გავერთიანდეთ დავით ხახალეიშვილის გადასარჩენად

AutoSharing Option
დღეს საქართველოს ეროვნულ ოლიმპიურ კომიტეტში სეოკ-ის პრეზიდენტმა ლერი ხაბელოვმა გამართა საგანგებო პრესკონფერენცია, რომელიც უკავშირდებოდა სახელოვანი ძიუდოისტის, დავით ხახალეიშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობას. პრესკონფერენციას ესწრებოდნენ ოლიმპიური ჩემპიონ-პრიზიორები, სპორტში მოღვაწე ადამიანები. ლერი ხაბელოვმა მედიის წარმომადგენლებს გააცნო სეოკ-ის მიმართვის ტექსტი:

„ლეგენდარულ ძიუდოისტს, ბარსელონის ოლიმპიური თამაშების ჩემპიონს დავით ხახალეიშვილს შეექმნა ჯანმრთელობის უმძიმესი პრობლემა - დაუდგინდა დილატაციური კარდიომიოპათია რთული ფორმით.

ქართველი და უცხოელი ექიმების დასკვნით, დავით ხახალეიშვილის სიცოცხლის გადარჩენის ერთადერთ გამოსავლად რჩება გულის ურთულესი და ძვირად ღირებული ოპერაცია, რომელიც უნდა გაკეთდეს საზღვარგარეთ.

ამჟამად დავით ხახალეიშვილი კრიტიკულ მდგომარეობაში
იმყოფება თბილისის გადაუდებელი კარდიოლოგიის ცენტრში.

დავით ხახალეიშვილი პირველი ქართველი სპორტსმენია, რომელსაც ერგო მეტად საპატიო მისია - ისტორიაში პირველად დამოუკიდებელი საქართველოს დროშით ხელში გამოსულიყო ოლიმპიური თამაშების გახსნის ცერემონიაზე.

დავით ხახალეიშვილი პირველი ქართველი ოლიმპიელია, რომლის გამარჯვების აღსანიშნავადაც ოლიმპიურ თამაშებზე აჟღერდა საქართველოს ჰიმნი და აღიმართა ქართული დროშა.

დავით ხახალეიშვილის სიცოცხლე საფრთხეშია და ჩვენი თანადგომა სჭირდება. ოპერაცია და შემდგომი მკურნალობა-რეაბილიტაცია 250 ათასი აშშ დოლარი ჯდება.

დარწმუნებულნი ვართ, რომ ჩვენი ერთობლივი ძალისხმევით, მოკლე დროში შეგროვდება დავით ხახალეიშვილის საოპერაციოდ საჭირო თანხა.

საბანკო ანგარიში:

თიბისი ბანკი. ანგარიშის# GE18TB7618245166300002.

მიმღები - დავით ხახალეიშვილი."

geonoc.org.ge

მკითხველის კომენტარები / 6 /
ისეთი მსოფლიო, რომელშიც ადამიანის სიცოცხლის გადასარჩენად ამხელა თანხას ითხოვენ,არ უნდა არსებობდეს! ამ თანხის უდიდესი ნაწილი, სრულიად დაუმსახურებლად, რამოდენიმე უღირსი "ადამიანის" კუთვნილ ყულაბაში ირიცხება. ასეთი გაუმაძღრების რაოდენობის უსაშველო ზრდის გამოა რომ კაცობრიობა დასასრულისკენ მიექანება. მისი ბოლო, სიდუხჭირე და ტანჯვაში ხანგრძლივად ყოფნის შემდგომი სიკვდილია.
დ.დ.
01:41 22-10-2020
1
ისეთი მსოფლიოს დედაც.........., რომელშიც ადამიანის სიცოცხლის გადასარჩენად ამხელა თანხას ითხოვენ. სინამდვილეში ამ თანხის ძალიან დიდი ნაწილი სრულიად უღირსი ადამიანების კუთვნილ ყულაბაში ირიცხება. ასეთი გაუმაძღარი ადამიანების რაოდენობის უსასრულო ზრდის გამო ისჯება კაცობრიობა. მისი ბოლო, სიდუხჭირეში და ტანჯვაში სიკვდილია.
დ.დ.
01:32 22-10-2020
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული