3 ქართველი ბრინჯაოსთვის.. გრან სლემის მე-2 დღე ნაკლებად წარმატებული გამოდგა

AutoSharing Option
დღეს, 27 მარტს თბილისის გრან სლემის მე-2 დღეს ოქროს მედლისთვის არცერთი ქართველი ძიუდოისტი არ იჭიდავებს.

ჩვენ და სამწუხაროდ ნაკრების ერთერთი მთავარი ვარსკვლავი ტატო გრიგალაშვილი ნახევარფინალში სამი ჩუჩისთან დამარცხდა და ფინალურ ბლოკში მე-3 ადგილისთვის იჭიდავებს.

ბრინჯაოსთვის იასპარეზებს ლაშა შავდათუაშვილი, რომელმაც რეპეშაჟში უზბეკ მუროდიონ ილდოშევს დამატებით დროში სძლია.

ასევე მე-3 ადგილისთვის ალეკო მამიაშვილი იჭიდავებს. მისი მეტოქე დენის იარცევი იქნება.

შეგახსენებთ, გუშინ, 26 მარტს თბილისის გრან სლემის პირველ დღეს ქართველებმა 3 მედალი (ოქრო - ნოზაძე, ვერცხლი - მარგველაშვილი, ლიპარტელიანი) მოიპოვეს.

ფინალური ბლოკი 17:00
საათზე დაიწყება


მკითხველის კომენტარები / 2 /
ტატო ვერ იყო ტატო
givi
17:39 27-03-2021
0
დღეს უსახური გამოსვლაჰქონდათ ჩვენებს. ერთი ნორმალური ილეთი არ ჩაუტარებია არც ერთს. ჯუჯგურ ჯუჯგურით ზოგჯერ საეჭვო გამარჯვებებსაც აღწევდნენ. არ ვიცი ეს ჩემი სუბიექტური აზრია.
ჯ.ჩ.
15:57 27-03-2021
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული