შავდათუაშვილისა და სულამანიძის სერიოზული პროგრესი - განახლებული რეიტინგი

AutoSharing Option
ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციამ (ijf) მსოფლიო ჩემპიონატის შემდეგ განახლებული რეიტინგები გამოაქვეყნა, სადაც ლაშა შავდათუაშვილსა და ილია სულამანიძეს სერიოზული პროგრესი აქვთ.

ოლიმპიური, მსოფლიო და ევროპის ჩემპიონი ლაშა შავდათუაშვილი (-73) პირველობის მოპოვების შემდეგ 9 საფეხურით დაწინაურდა და ახლა მესამე ადგილს იკავებს.

რაც შეეხება ილია სულამანიძეს (-100) - სადებიუტო მსოფლიო ჩემპიონატის ბრინჯაოს მედლის მოპოვების შემდეგ ის 11 პოზიციით დაწინაურდა და საუკეთესო ოცეულს ასრულებს. ამავე წონაში ლიდერად დარჩა ბოლო პირველობის ბრინჯაოსმედალოსანი ვარლამ ლიპარტელიანი.

81 კილოგრამამდე კატგორიაში მეოთხედან მესამე ადგილამდე დაწინაურდა მსოფლიოს უკანასკნელი ჩემპიონატის ფინალისტი ტატო
გრიგალაშვილი, ლუკა მაისურაძე კი მეჩვიდმეტეა.

-90 კგ-ში თითო ადგილით დაქვეითდნენ ლაშა ბექაური (მესამედან მეოთხეზე) და ბექა ღვინიაშვილი (მეშვიდედან მერვემდე). ასეთივე რეგრესი აქვთ მძიმეწონოსნებს -  გურამ თუთიშვილსა (მეხუთედან მეექვსე) და გელა ზაალიშვილს (მეცხრედან მეათეზე).

ახლახან დასრულებულ მსოფლიო ჩემპიონატზე 60 კილოგრამამდე წონით გატეგორიაში მონაწილე არ გვყავდა, განახლებულ რეიტინგში კი ლუხუმ ჩხვიმიანმა მეათე ადგილზე გადაინაცვლა. -66 კილოგრამში ვაჟა მარგველაშვილი ერთი ადგილით დაქვეითდა და მეოთხეა ადგილზეა.

altლაშა შავდათუაშვილი: მიყვარს ძიუდო, მიყვარს კვარცხლბეკზე დგომა

altშავდათუაშვილი მსოფლიოს ჩემპიონი გახდა და უნიკალური შედეგი დააფიქსირა [VIDEO]

altსულამანიძემ და ლიპარტელიანმა მსოფლიოს ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედლები მოიპოვეს [VIDEO]












მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული