ქართველმა სპორტსმენმა პირველ ეტაპზე ანგოლელ დიასონემა მუკუნგუის მარტივად, იპონით სძლია, მერვედფინალში კი გერმანელ ტერეზა შატილს აჯობა - შეხვედრის დასრულებამდე 11 წამი რჩებოდა, როცა მშვენიერი გდება გაუკეთა.
ლიპარტელიანი მეოთხედფინალში ფრანგ ლეონი სარა სისიკესთან დასანანად დამარცხდა. ქართველი სპორტსმენი ვაზარით იგებდა და აქტიურიც იყო, საბოლოოდ კი დამატებით დროში მეტოქემ მაინც აჯობა.
ეთერმა რეპეშაჟში პოლონელი იულია კოვალჩიკი დაამარცხა. მასთან შეხვედრა ძალიან დრამატული გამოდგა და დამატებით დროში გადავიდა.
რაც შეეხება ლაშა შავდათუაშვილს (-73), ის ფინალში იაპონელ შოჰეი ონოს წინააღმდეგ იასპარეზებს.