ვაჟა მარგველაშვილი დიუსელდორფის გრანდ სლემის ფინალშია

AutoSharing Option
დიუსელდორფში მიმდინარე ძიუდოს გრანდ სლემის შეჯიბრებაზე 66 კგ-მდე წონით კატეგორიაში ვაჟა მარგველაშვილი ფინალში გავიდა.

ვაჟამ პირველ წრეში ალჟირელი ვაილ ეზინე ვაზარით დაამარცხა, აფრიკელს კი მეორე ტურში ჩეხი პაველ პეტრიკოვი იპონით მიაყოლა ზედ. 1/8-ფინალში მარგველაშვილის მეტოქე ყაზახი იერლან სერიკჟანოვი იყო და ქართველმა ფალავანმა ისიც იპონით დაამარცხა. 1/4-ფინალში ვაჟა აზერბაიჯანელ ორხან საფაროვს შეხვდა და აღმოსავლელი მეზობელიც იპონით დასცა ტატამზე. ნახევარფინალში ქართველის მეტოქე რუსი იაკუბ შამილოვი იყო და მარგველაშვილმა ისიც იპონით დაამარცხა.

ამავე წონით კატეგორიაში რეპეშაჟში ბრინჯაოს მედლისათვის ბრძოლას განაგრძობს ბაგრატ ნინიაშვილი. ბაგრატმა
1/4-ფინალის გზაზე ებრაელი ტალ ფლიკერი, გერმანელი დან მატუშოვიცი, რუსი აბდულა აბდულაჟილილოვი დაამარცხა, 1/4-ფინალში კი ბულგარელ ბოჟიდან ტემელკოვთან იპონით დამარცხდა. რეპეშაჟში ბაგრატის პირველი მეტოქე ბრაზილიელი დანიელ ქარნინი გახლდათ, რომლის დამარცხებაც ქართველმა ფალავანმა მოახერხა და ბრინჯაოს მედლისათვის ბრძოლაში მარგველაშვილის მიერ დამარცხებულ შამილოვს დაუპირისპირდება.

60 კგ-მდე წონითი კატეგორიის რეპეშაჟში იჭიდავებს თემურ ნოზაძე. ქართველმა ძიუდოისტმა გერმანელ მორიც პლაფკის, ამერიკელ ადონის დიასს, ბრიტანელ ეშლი მაკკენზის აჯობა, 1/4-ფინალში კი, სამწუხაროდ, იაპონელ ტაკანო ნაოშისასთან დამარცხდა. რეპეშაჟში მისი პირველი მეტოქე ესპანელი ფრანცისკო გარიგოსი იყო და თემურმა მოწინააღმდეგეს იპონით აჯობა. მე-3 ადგილისთვის ბრძოლაში კი ნიდერლანდების სახელით მოასპარეზე, წარმოშობით ქართველ თორნიკე ჭკადუას შეხვდება.

ამავე წონით კატეგორიაში პირველი წრე დაძლია ჯაბა პაპინაშვილმა. ჯაბამ ავსტრალიელი ჯოშუა კაცი დაამარცხა, თუმცა მეორე ტურში უზბეკ შარაფუდინ ლუტფილაევთან წააგო, რომელიც 1/4-ფინალში თორნიკე ჭკადუამ დაამარცხა.


მკითხველის კომენტარები / 5 /
ვინმემ იცის რომელ საათზეა ფინალური ბლოკები და რომელიმე ტელევიზია უჩვენებს???
Giorgi
21 თებერვალი 2020 20:49
1
ნინიაშვილიც ბრინჯაოსთვის იჭიდავებს.
სოსო
21 თებერვალი 2020 18:16
0
სად ვუყურო??
გიორგი
21 თებერვალი 2020 20:53
1
დღეს, მოგება წაგების მიუხედავად,ჩვენმა ბიჭებმა,ყველამ,ლამაზად იჭიდავა.ერთად ერთი ნოზაძის დამარცხება იყო ტაკატოსთან,სადაც ჩანდა მეტოქის უპირატესობა.ჯაბა პაპინაშვილმა ლუტფილაევთან ისეთი გდება გააკეთა,რომ იპონით შეუფასეს და მანაც ხელი გაუშვა მეტოქეს,შემდეგ კი,მწვრთნელის შეძახილის შემდეგ, სცადა შებოჭვაზე დაერჩინა მეტოქე,მაგრამ მომენტი უკვე გაშვებული ჰქონდა.დამატებით დროში,ლუფტილაევი ტატამიდან გავიდა,ეს მესამე გაფრთხილება იქნებოდა,მაგრამ აპატიეს და მომდევნო შეტაკებაში, ჯაბა უკვე წმინდა გდებაზე მოჰყვა.საწყენია.ეს ყველაზე სანახაობრივი ბრძოლა იყო,რაც დღეს ვნახე.
სოსო
21 თებერვალი 2020 17:36
0
წინასწარიც და ფინალური ბრძოლები იპპონ ტვ სტრიმზეა.ნოზაძე კი იმიტომ დაგვიჩაგრეს,რომ მთელი 9,5 წუთი შეტევაში გაატარა და მიუხედავად იმისა,რომ არ შეუფასდა,ძალიან ბევრი მცდელობები ჰქონდა,მეტოქისაგან განსხვავებით.მსაჯებმა სულ სხვა მიზეზებით ორ ორჯერ გააფრთხილეს ორივე,მაგრამ პასიურობისათვის მეტოქეს,გაფრთხილება არ აღირსეს.ეს კი,მესამე გაფრთხილება იქნებოდა..ნინიაშვილისათვის მესამე გაფრთხილებაც არ მიმაჩნია სამართლიანად.ეს ნამდვილად არ იყო სახიფათო.უფრო არაბუნებრივი იქნებოდა თავზე გადაგორება,თანაც მანამდე მეტოქე ტატამიდან გავიდა და თავისუფლად შეიძლებოდა მეტოქის გაფრთხილება.გუშინ ილეთების დროს ტატამიდან გასვლაზეც კი გააფრთხილეს რამდენჯერმე მოჭიდავეები,აქ კი,ილეთთან,ახლოსაც არ იყო.
სოსო
22 თებერვალი 2020 12:15
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული