ლაშა ბექაური ბრინჯაოს მედლის მფლობელია[VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
დღეს, ყატარის მასტერსის ბოლო, დასკვნით დღეს, ქართველმა ახალგაზრდა ლაშა ბექაურმა ბრინჯაოს მედლის მოპოვება შეძლო. 

ლაშასთვის დღე კარგად დაიწყო, პირველი ორი შეხვედრა ლი კოჩმანისა და ნემანია მაიდოვის წინააღმდეგ გამართა და ორივეში გამარჯვება მოიპოვა. 

ქართველმა ფალავანმა მარცხი მეოთხედფინალურ დაპირისპირებაში იწვნია, სადაც მიხაილ იგოლნიკთან დამარცხდა.

რეპეშაჟში ლაშამ ალტანბაგანა განტულგა დაამარცხა და მესამე ადგილისთვის ჭიდაობის უფლება მოიპოვა.

ბრინჯაოს მედლისთვის ბექაური თურქეთის სახელით მოასპარეზე ჟგანკს დაუპირისპირდა. ქართველმა  გამარჯვება მეტოქის 3 გაფრთხილებით მოიპოვა. 


მკითხველის კომენტარები / 3 /
ლაშა ძვირფასი ალმასია, რომლისგანაც დიდი ბრილიანტი უნდა გაითალოს. მისი ჭიდაობის სტილი ბოდაველისა და გურამ გოგოლაურის სტილს მაგონებს, ასეთივე უშიში იყო ცხონებული რამაზ ხარშილაძეც. მაგრამ მათ ჰქონდათ ულევი ენერგია და თითქმის არ იღლებოდნენ. ასეთივე სუნთქვა უნდა გამოიმუშაოს ლაშამაც. მაქვს ასეთი შენიშვნა: ჭიდაობს გამართული გადავლებებით, მაიდან კი ადვილია ბრუნზე გდება და უკან ჩაჩეხვა. ძველმა გულშემატკივრებმა გაიხსენეთ ცხონებული ჩოჩიშვილი, მხრის სიმაღლეზე ხელის აწევა და ბრუნვზე გაფრენა ერთი იყო. ლაშა სწორედ ამოსმულზე და ბრუნზე უნდა დაამხეცოთ. მე ის დღესაც ბექაზე მეტად მეიმედება.
ჟორა გაბრიჭიძე
23:45 13-01-2021
0
იგოლნიკოვმა ვერაფერი ვერ აიღო! ჩვენებმა კიდევ ვერცხლი და ბრინჯაო მოინადირეს!
მწრთვნელი
23:23 13-01-2021
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული