათრიეთ კაპეზეშიო. პროსტა რა ვუწოდო არვიცი ახალგაზრდა ბიჭს(მე) რომელიც სპორტსმენია, რაღაცას აკეთებს სამშობლოსთვის, თავისი ცხოვრება აქვს და ესე ვიღაც ნაბიჭვრები ღირსებას ულახავენ.

ნერვები მეშლება ესეთი ნაბიჭვრების ხელში რო ვართ.  მერე ვითომ რაღაცეებს ღადაობდნენ, ვითომც არაფერი, კარგ ხასიათზე მოვიდნენ "კაცური კაცები" "სამშობლოს დამცველები".  მერე ერთი მეუბნება, შენ საქართველოსთვის ჰიმნს რო უკრავ და დროშას წევ მაგას გვაყვედრიო? მე ყოველდღე ტყვიას ვუდგავარ წინო, ეს დაჭყეტული სატანა მეუბნება.

მერე მივხვდი რო ამათთან ლაპარაკს აზრი არქონდა როცა დაიღალნენ ეს მერე უკვე, მერე ერთს ვეუბნები ჩაიწერე თქო ლაპარაკი, ლაპარაკი ჩავიწერო ბოზი კი არ ვარო ამ ყველაფრის მერე მეუბნება...

და ესეთ გამწარებულს სიცილი ამიტყდა.  აქამდე არვიცოდი რახდებოდა მანდ მაგათ ბუდეში და ვერც წარმოვიდგენდი, თურმე რა ნაბიჭვრები არიან და ამის მერე ბედნიერად უნდა იარონ ამათმა ??? ვითომ არაფერი არაა? ხალხს რადღეში აგდებენ.

თავში მირტყამდნენ, ამათი დედა ვატირე, მეკიდე თავს ვურტყამდი ბორკილები მედო, თორე ყველას ერთად ვცემდი,,,,, მერე დაწყნარდნენ "ჩვენი სამშობლოს დამცველები" და გამსინჯეს სხეულზე რამე სილურჯეები ხო არ მქონდა, უნდა შეგამოწმოთო, რამე ხოარ გჭირსო, ამის მერე მეუბნებიან, მოეწვათ ბიჭუნებს შეეშინდათ არგვიჩივლოსო ალბათ ამათი...

მერე ესე ვიჯექი, რამდენიმე ხანი დაიღალნენ ბიჭები, მეც არ გავტყდი რა თქმა უნდა, და მაგიტო გაჩერდნენ..თავი რო დაუხარო გადაგივლიან უფრო.  მერე სიმთვრალეზე შემამოწმეს, მთვრალი ვეგონე, მეთქი რა მთვრალი სპორტსმენი ბიჭივარ,,,

მერე დავუმუღამე, ვეღარ მაღიზიანებდნენ, წყნარად მელაპარაკებოდნენ, რა მიღწევები გაქვსო.  მე ხმას არ ვცემდი, მერე ერთი "ღადაობა დუმილის უფლებით სარგებლობსო". რა მინდა ვთქვა,  როგორ უნდა იცხოვრო ესე თუ ნაბიჭვრების ხელში, ესე უბრალოდ ძმაო რატო მიწოდეო ტიპი მეუბნება მივყავარ და ესეთ რაღაცებს კადრულობენ, ყველა ერთნაირი ჩამოსხმა როგორაა,,

და არ მესმის, აქ მუშაობდე და კაცო გერქვას ვინც არ უნდა იყო, მერე ყველას ვუთხარი, მეთქი სუფრაზე ადგებით თქო მერე და კაცობის და სამშობლოს სადღეგრძელოს იძახით და ხელბორკილებიან 19 წლის ბიჭს ესეთ რაღაცას უკეთებთ...

რატო, რატო, აი რატო მთავრობავ კი არა ყველას გეუბნები, რატო უნდა ხდებოდეს ესე???

მინდოდა გცოდნოდათ და გაგეგოთ რა ნაბიჭვრები არიან ესენი, როგორც შევძელი გადმოგეცით ეს ამბავი, გუშინდელი... ხვალ მე შეჯიბრზე წავალ და ვეცდები კიდევ ერთხელ, ჩემი სამშობლო და ის ხალხი, რომელსაც ეკუთვნის და მართლაც ქართველი ქვია, ის გავახარო....და ამას ესე არ დავტოვებ..."

ტექსტის განთავსებიდან, დაახლოებით 1 საათში, მოჭიდავემ პოსტი წაშალა.

Sportall.Ge

მკითხველის კომენტარები / 55 /
ეს თუ მართალია,კოშმარია! ის დროა,რომ ყველანი გავრბოდეთ ამ არანორმალური ქვეყნიდან! თუმცა რა გასაკვირია ჩვენთან ხომ ჩვეულებრივი მოვლენაა პოლიციის მხრიდან-ჩადება,უდანაშაულო ადამიანის ვითომდა ქურდობის ფაქტზე დაკავება და მისთვის უადვოკატო სასამართლო პროცესის მოწყობა!
+
10 დეკემბერი 2019 07:07
2
გამომრჩა-ცრუ მოწმეთა დაყენება(ვითომდა ქურდობის ფაქტზე),მათი პოლიციის მხრიდან დაშინება...
+
18 დეკემბერი 2019 10:49
0
:))) დიზლაიკების დამწრერწებო თქვე მაგრებო... გაცნობებთ,რაც თავს გადამხდა და დიზლაიკს როგორ მიწერთ???
+
15 დეკემბერი 2019 13:39
0
მინდოდა რაგაც დამეწერა მარა უმეტესობას აუჩემებია მადლობა უნდა ვთქვათ თურმე რო ცოცხით არ....ამიტომ აზრი არა აქვს არაფრის დაწერას. P.s.ისე ცნობისთვის,ასეთი მოქცევით ცოცხამდე ბევრი არ უკლია,იმათმაც ესე დაიწყეს და პასუხი რომ არ მოთხოვა არავინ,მერე უკვე აიწყვიტეს.
კახა ქ.
09 დეკემბერი 2019 12:55
4
მარტივია, როცა საღამო ხანს სპორტულ ფორმაში ქუდ ჩამოხატებულ მოსეირნე 2 ზორბას პოლიციელი გაჩერებს და გთხოვს პირადობას, რათა მოახდინოს შენი იდენტიფიკაცია, მას უნდა აუხსნა რომ თან არ გაქვს და მზად ხარ რაიმე ფორმით დაუმტკიცო მისი პერონა, გინდ შენი სპორტა გეზე და მნახე დროშასთან რომ მაქ გადაღებული სურათი მაშინ როცა ჩემპიონი გავხდითქო.

რატო ,,ძაბავ" ? არ გაქ გამოცდილება, სიტყვის მარაგი, უნარი რომ კულტურული მიხრა მოხრით ქცევით სიტყვა პასუხით გააგებინო პოლიციელს რომ ამ ყველაფერში მართალია მსოფლიო ჩემპიონი არ ხარ მაგრამ, შენი საუბრით ქცევით და შემდეგ რეგალიების ჩამოთვლით შეგიძლია ყველა თუ არა პოლიციელი მაინც განაწყო დადებითად და არ გაუხდე განყოფილებაში წასათრები? ძალიან რთულია ?
gurıelı
09 დეკემბერი 2019 12:43
10
ყველამ კარგად ვიცით, რამდენი არაკაცია დღეს ორგანოს ამოფარებული, მაგრამ ეს ბიჭიც რომ არაა წმინდა სულის, თავში აქვს ავარდნილი და საკმაოდ ცინიკურად და პროვოკასიულად იქცევა, ესეც ფაქტია.  ვინმე არ მეთანხმებით?!
joi zaza
09 დეკემბერი 2019 11:58
13
მე მიზანს ვერ მივხვდი რატომ დაწერა და რას მოიგებს ამ პოსტით

1. თუ თვლის რომ მართალია და უკანონოდ მოექცნენ, ფბ პოსტით მაგას ვერ უშველის. ალბათ ვერც კანონით (მაქს ყურადღება მიიპყროს)
2. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე უბრალოს ოპოზიციას მისცა სალაპარაკო და კრიტიკულად განწყობილ მოსახლეობას
3. მეორე პუნქტიდან გამომდინარე შესაძლოა საერთოდ დაბლოკონ ამის მერე შეჯიბრებებზე რადგან “სისტემის წინააღმდეგ” ოპოზოციის გულის გასახარად ამოიღო ხმა (მგონია ასე აზროვნებენ ხელისუფლებაში)

და ბოლოს, ჩემი პირადი აზრია. თავადაც ად მგონია სუფთა ამ შეკაპარაკებაში რომ ცამოწმენდილზს დაუწყეს ცემა. 19 წლის ბიჭია, ჩემპიონი, ცოტა ქედმაღლობა იგრძნეს ალბათ პოლიციელებმაც და მაგის ნიადაგზე მოხდა დაპირისპირება. (თუმცა პოლიცია არ უნდა ლახავდეს მოქალაქეების უფლებებს)

