ორი ქართველი ყატარის მასტერსის ფინალში! [VIDEO]

AutoSharing Option
ყატარის მასტერსის ბოლო დღეს, ფინალში ერთბაშად ორი ქართველი - ბექა ღვინიაშვილი და ვარლამ ლიპარტელიანი, იჭიდავებს.

ბექამ 90- კგ წონითი კატეგორიის თურქ მიხაელ ჟგანკს აჯობა. სწორედ თურქს შეხვდება ბექა ბექაური ბრინჯაოს მედლისთვის ბრძოლაში.

ვარლამ ლიპარტელიანმა 100- კგ წონითი კატეგორიის ნახევარფინალში ებრაელი პიტერ პალჩიკი დასცა ტატამზე.

altყატარის მასტერსის ბოლო დღე! 6 ქართველი ფალავანი ტატამზე


მკითხველის კომენტარები / 6 /
ქართულად მაგ სახელმწიფოს ოფიციალურად კატარი ჰქვია. ყატარი შეცდომაა.
ყატარსკი
13 იანვარი 2021 19:06
2
კატარი არა...
ყატარი
მამუკა
13 იანვარი 2021 18:51
1
კატარი წერია ვიკიპედიაში, მეც მასე ვიცი
ნოდარი
13 იანვარი 2021 18:57
1
Beqauri chqarobs..gamocdileba aklia..magis momrevi kaci ar iqneba momavalshi
Shalva
13 იანვარი 2021 16:39
0
ვუყურე ბრძოლებს...ბექამ და ლიპომ,მაგრად იჭიდავეს.ბექაურიც კარგი იყო,მაგრამ ასე მგონია, ფიზიკა დააკლდა.თუშიშვილიც, ავადმყოფობის შემდეგ,ვერ არის ვერც ფიზიკურ და ვერც საჭიდაო ფორმის პიკში.მისი სტილიც შეისწავლეს მეტოქეებმა და მის ჩახტომილ კისრულს,უკვე მომზადებულები ხვდებიან.რინერიც მზად არის ამისათვის,სიმაღლე საშუალებას აძლევს,არ გადაჰყვეს,ჯანი კი,იმის საშუალებას,რომ ჩამხტომი უკან გადმოიტრიალოს და ზურგზე დასცეს.ასე მოუგო ბაშაევს,რომელიც პირველად უკვე ტატამზე დაცემული,ქეჩოდან დაითრია,მაღლა წამოსწია და მერე თითქმის დაწოლილს,გრძელი მოგვერდი დაჰკრა.შედეგად ვაზარი,მერე კი ჩახტომილ კისრულზე,უკან გადმოახეთქა და შეხვედრა დაამთავრა.ასე გდების მცდელობის დროს დაიჭირა გელა ზაალიშვილიც და სანამ ის,ტატამამდე დააღწევდა,რინერს,უკვე ჩაკეტილი ჰქონდა მისი ყელი.ამჟამინდელი ჭიდაობით,თუშს,მასთან შანსი არ ექნება.რაღაც სიურპრიზებია საჭირო,თუმცა ჯერ რინერამდე უნდა მიაღწიო და ის სხვებიც უფრო კარგად გამოიყურებოდნენ,ვიდრე გურამი.მატიაშვილმა,პირველი სამი გაფრთხილებით,ადვილად მოიგო,მერე კი სუფთად დამარცხდა.
სოსო
13 იანვარი 2021 16:23
0
ძალიან საწყენია, რომ თუშიშვილმა დანდათან დათმო პოზიციები. ლიპარტელიანი სამაგალითოა ყველა სპორტსმენისათვის. ღვინიაშვილი- ჩემი ფალავანია!
zurab
13 იანვარი 2021 15:54
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული