თუშიშვილი ევროპის ჩემპიონატის 1/2-ფინალში დამარცხდა - ქართველები მედლებისთვის იბრძვიან [VIDEO]

AutoSharing Option
პორტუგალიის დედაქალაქ ლისაბონში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე, ბოლო სათამაშო დღე ქართველებმა მშვენივრად დაიწყეს.

-90 კგ წონით კატეგორიაში ბექა ღვინიაშვილმა იოლად  და მალევე სძლია ესტონელ კალიულაიდს   და მომდევნო წრეში რუმინელ ალექს კრეტს შეხვდება.

ლაშა ბექაურმა კი საკმაოდ ძლიერი ფრანგ, ალექსის მატიოს წუთსა და 11 წამში მოუგო. შემდეგ ებრაელი ლი კოჩმანი დასცა ბეჭებზე და 1/4-ფინალში სერბ ნემანია მაიდოვს შეხვდება.


-100 კილოგრამში  საქართველოს ნაკრების კაპიტანმა, ვარლამ ლიპარტელიანმა ორი შეხვედრა პრაგმატულად მოიგო - ჯერ თურქ მერტ სისმანლარს, შემდეგ კი პოლონელ
კასპერ შჩუროვსკის.


19 წლის  ილია სულამანიძემ კი კიდევ ერთხელ გაიბრწყინა - თვით ნიდერლანდლ მსოფლიო პრიზიორ, მიხაელ კორელს სძლია! შემდეგ ხორვატი ზლატკო კუმრიჩი დაამარცხა და 1/4-ფინალში აზერბაიჯანელ ზელიმ კოცოევს შეხვდება.


გამარჯვებით დავიწყეთ მძიმე წონასიც, გურამ თუშიშვილმა თურქ ჯემალ ერდოღანს (ჯაბა მუმლაძე) სძლია, მას გამოცდილი ებრაელი  ორ სასონის დაიპონებაც დაამატა და ნახევარფინალში გავიდა. თუმცა, რუს ინალ ტასოევთან დამარცხა და ბრინჯაოს მედლისათვის იჭიდავებს.

ლევან მატიაშვილმა კი გამოცდილ უკრაინელ გორდიენკოს იპონით კი სძია, მაგრამ ჩეხ ლუკაშ კრპალეკთან დამარცხდა, თუმცა რეპეშაჟში განაგძო ბრძოლა. სამწუხაროდ იქაც წააგო, ნიდერლანდელ როი მეიერთან.
მკითხველის კომენტარები / 3 /
თუშიშვილს ემართება ასეთი ჩავარდნები, მაგრამ ცოტა დიდხანს გაუგრძელდა.
: )))))))
16:34 18-04-2021
0
თუშას დრო წასულია ზაალა უნდა წავიდეს ოლიმპიადაზე
dasu
16:12 18-04-2021
1

სიახლეები პოპულარული