პ.ს. მე არ მგონია კაცის და მითუმეტეს სპორტსმენის მხრიდან ფეისბუქზე “წუწუნი” ლამაზი საქციელი, ვაიმე მცემესო. თუ შენი გინდა მიიღო კანონით უნდა სარჩელი შეიტანო, თუ კანონის ავლით და ქუჩურად ეგეც შენი გადასაწყვეტია მაგრამ აი ფეისბუქზე ამაზე საუბრის აზრს ვერ ვხედავ...
აზრი?
09 დეკემბერი 2019 11:32
9
რას ურჩევ შენ, დაუდარაჯდეს და სათითაოდ დახოცოს ეგ პოლიციელები? შენნაირმა დაარიგა უკვე ჭკუა ალბათ და წაშალა ეგ სტატუსი, ჩუმად ალაგებს ეხლა. რა ჩემ ..ს დაალაგებს მაგასაც ვნახავთ
თორნიკე
09 დეკემბერი 2019 12:29
4
ამ პოსტზე გეტყობა ინტელექტი და ზრდილობა, რა პლეხანოვზე სეირნობა, პოლიცილთან ,,ძმაო" მიმართვა და კაჩაობა აგიტყდა, ჯიგრულად ელაპარაკე ძმაო საძმოს, პოლიციელებს ვერ გავამართლებ მარა ამის ინტელექტის და მენტალიტეტის შემხედვარეს არ მიკვირს ეს შედეგი.
ქორ-პარიკმახერი
09 დეკემბერი 2019 11:02
21
როგორ ც არ უნდა მიემართა რა ც არ უნდა ექნა პოლიცია კანონს არ უნდა არღვევდეს და ადამიანის ღირსებას არ უნდა ლახავდეს.
lsd
09 დეკემბერი 2019 10:19
1
მსოფლიო ჩემპიონობა და ტატამი კი კარგია, მაგრამ ღირსეული პოლიციელი და ჯარისკაცი ჩემთვის ყველა მსოფლიო ჩემპიონზე მაღლა დგას, ისინი კრიმილანებს და მტერს ებრძვიან და გვიცავენ მათგან შენ კი ვისგან იცავ სამშობლოს ტატამის ლომებისგან? ბორკილები გედო თორე ყველას სცემდი ხო? კუნთებს ადრე ცოცხებით ადუმებდნენ, მადლობა თქვი რომ არ ..... წესიერად მოიქეცი ბალღო და ინტელექტზეც და ქცევის წესზეც იმუშავე ხანდახან.
merabi
09 დეკემბერი 2019 10:06
35
მალხაზ, რას ჭიკჭიკებ თუ იცი? მსოფლიო ჩემპიონობა არ არის ინდულგენცია, ანდა რაიმე პრივილეგიის მიღების საფუძველი, რაც ბენეფიტები მოყვება ჩემპიონობას გინდ საზოგადოების მხრიდან და გინდ სახელწიფოს მხრიდან ის უნდა შეირგოს და ეს არ ანიჭებს ვინმეს გინდ ნიშნის მოგებით გინდ უწმაწურად და გინდ ქუჩურად ესაუბროს სამართალდამცველს და შენი სიცოცხის და შენი ოჯახის წერების უსაფრთხოების გარანტს ამ სახელწიფოში. განდა ჩინ მედლებების არ უფასურდება ასეთი ქცევით?
merabi
09 დეკემბერი 2019 12:33
7
ოე მერაბ შენ ცოტა აზრზე მოდი, შენთვის ან შენი ოჯახის წევრისთვის ასე რომ გაეკეთებინათ მერე სხვანაირად აჭიკჭიკდებოდი
მალხაზი
09 დეკემბერი 2019 10:58
2
რატომ ითხოვთ სპორტსმენისაგან ფილოსოფოსივით საუბარს?მაშინ ფილოსოფოსებსაც მოვთხოვოთ სპორტსმენივით ჭიდაობა და თამაში.მშვენივრად აქვს ჩამოყალიბებული აზრი ფეისბუქ პოსტში.წადით პოლიტიკოსები და სისტემა აკრიტიკეთ,რომ სპორტსმენებს ხელი შეუწყონ წარმატების მიღწევაში.რათქმაუნდა ზრდილობის ნორმები არც სპორტსმენებმა არ უნდა დაარღვიონ. ძმაო და შენ გენაცვალე თუ ზრდილობის დარღვევად მიაჩნია პოლიციელს,მაშინ მიუთითოს ამ ფაქტზე,ასევე ზრდილობიანად პოლიციელმა და ესეთ გაუგებრობას აღარ ექნება ადგილი.თუმცა არც პოლიციის ბევრ თანამშრომელს არ აქვს უმმაღლესი განათლება(დიპლომს არ ვგულისხმობ).პატივისცემა და სიყვარული,რომ ყოფილიყო მარჯანიშვილზე იმ საღამოს,ეს არ მოხდებოდა.
საზოგადოება
09 დეკემბერი 2019 08:48
1
სულ რამოდენიმე წლის უკან, ,,ბუტკაზე,, შემოაგდებდნენ მაგის ტყავს, დენმა დაარტყაო. შეიძლება პოლიციაც ამეტებს, მაგრამ ეხლა რომ ლოიალურია, ასეთი არც პოლიცია და არც მილიცია არ მახსოვს. ეს სეირნობს და ისინი პოსტზე არიან. ცოტა ზრდილობა და მეტყველების დახვეწაც არ აწყენდა, ახალგაზრდას. პირველ რიგში, თუ გინდა სახელმწიფო ააშენო კანონი უნდა დაიცვა, თორე ანარქიას და ქაოსს, ფაშიზმი ჯობია.
...
09 დეკემბერი 2019 07:30
17

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული