პარიზის გრანდ სლემზე -100 კგ წონით კატეგორიაში ვარლამ ლიპარტელიანი ფინალში ებრაელ პეტერ პალჩიკთან დამარცხდა.
დამატებით დროში ლიპარტელიანმა გდება გააკეთა, რაც მსაჯებმა სახიფათო ილეთად ჩაუთვალეს და წააგო. თუმცა მსაჯების გადაწყვეტილება აშკარად სადავო გახლდათ.
იქამდე ლიპარტელიანმა კორეელი ჯა იუნ კიმი, მონტენეგროელი დანილო პანტიჩი, ლატვიელი იავგენის ბოროდავკო და რუსეთის სახელით მოასპარეზე არმენ ადამიანი დაამარცხა.
მის კარიერაში ეს პარიზის გრანდ სლემზე მოპოვებული მერვე მედალია.
+100 კგ წონით კატეგორიაში მოასპარეზე გელა ზაალიშვილი ბრინჯაოსთვის ბრძოლაში რუსეთის წარმომადგენელ ინალ ტასოევთან დამარცხდა.
90 წონით კატეგორიაში ჩემპიონი ესპანეთის სახელით მოასპარეზე ნიკოლოზ შერაზადაშვილი გახდა.