ძიუდოისტს, მსოფლიო ჩემპიონს, ლაშა ბექაურს შინაგან საქმეთა სამინისტრო სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას და ხულიგნობას ედავება. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს.

როგორც უწყებაში აღნიშნავენ, ბექაური სამართალდამცველებმა ხელწერილის საფუძველზე გაათავისუფლეს.

„ლაშა ბექაურის მიმართ დაწყებულია ადმინისტრაციული წარმოება, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე (სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობა) და 166-ე (ხულიგნობა) მუხლებით. მოგვიანებით ბექაური, სამართალდამცველებმა ხელწერილის საფუძველზე გაათავისუფლეს“, - აცხადებენ შსს-ში.

ცნობისთვის, ძიუდოისტი, მსოფლიო ჩემპიონი ლაშა ბექაური სამართალდამცველებს ცემაში ადანაშაულებს. აღნიშნულთან დაკავშირებით ბექაურმა სოციალურ ქსელში დაწერა. როგორც სპორტსმენი ამბობს, შემთხვევა გუშინ საღამოს მარჯანიშვილის ქუჩაზე მოხდა. ბექაურის თქმით, პოლიციელებთან შელაპარაკება პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენის მოთხოვნას მოჰყვა.

interpressnews.ge

NN
ამ ვიდეოში მანახეთ პოლიციის კომპრომეტირება და უკანონობა რომელია და რაში ჩანს
grisha dedakimovi
პოლიცია რომ გათავხედებულია ნათლად ჩანს. ორიოდე დღის წინ კომპ.თამაშების გასაცვლელად მრავალკორპუსიან ეზოში ჩასული 15 წლის ბიჭს საბუთების არქონის გამო განყოფილებაში მიათრევდნენ, მეზობლებს რომ არ ევაჟკაცად და არ გამოეგლიჯათ ხელიდან იქ რას უზავდნენ ხომ წარმოგიდგენიათ. სპორტსმენს სწორედ რომ ჯანმა უშველა, თორემ დაასახიჩრებდნენ. უამრავ კომენტარში ბექას ლაპარაკის მანერას და ზრდილობას უწუნებენ, ძველბიჭობას აბრალებენ და რა ვიცი, იქნებ ჯვარს ვაცვათ მსოფლიო ჩემპიონი. ერთი კაცი გამომეხმიანოს ბექას მაგინებლებიდან, რომელიც სერიოზულად იყო დაკავებული სპორტით, პროფესიონალურად,თავი ჰქონდა გადადებული. მიპასუხოს როგორ წარმოუდგენლად რთულია სპორტის ნებისმიერ სახეობაში მსოფლიო ჩემპიონის ტიტულის მოპოვება. სახელმწიპოებია, რომლებსაც ეს ტიტული არასოდეს მოუგია და ბექამ ეს 18 წლის ასაკში მოახერხა. ჩვენი ქვეყანის ჰიმნი კიდევ ერთხელ მოასმენინა მსოფლიოს და დროშის აღმართვაზე ფეხზე ააყენა დარბაზი. რამდენად ამაყი იქმებოდა იმ დარბაზში მყოფი ქართველი...მედალი საქართველომ მოიპოვა! ვინმეს აინტერესებდა იმ დროს როგორ საუბრობს ბექა?...ამ ახალგაზრდამ, რომელსაც ბავშვობა თითქმის დაკარგული აქვს, რაც თავი ახსოვს საჭიდაო დარბაზშია და რაც დრო რჩება ძილისათვის არ ჰყოფნის და თქვენ გინდათ დარბაისლური გამჭრიახობით ისაუბროს? სად და როდის უნდა ესწავლა და ეკითხა წიგნები? აკეთებს თავის საქმეს საუკეთესოდ და ღმერთმა ყველა ჩვენიანი აყოფოს ასე წარმატებული. რა დააშავა "ძმაო" რომ უწოდა პოლიციელს? ამისთვის უნდა გაკოჭო? არ მიკვირს დაუმორჩილებლობასთან ერთად ხულიგნობასაც რომ ტენიან(იმ ბავშვს ეზოში დაუმორჩილებლობას უყენებდნენ ბრალად), ეტყობა მაგრად მოეწვათ. ჯერ სადაა, შეიძლება მამათმავლობა, ან "სუტინიორობა" დააბრალონ. ვერ შეიგნეს, რომ პოლიცია დამსჯელი ორგანო არაა. ჩვენ უნდა გვიცავდნენ და ესენი დაგვიცვავენ? თუ არ დაისაჯნენ ასეთ ყოფაში ვიქნებით მუდმივად. პატრულით თავიდან ვამაყობდი, ეხლაც არა უშავთ, მიხარია ჯარიმასაც კი ღიმილით, მხიარულად გიწერენ, დამსახურებულად(ჯერ უმიზეზოდ არავის გავუჩერებივარ), აი პოლიცია კი რა მოგახსენოთ. ფურთხი არ შეგაშრებათ სიფათებზე უნამუსოებო.
