დღეს, 27 მარტს თბილისის გრან სლემის მე-2 დღეს ოქროს მედლისთვის არცერთი ქართველი ძიუდოისტი არ იჭიდავებს.
ჩვენ და სამწუხაროდ ნაკრების ერთერთი მთავარი ვარსკვლავი ტატო გრიგალაშვილი ნახევარფინალში სამი ჩუჩისთან დამარცხდა და ფინალურ ბლოკში მე-3 ადგილისთვის იჭიდავებს.
ბრინჯაოსთვის იასპარეზებს ლაშა შავდათუაშვილი, რომელმაც რეპეშაჟში უზბეკ მუროდიონ ილდოშევს დამატებით დროში სძლია.
ასევე მე-3 ადგილისთვის ალეკო მამიაშვილი იჭიდავებს. მისი მეტოქე დენის იარცევი იქნება.
შეგახსენებთ, გუშინ, 26 მარტს თბილისის გრან სლემის პირველ დღეს ქართველებმა 3 მედალი (ოქრო - ნოზაძე, ვერცხლი - მარგველაშვილი, ლიპარტელიანი) მოიპოვეს.
ფინალური ბლოკი 17:00
საათზე დაიწყება