"ვინც საქართველოში პირველად მიდის, ორი რამ უნდა გაითვალისწინოს..." - ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციის საიტი

AutoSharing Option
ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციის საიტი ijf.org თბილისში გასამართ მსოფლიო ძიუდოს ტურზე წერს, რომელიც ჩვენს დედაქალაქში 26 მარტს დაიწყება და 28 მარტამდე გაგრძელდება.

"საბედნიეროდ, მიუხედავად პანდემიისა, თბილისის მსოფლიო ძიუდოს ტური მაინც ჩატარდება... საქართველო და ძიუდო ერთმანეთის გარეშე სულ სხვანაირები იქნებოდნენ.

ვინც საქართველოში პირველად მიდის, ორი რამ უნდა გაითვალისწინოს... ლანჩზე უარი არ უნდა თქვას და ქართველი ძიუდოისტის შესაძლებლობები არასწორად არ უნდა შეაფასოს.

ეს მეომრების ქვეყანაა, რომელთა იდენტობა ომების ქარცეცხლში ჩამოყალიბდა და ეს იდენტობა ახლა ძიუდოში გამოიხატება.

ქართველთა გუნდი კომპაქტური, მასიური და სერიოზულია. ის
შედგება გამოცდილი და ახალგაზრდა ძიუდოისტებისგან, რომლებიც მუდმივად მედლებისთვის იბრძვიან, რათა თავიანთი ქვეყანა გაახარონ.

ბოლო დრომდე ისინი წარუმატებლად ასპარეზობდნენ ქალთა ძიუდოში, თუმცა ეს ვითარებაც ნელ-ნელა უმჯობესდება, რასაც ეთერ ლიპარტელიანის ბოლო წარმატებაც გვიჩვენებს.

თბილისში მოგებას სხვა ელფერი აქვს. ამიტომ ჩამოდის აქ ამდენი ძიუდოსტი... მაგალითად, კუბელი მსოფლიო და ოლიმპიური ჩემპიონი იდალის ორტიზი.

გარდა ამისა, ძიუდოისტები, როგორებიც არიან ორტიზი ან ფრანგი ოლიმპიური ჩემპიონი მადელინ მალონგა, რომლებმაც უკვე მოიპოვეს ტოკიოს ოლიმპიადის ლიცენზიები, მაინც ჩამოდიან თბილისში, რადგან ეს უძლიერესი ტურნირია და მათ აქ საკუთარი ძალების გამოცდა სურთ.

თბილისში ასევე ჩამოვა მონღოლეთის ნაკრები, რომელთაც ორი კვირის წინ ტაშკენტში ბრწყინვალედ იასპარეზეს და იმედოვნებენ, რომ წარმატებების სერიას გააგრძელებენ.

ასევე იქნებიან ისეთებიც, რომელთაც რეიტინგში წინსვლა უნდათ, რათა ოლიმპიადაზე სასურველი განთესვა მიიღონ.

დაბოლოს, თბილისში გაირკვევა, კონკრეტულ წონით კატეგორიებში კონკრეტულ ნაკრებში რომელი ძიუდოისტი იასპარეზებს მომავალ ოლიმპიადაზე.

მაგალითად, თბილისში ესპანეთის ნაკრებიდან 48 კილოგრამ წონით კატეგორიაში ორი ძიუდოისტი იასპარეზებს, ჯულია ფიგუერორა და ლაურა მარტინეზ აბელენდა. ოლიმპიადაზე ნაკრებში ადგილს თბილისის ტურნირის გამარჯვებული მიიღებს.

საქართველოში, ამ ყველაფრის გარდა, უგემრიელესი საკვები და თბილი და კეთილი ხალხია და ამ ტურნირის გამოტოვება არაფრით არ შეიძლება", - წერს საიტი.

altთბილისის გრან სლემს გულშემატკივარი უბრუნდება! [VIDEO]

მკითხველის კომენტარები / 3 /
ნეტა, ჩვენც ქართველები, ერთმანეთს ასეთი პატივისცემით და კეთილგანწყობით მოვიხსენიებდეთ... ნუთუ ასე ძნელია...
გიორგი 50
14:17 24-03-2021
0
სასიამოვნოდ გაკვირვებული დავრჩი,როცა წავიკითხე.
ჰაიაბუსა
15:59 22-03-2021
0

სიახლეები პოპულარული