4 ქართველი მეოთხედფინალში! ორი ნახევარფინალში! ფალავნები შესანიშნავად ასპარეზობენ

AutoSharing Option
თელ-ავივის ბოლო, მე-3 დღეს ქართველი ძიუდოისტები შესანიშნავად ასპარეზობენ. 

ილია სულამანიძემ სერბი ბოიან დოსენზი მე-3 წრეში იპონით დაამარცხა და მეოთხედფინალში გავიდა. 

ონისე სანებლიძემ აზერბაიჯანელი ელმარ გასიმოვი გაფრთხილებით დაამარცხა, რითაც მეოთხედფინალის საგზური მოიპოვა. 

მაქს სტიუარტის დამარცხებით ბექა ღვინიაშვილმა მეოთხედფინალში მონაწილეობის უფლება მოიპოვა. ბექამ ლამაზი იპონს შემდეგ ბრიტანელი მეტოქე შებოჭა. 

53 წამში ლაშა ბექაურმა გერმანელი ტიმ შმიდტი იპონზე დააგდო და მეოთხედფინალშია. 

გურამ თუშიშვილი და გელა ზაალიშვილი ნახევარფინალში იმყოფებიან. გურამმა შეხვედრა იპონით მოიგო, რაც შეეხება გელას დამატებით დროში მეტოქის წაქცევით 1 ქულა მოიპოვა და საუკეთესო
4 ძიუდოისტში გავიდა. 


მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული