ევროპის ჩემპიონატზე ღვინიაშვილმა, თუშიშვილმა და მატიაშვილმა ბრინჯაოს მედლები მოიპოვეს [VIDEO]

AutoSharing Option
ევროპის ჩემპიონატის დასკვნითი დღის საღამოს ბლოკში ოთხ ქართველ ძიუდოისტს მხოლოდ ბრინჯაოს მედლებისთვის მოუხდათ ბრძოლა.

90 კგ-მდე წონაში ბექა ღვინიაშვილი ესპანეთის სახელით გამოსულ ნიკოლოზ შერაზადიშვილს დაეჭიდა. ორთაბრძოლის ბოლოსკენ შერაზადიშვილმა ილეთი ბოლომდე ვერ მიიყვანა, რითაც ღვინიაშვილმა ისარგებლა და მეტოქე შებოჭა. ამ წონაში მეორე ბრინჯაო აზერბაიჯანელ მეჰდიევს ხვდა წილად. ჩემპიონი კი რუსი იგოლნიკოვი გახდა, ვინაც ფინალში სუფთად სერბ მაიდოვს მოუგო.

100 კგ-ში ვარლამ ლიპარტელიანის ვიზავი პორტუგალიელი ფონსეკა იყო. ჭიდაობა დამატებით დროში გადავიდა, ვარლამმა სამი გაფრთხილება მიიღო და წაგება
ჩაეთვალა. მეორე ბრინჯაო აზერბაიჯანელ კოცოიევს ხვდა წილად. ოქროს მედალი კი ებრაელმა  პალტჩიკმა მოიპოვა, ვინაც ფინალში რუსეთის სახელით გამოსულ არმან ადამიანს სძლია.

+100 კგ-ში გურამ თუშიშვილმა სულ რამდენიმე წამში ორი ვაზარი აუღო მასპინძელ კრპალეკს და ბრინჯაოს მედალი დაისაკუთრა. ამავე წონაში მეორე ბრინჯაოსათვის ლევან მატიაშვილმა ზედ ბოლო წამზე იპონით დასცა ავსტრიელი ჰეგი. რუსულ ფინალში კი ტამერლან ბაშაევმა ინალ ტასოევს მოუგო და ჩემპიონი გახდა.

ამრიგად ევროპის ჩემპიონატიდან საქართველოს ნაკრები ერთი ოქროს, ერთი ვერცხლისა და ოთხი ბრინჯაოს მედლით ბრუნდება.

მკითხველის კომენტარები / 14 /
დარწმუნებული ვარ მსოფლიოზე და ოლიმპიადაზე ბევრჯერ უკეთეს შედეგს დადებთ! ჩემთვის როგორც თქვენი გულშემატკივრისთვის ბრინჯაო არ არის კაი შედეგი. იმიტომ რომ ვიცი თქვენი შესაძლებლობები! სათითაოთ ყველა თქვენგანს შეუძლია ყველა ტურნირზე ოლიმპიადა იქნება თუ მსოფლიო ოქროს მოპოვება! უბრალოთ უფრო მეტათ უნდა დაიჯეროთ თქვენი თავის! წმინდა გიორგი იყოს ჩვენი ძიუდოისტების და სრულიათ საქართველოს მფარველი!
lelo
21:59 21-11-2020
2
ასეთი ფიზიკით ოლიმპიადაზე გაგვიჭირდება
Dima
22:31 21-11-2020
4
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული