თბილისის სპორტის სასახლეში მიმდინარე ძიუდოს გრანდ სლემზე ფინალში ორი ქართველი იჭიდავებს - ილია სულამანიძე (-100) და გელა ზაალიშვილი (+100).
ილიამ პირველი წრე გამოტოვა, მეორეში კი ესტონელი ოტო იმალა დაამარცხა. შემდეგ კი მსოფლიოს 2019 წლის ჩემპიონი ჟორჟე ფონსეკა დადო ბეჭებზე. 1/4-ფინალში სულამანიძის მეტოქე რუსი ნიაზ ბილალოვი იყო და ახალგაზრდა ქართველმაც ისიც წინა მოწინააღმდეგეების გზას გაუყენა. 1/2-ფინალში ილიამ 1/4-ფინალში ონისე სანებლიძის მძლეველი ბელგიელი ტომა ნიკიფოროვი დაამარცხა და ფინალში გავიდა, სადაც კანადელ შეიდი ელნაას შეხვდება.
+100 კგ წონით კატეგორიის ფინალში გელა ზაალშვილი იჭიდავებს.
გელამ ილიას მსგავსად პირველი წრე გამოტოვა, მეორეში კი ბელარუს ალიაკსანდ ვახავიაკს მოუგო. 1/4-ფინალში პოლონელ მაციეი სარნაცკის სძლია, ნახევარფინალში ჯემალ ერდოღანი დააიპონა და ფინალში ბრაზილიელ რაფელ სილვას დაუპირისპირდება.