თუშიშვილმა დიუსელდორფის გრანდ სლემზე - ოქრო, ღვინიაშვილმა კი ბრინჯაო მოიგო [VIDEO]

AutoSharing Option
დიუსელდორფის გრანდ სლემზე ძიუდოში 100+ კგ წონით კატეგორიაში გურამ თუშიშვილმა ფინალში გერმანელი იოჰანეს ფრაი იპონით დაამარცხა.

თუშიშვილმა ფინალამდე პირველი წრე გამოტოვა, შემდეგ კი უზბეკი ალიშერ იუსუპოვი, ტაჯიკი შაკარმამად მირმამადოვი და კორეელი მინჯონ კიმი დაამარცხა.


90 კილოგრამ წონით კატეგორიაში ბექა ღვინიაშვილმა მესამე ადგილისთვის ბრძოლაში აზერბაიჯანელ მამადალი მეჰდიევს სძლია და ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.

ღვინიაშვილმა იქამდე მეოთხედფინალი უზბეკ დავლატ ბობონოვთან წააგო, რეპეშაჟში კი ჩეხი დავიდ კლამერტი დაამარცხა.

ტურნირზე აგრეთვე ტატო გრიგალაშვილი (81 კგ) - ოქროს, ხოლო ვაჟა მარგველაშვილი
(66 კგ) ვერცხლის მედალს დაეუფლა.

საქართველოს ნაკრები გუნდურ ჩათვლაში მეორე ადგილზე გავიდა - პირველი ადგილი იაპონიამ დაიკავა.


მკითხველის კომენტარები / 10 /
ცნობილია, რომ საოლიმპიადე ქულების გათამაშება მაისის ბოლომდეა. თუ გავითვალისწონებთ, რომ კორონავირუსის შიშით ბევრი შეჯიბრი აღარ იმართება, ამასთანავე ჯერჯერობით ტედი რინერს დღემდე საოლიმპიადე ქულა საერთოდ არ აქვს, გამოდის, რომ რინერმა შეიძლება ოლიმპიადაზე მოსახვედრი ქულები ვერ შეაგროვოს, თუ ვინმე იცის ამ შემთხვევაში რა მოხდება? გთხოვთ მიპასუხოთ.
ჟორა
07 მარტი 2020 20:02
0
ვიმეორებ- ოლიმპიადისათვის თუ ბიჭები თავს გადადებენ და ფიზიკურ ძლიერ ს პ ე ც -მომზადებას გაივლიან (მაგ:როგორც რაგბისტები- თუნდაც სამხედროებთან და ამდაგვარი რაღაც...)- 3-4 ოქროს დ ა დ ე ბ ა შეიძლება თავისუფლად!!!
გლახუნა
24 თებერვალი 2020 14:45
1
კიდევ ერთი გამარჯვება!!! მეცოდებიან ისინი, ვინც ამ გამარჯვებებით ვერ ხარობენ...
tngh
24 თებერვალი 2020 14:11
0
გაიხარეთ ბიჭებო 100 წელი... მედლიანებო და უმედლოებო.... მაგრები ხართ ყველა.... გენაცვალეთ მაგ ქართულ ჯიგარში....
დ-ვიტო
24 თებერვალი 2020 09:22
0
მაგარი იყო, ძალიან მაგარი! როგორც ჩვენმა სოსომ გიტლერი ისე არ დადო გულაღმა ეს ფრიცი!!! დიდება ქართულ გენს!
aburjga
24 თებერვალი 2020 08:18
5
100%!...იხარე.
გივი-გია
24 თებერვალი 2020 14:23
0
გიტლერი, გოლანდია, გიდროელექტროსადგური, გამაკი და ა.შ. გეთანხმებიან.
lol
24 თებერვალი 2020 09:40
1
ყოჩაღ ბიჭებო,კარგად იჭიდავეთ.თუშისა,ცოტა მეშინოდა.ორ შეხვედრაში ბეწვის ხიდზე გაიარა,რადგან ძალიან მალე მიიღო ორ ორი გაფრთხილება და ფინალში გერმანიაში გერმანელთან არავინ დაამადლიდა მესამესაც.თუმცა თურმე სადა ხარ,ისეთი კისრული გაუჭიმა ფრეის,რომ მარტო მას კი არა,მეც არ დამავიწყდება ალბათ
სოსო
23 თებერვალი 2020 23:03
0
ამ ვიდეოებს რომ დებთ ძალიანაც კარგი მარგრამ რო თარგმნოდ ძალიან გაგვახარებთ ვისაც ინგლისური არ გვესმის
გიოეგი
23 თებერვალი 2020 23:02
4
გამეცინა, თუშის აქეთ-იქით ვინც ედგა, სამივე დამარცხებული ჰყავდა ამ ტურნირზე. ბრავო გურამ!!!
bmb
23 თებერვალი 2020 22:51
0

სიახლეები პოპულარული