ახმეტაში ოლიმპიური ჩემპიონი ზურაბ ზვიადაური დაჭრეს

AutoSharing Option
ოლიმპიური ჩემპიონი ზურაბ ზვიადაური დაჭრეს, - ამის შესახებ ინფორმაციას "პირველი არხი" ავრცელებს:

"ახმეტაში ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე ოლიმპიური ჩემპიონი, საქართველოს პარლამენტის ყოფილი დეპუტატი ზურაბ ზვიადაური დაჭრეს. მას ჭრილობა გულმკერდის ქვეშ აქვს მიყენებული.

ახლობლების განცხადებით, ნასვამ მდგომარეობაში მყოფ სუფრის წევრებს შორის შელაპარაკება დაჭრით დასრულდა.

ამ დროისათვის ზვიადაური ახმეტის რაიონულ საავადმყოფოშია მოთავსებული. ახლობლების ინფორმაციით, მას სიცოცხლისთვის საშიში დაზიანებები არ აღენიშნება".

მკითხველის კომენტარები / 3 /
მგონი 90-ზე უარეს პერიოდში ვართ, მაშინ ქალებს და მოხუცებს მაინც ინდობდნენ.
კვარა
20 ივლისი 2020 12:48
5
ყოველ დღე ვიღაცის დაჭრა და მკვლელობა, რა უბედურებაა ხალხო. გაუფრთხილდით ერთმანეთს
Megreli
20 ივლისი 2020 09:21
1
მთავარია რომ გადარჩა და ცოცხალია. სხვა ყველაფერს გაგებით მოეკიდება თუ ინდეფერენტული დარჩება მეორეხარისხოვანია ..ყოფილი დეპუტატია მაინც...
redi
20 ივლისი 2020 06:48
5

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული