პარიზის გრანდ სლემი: ლიპარტელიანი ფინალში დამარცხდა - რამდენად ობიექტური იყო მსაჯების გადაწყვეტილება? [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
პარიზის გრანდ სლემზე -100 კგ წონით კატეგორიაში ვარლამ ლიპარტელიანი ფინალში ებრაელ პეტერ პალჩიკთან დამარცხდა.

დამატებით დროში ლიპარტელიანმა გდება გააკეთა, რაც მსაჯებმა სახიფათო ილეთად ჩაუთვალეს და წააგო. თუმცა მსაჯების გადაწყვეტილება აშკარად სადავო გახლდათ.

იქამდე ლიპარტელიანმა კორეელი ჯა იუნ კიმი, მონტენეგროელი დანილო პანტიჩი, ლატვიელი იავგენის ბოროდავკო და  რუსეთის სახელით მოასპარეზე არმენ ადამიანი დაამარცხა.

მის კარიერაში ეს პარიზის გრანდ სლემზე მოპოვებული მერვე მედალია.

+100 კგ წონით კატეგორიაში მოასპარეზე გელა ზაალიშვილი ბრინჯაოსთვის ბრძოლაში რუსეთის წარმომადგენელ ინალ ტასოევთან დამარცხდა.

90 წონით კატეგორიაში ჩემპიონი ესპანეთის სახელით
მოასპარეზე ნიკოლოზ შერაზადაშვილი გახდა.

მკითხველის კომენტარები / 9 /
ძლიერი რომ იყო იმიტომ მოუგო ფიზიკურად, მის შეცდომებზე დააბა აზრზე მოუსვლელად.საერთოდ ძალიან ცუდად იასპარეზეს ჩვენებმა. 17 წარმომადგენელი და ერთი ვერცხლი,არა ცუდი შედეგი ხომ, თუ ესეც მსაჯების ბრალია ძიუდოს პროფესორებო?
ninos alis
00:03 10-02-2020
5
გელა ზაალიშვილი აშკარად ვერ იყო ჯანზე.არ ვიცი,შეხვედრის დაწყებისთანავე ისეთი შეგრძნება გამიჩნდა,რომ ის მომგები არ იყო.ლიპარტელიანს კი მთელი ბრძოლა მიჰყავდა,მეტოქეს ერთი ცდაც კი არ ჰქონია,მაგრამ მაინც ვარლამს აჰკიდეს გაფრთხილებები.ეტყობა არ უნდოდათ მისი გამარჯვება.კი ბატონო,მისი ორი გაფრთხილება შეიძლებოდა მიეცათ,მაგრამ მხოლოდ დაცვაში მდგომს რომ ასე აბაირამებ და ასვენებ,ეგ რაღაა?ლევიცკა შუკვანსაც მეტოქე შებოჭილი ჰყავდა და თან მტკივნეულს უკეთებდა,მაგრამ რატომღაც გააშვებინეს.თუ ვინმემ ნახა და ახსნა შეუძლია,ვთხოვ გამომეხმაუროს
სოსო
23:00 09-02-2020
0

სიახლეები პოპულარული