Migr
ეს ბიჭი არც პირველი ყოფილა და არც ბოლო ვისაც ესე მოექცნენ და ეს ყველაფერი შსს-ს იმიჯი რომარ შეელახოს კიდევ ერთხელ იმიტო ჭირდება ამ ვიდეოში მხოლოდ ის ჩანს როგორ ცდილობენ ჩატენონ მანქანაში . თუ ესეთი დემოკრატიული და როგორც საკუთარ თავს უწოდებენ გამჭირვალე პოლიცია გვყავს რატომ არ ავრცელებენ კადრებს საიდან დაიწყო კონფლიქტი ან პოლიცია განყოფილებაში რა ხდებოდა ამას იმიტომ მოყვა გამოხმაურება შსს-დან რომ ამ ბიჭმა ეს ყოველივე ფეისბუქ გვერდზე გამოაქვეყნა
გიორგი
ამ ცემატყეპის გინების და უსაფუძვლოდ დაკავებების გამოა რომ საზოგადოება არასწორად აფასებს პოლიციას და არასწორი წარმოდგენა და დამოკიდებულება აქვს პოლიცის მიმართ პოლიცია საზოგადოებრივ წესრიგს უნდა ემსახურებოდეს და ხალხს უნდა იცავდეს და კანონის მიხედვით უნდა მოქმდებებდეს ეს მიშას და ედიკას დროინდელი გადმონაშთები რომლებმაც არც კანონები იციან არც განათლება და ზრდილობა აქვთ და მარტო ცემა გინება შეუძლიათ უნდა წავიდნენ ესენი არიან ბინძური პოლიციელები ამერიკაში ასე უწოდებენ ასეთ პოლიციელებს რაც შეეხება ამ სპორცმენს მისი საუბრიდან გამომდინარე ჩამოყალიბდეს მოჭიდავეა სპორცმენია თუ ძველი ბიჭი თუ ძველი ბიჭია დანებოს ვარჯიშს თავი გაიხადოს კიმანო და გავიდეს უბანში და იძველბიჭოს თუ სპორცმენია მოიქცეს ისე როგორც წარმატებულ სპორცმენს ეკადრება.
"ოლიმპიურ თამაშებზე რომ დავმარცხდი, კარიერის დასრულებამდე სერიოზულად დავფიქრდი" - ლაშა შავდათუაშვილი
საქართველო 2027 წლის ევროპის ახალგაზრდულ ჩემპიონატს უმასპინძლებს
[VIDEO] არის მეოთხე ოქრო! - გურამ თუშიშვილი ევროპის ჩემპიონია!
20 წ. | ვინ მოდის საქართველოში - იტალია
10xSEO-მ ბაზარზე სპეციალიზებული SEO ქოფირაითინგის სერვისი ჩაუშვა: ტექსტები, რომელთა მეშვეობითაც Google-ში გპოულობენ
ოფიციალურად - მოურინიო "რეალში" დაბრუნდა
მოურინიომ თანამემამულე ვარსკვლავი "ბარსელონას" აწაპნა
ნიონში გოგონათა ასაკობრივი გუნდების წილისყრა გაიმართა
გამოსასყიდი თანხა 80 მილიონი - "მანჩესტერ იუნაიტედს" "სპორტინგის" მცველი სურს
მიულერს მსოფლიო ჩემპიონატზე რონალდოს და მესის წარმატებულად ასპარეზობის არ სჯერა
ხავი "ბარსელონას" ლეგენდების გუნდიდან ამოიღეს - მიზეზად ლაპორტას მოწინააღმდეგის მხარდაჭერა სახელდება
ტევესი შეცვალა - ხორხე სამპაოლო სამუშაოდ სამშობლოში დაბრუნდა
მოურინიოს სია - ჟოზემ "რეალს" ამ 6 ფეხბურთელის გაშვება სთხოვა
ოლისე კვარაცხელიასთან ერთად შეუტევს - რამდენად შესაძლებელია ტრანსფერი?
იწყებენ "რენით", მაგრამ იქამდე 2 ტიტულის მოგება კიდევ შეუძლიათ - ლიგა 1-ის ახალი სეზონის კალენდარი ცნობილია
არბელოამ შესაძლოა, ინგლისის პრემიერ ლიგის ბინადარი გუნდი ჩაიბაროს
ინგლისმა კოსტა-რიკას უპრობლემოდ სძლია
"ბეშიქთაშს" მადა გაეხსნა - მამარდაშვილთან ერთად, შევალიეს ვარიანტზეც მუშაობენ
ცნობილი უკრაინელი კომენტატორი საქართველოსთან და უნგრეთთან მატჩებისთვის, გულის წამლებსა და დამამშვიდებლებს მოიმარაგებს
[VIDEO] ბრწყინვალე ბურთები მოიგერია - იაკობიშვილის დებიუტი უნგრეთის ეროვნულ ნაკრებში, დამყარებული რეკორდი და საქართველოსთან შესაძლო დაპირისპირება
[VIDEO] NBA-ის ფინალების ისტორიაში ყველაზე დიდი ქამბექი - "ნიქსმა" 29-ქულიანი ჩამორჩენა აღმოფხვრა
პორტუგალიამ მსოფლიო ჩემპიონატის დაწყებამდე ნიგერიას მოუგო
აზარი: ფავორიტად რომ არ მიგვიჩნევენ, უფრო მშვიდად თამაშის საშუალებას მოგვცემს