"დააკვირდით მის რეაქციას" - IJF ლაშა შავდათუაშვილზე წერს

AutoSharing Option
ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციამ (IJF) ოლიმპიურ, მსოფლიო და ევროპის ჩემპიონ ლაშა შავდათუაშვილზე საინტერესო ჩანახატი გამოაქვეყნა.

sportall.ge აღნიშნული ტექსტის თარგმანს გთავაზობთ.

"დავაკვირდეთ ლაშა შავდათუაშვილის რეაქციას: იცით, რომ ამ წუთიდან თქვენ საქართველოს ისტორიაში საუკეთესო ძიუდოისტი ხართ?! ლაშა ტატამისკენ იყურება, თავს იკავებს, რადგან გულში დიდი ემოცია აქვს, რომლის გამოხატვაც სურს. მხოლოდ ამის შემდეგ თავს მაღლა სწევს და მსოფლიოში ყველაზე მოკრძალებულ ღიმილს გვაჩვენებს.  ის არაფერს ამბობს, არ შეუძლია, რადგან სიტყვებს ვერ პოულობს. ეს ნორმალურია, ადვილი არ არის საკუთარ თავზე ლაპარაკი დიდი მიღწევიდან რამდენიმე წუთის შემდეგ.

Sportall.Ge
ლაშას მიმართ მიძღვნილი პატარა ჩანახატი " width="350" height="255" style="border: 0px none;" />

ლაშა შავდათუაშვილი (საქართველო) - ტომი მასიასი (შვედეთი)

მას ოქროს მედალი ენატრებოდა, ამ დღეს კი დიდი ხნის განმავლობაში ელოდა; უფრო ზუსტად რომ ვთქვათ, ელოდა იმ დღეს, როდესაც შეძლებდა მსოფლიოს ჩემპიონატის კვარცხლბეკზე უმაღლესი ადგილი დაეკავებინა და საქართველოს ჰიმნი აეჟღერებინა.

2012 წლის ლონდონის ოლიმპიურ თამაშებზე ლაშა 20 წლის იყო. რამდენად შეგვიძლია, ამ ასაკში პოტენციალი და ნიჭი სრულად შევაფასოთ?!  ძიუდოს სამყარომ მაშინ იცოდა, რომ ქართველის კარიერა უფრო მეტი იქნებოდა, ვიდრე ერთი კონკრეტული აფეთქება, რამაც დიდი გამარჯვება გამოიწვია.

მსოფლიოში უამრავი ძიუდოისტია, თუმცა ერთეულების ჩამოთვლა თუ შეიძლება, რომლებმაც 3 დიდი ტურნირის (ოლიმპიადა, ევროპა და მსოფლიო) მოგება მოახერხეს. მაგალითად, საქართველოს წარმომადგენლებიდან ეს მხოლოდ შავდათუაშვილმა მოახერხა.

2013 წელს ლაშა ევროპის ჩემპიონი გახდა. ის იმ დროის უკვე  -73 კილოგრამამდე კატეგორიაში მონაწილეობდა. ამის შემდეგ ურთულესი პერიოდი დადგა, სულ უფრო ძლიერ და ტიტულს მოწყურებულ მეტოქეებთან უწევდა ბრძოლა. ახალგაზრდა ნომერ პირველი იყო და სპორტის სამყაროში არაფერია იმაზე გემრიელი, ვიდრე საუკეთესოს დამარცხება.

ლაშა სახიფათო მეტოქედ  დარჩა. ცუდი და კარგი პერიოდების მონაცვლეობის მიუხედავად, რეიტინგის სათავეში ადგილი შეინარჩუნა. იგი შეეჩვია ყველა ფერის მედლის მოგებას. წლები გადიოდა, თუმცა ის სიმაღლეებს ვეღარ იპყრობდა, საჭირო ერთი დიდი აფეთქება იყო და ეს მოხდა, თანაც სად? რა ტურნირზე?!

ახალ თაობაში ძიუდოს იაპონელი საოცრება, ონო შოჰეი და აზერბაიჯანელი რუსტამ ორუჯოვი გამოირჩევიან. ლაშა ისევ იქ იყო, ფეხზე წამოდგა და გაძლიერდა. 2016 წელს რიოს თამაშებზე ონომ ოქრო მოიგო, ორუჟოვმა - ვერცხლი და ქართველმა - ბრინჯაო. ის მსოფლიოს სამეულში თავისი ნიჭისა და ქართველების დაუოკებელი ბუნების წყალობით მაინც მოხვდა. სადაც საქმე ბოლომდე ბრძოლას ეხება, ქართველები აქ გამორჩეულნი არიან.

"მთავარია, ჩემმა კარიერამ ახალგაზრდებს შთააგონოს", - აღიარებს ის.

"მე ვარჯიშსა და ძიუდოზე ფიქრს არასდროს შევწყვეტ. რა თქმა უნდა, 24 საათის განმავლობაში წინსვლას ვეცდები. თუ მომავალმა თაობამ იმავეს გამეორება მოახერხა, ჩვენს ქვეყანაში ძიუდოს დიდი მომავალი ექნება".

როდესაც ცოცხალი ლეგენდა სხვაზე ფიქრობს და არა საკუთარ თავზე, ეს ნიშნავს, რომ მასში ღირებულება და განათლება გაერთიანებულია.

შავდათუაშვილი უნგრეთში ბრინჯაოს ასაღებად არ ჩამოსულა. საქართველო განსაკუთრებულია და მათ ძიუდოისტებს ოქროს მედლის მოპოვება უყვართ.

Sportall.Ge

ლაშას მწვრთნელის ადგილზე საქართველოს ძიუდოს ფედერაციის პრეზიდენტი გიორგი ათაბეგაშვილი გამოჰყვა, რომელმაც გამარჯვების შემდეგ ემოციებისგან თავი ძლივს შეიკავა. ალბათ, იმ მომენტში მას ყველაზე მეტად არ სურდა პრეზიდენტობა, რადგან ფედერაციის უმაღლესი ხელისუფალი ვალდებულია დაიცვას სიმშვიდე, ნებისმიერ სიტუაციაში, გიორგი კი ეიფორიაში იყო. ამის შემდეგ კიდევ უფრო მარტივად გამოჩნდა, თუ რაოდენ მნიშვნელოვანი და სასიხარულო იყო საქართველოსთვის ეს დიდი გამარჯვება.

"ძალიან ბედნიერი ვარ, რომ ჩემი მოღვაწეობის პერიოდში ქართველებმა მსოფლიო ჩემპიონატზე 3 დიდებული მედალი მოიპოვეს:

2018 - გურამ თუშიშვილი

2019 - ლუხუმ ჩხვიმიანი

2021 - ლაშა შავდათუაშვილი

ახლა იმას ვიმკით, რაც დავთესეთ" - განაცხადა გიორგიმ.

შენ შეგიძლია კერპი და  გმირი არა მარტო საკუთარ ქვეყანასა და ქალაქში გახდე, არამედ მთელ მსოფლიოში, რატომაც არა? ეს ისტორიაა, აქ ყველაფერი რჩება და მომავალ თაობას გადაეცემა, სხვა დანარჩენი კი მალევე ჩაივლის და დავიწყებას მიეცემა.

ლაშა შავდათუაშვილი არის წარსული, აწმყო და მომავალი."

altლაშა შავდათუაშვილი: მიყვარს ძიუდო, მიყვარს კვარცხლბეკზე დგომა

altშავდათუაშვილი მსოფლიოს ჩემპიონი გახდა და უნიკალური შედეგი დააფიქსირა [VIDEO]






მკითხველის კომენტარები / 4 /
ვაღიაროთ,რომ ძიუდოში ბადალი არ გვყავს,ეს ჩვენი სპორტია.60-ში აბულაძე გახდა ჩემპიონი,90-ში შერაზადაშვილი,73-ში ლაშა,81-ში ფინალი წააგო გრიგალამ.100-ში ორი კაცი იბრძვის ბრინჯაოსთვის.როდესაც მსოფლიო ჩემპიონატზე 7 წონიდან სამში ქართელი ხდება ჩემპიონი და ოთხ ფინალს ჭიდაობს ქართველი,მგონი ყველაფერი ნათქვამია.რა იაპონია,ეს ჩვენი სპორტია.გენში გვაქვს აშკარად.გაიხარეთ ბიჭებო.გაიხარე ლეგენდა ლაშა.
Master
11 ივნისი 2021 18:09
6
საქართველოს სახელით ვინც არ ასპარეზობს, ის არ არის ქართველი. მისი ფესვები და წარმომავლობა გასაგებია, მაგრამ ეგ საქართველოს წარმატება აღარ არის. შავდათუაშვილი - აი ვინ არის აწ უკვე ლეგენდარული ქართველი!
: )))))))
11 ივნისი 2021 21:10
21
აბა ვის ყავდა მაგარი ძიუდოისტები ? პოლონეთს?
sddd
11 ივნისი 2021 17:54
2
Ес шедегиа картули чидаобидан гамомдинаре.чвени цинапребис миер дахвецили "херхебис".
Херхи сджобиа гонеса,
Ту каци моигонебса!
Нико
12 ივნისი 2021 11:29
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული