თელ ავივის გრან პრი: ქართველი ძიუდოისტები მედლების გარეშე დარჩნენ

AutoSharing Option
25 იანვარს ქართველი ძიიუდოისტები თელ ავივის გრან პრიზე წარუმატებლად გამოვიდნენ.

გელა ზაალიშვილი (+100) პირველ წრეში ისვენებდა, ხოლო მეორე წრეში იაპონელ იუსუკე კუმაშიროსთან წააგო.

ილია სულამანიძემ (100) პირველ წრეში შვეიცარიელი ოტო იმალა იპონით დაამარცხა, მერე წრეში სულამანიძე სამხრეთკორეელ გუჰამ ჩოს შეხვდა და სამი გაფრთხილებით წააგო.

იმედა გოგოლაძემ (90) პირველ წრეში რუმინელი გეორგე როტარუ იპონით დაამარცხა, მეორე წრეში კი ავსტრალიელ ჰარისონ კასართან სამი გაფრთხილებით წააგო.

სოფიო სომხიშვილმა (+78) პირველ წრეში რუსეთის წარმომადგენელ ანჟელა გასპარიანთან სამი გაფრთხილებით წააგო.

თელ ავივის გრან პრიზე საქართველოს
ნაკრებმა გამოსვლა ერთი მედლით დაასრულა. ბრინჯაოს მფლობელი ილია მაისურაძე გახდა.

მკითხველის კომენტარები / 2 /
რა ეარმატებას უნდა მიახწიო როდის ქევხიშვილის დროს. ტრიბუნაზე ზის და სოფიო სომხიშვილი რო ჭიდაობდა რაქნაო კითხულობდა . სპორცმენებზე მეტი დელეგატი რო გეყოლება წაყვანილი რაუქნას ნაკრებმა. ასვენებენ სპორცმენებსო . ხოდა როასვენებ პირვწლ ნომრებს ეამოიყვანე 2 მე 3 ნომრევი განვითარდნენ ცოტა...
ემიგრანტი ისრაელიდან
19:22 25-01-2020
1

სიახლეები პოპულარული