ხორვატიის ქალაქ პორეცში 23-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატზე ძიუდოში მეორე საშეჯიბრო დღეს ოქროს მედალს -81 კგ წონით კატეგორიაში ტატო გრიგალაშვილი დაეუფლა.
ფინალში გრიგალაშვილმა შვეიცარიელი ლუკას ვიტვერი დაამარცხა.
ტატომ პირველი წრე გამოტოვა, შემდეგ კი ფრანგ უგო მეტიფოს, აზერბაიჯანელ ზელიმ ტჩკაევს, იტალიელ ტიციანო ფალკონეს და უნგრელ რობერტ რაჩკაის სძლია.