შავდათუაშვილი ფინალში დამარცხდა, მაგრამ უნიკალური მოვლენის ავტორია!

AutoSharing Option
ტოკიოს 2020 წლის ოლიმპიადაზე დღეს, 26 ივლისს, -73 კილოგრამ წონით კატეგორიაში ლაშა შავდათუაშვილი ოლიმპიადის ფინალში დამარცხდა - ქართველი სპორტსმენი გადამწყვეტ შეხვედრაში  მოქმედ ჩემპიონ, იაპონელ შოჰეი ონოს დაუპირისპირდა და ვერცხლის მედალი მოიპოვა.

შეხვედრა ძალიან დაძაბული და ემოციებით სავსე გამოდგა. არბიტრს, დამატებით დროში, იაპონელი ძიუდოისტისთვის მესამე გაფრთხილების მიცემაც შეეძლო, რაც ლაშას გამარჯვებას ნიშნავდა. შემდეგ კი ონომ მომგებიანი ილეთის გაკეთება შეძლო.

შავდათუაშვილი პირველ წრეში ისვენებდა, მეორეში კი ფრანგ გილიომ ჩაინესთან საკმაოდ დამაჯერებლად და ლამაზ სტილში იმარჯვა - ვაზარი მოიპოვა.

მერვედფინალში ქართველი სპორტსმენი ჯიბუტის
წარმომადგენელ ადამ ალექსანდრ ჰუსეინს უპირისპირდებოდა და ისიც ვაზარით დაამარცხა, მეოთხედფინალში კი კანადელ არტურ მარგელიდონს დამატებით დროში, იპონით აჯობა.

ნახევარფინალში ლაშამ 2018 წლის მსოფლიო ჩემპიონი, სამხრეთკორეელი ჩანგრიმ ანი გაფრთხილებებით დაამარცხა და ფინალში გავიდა.

შავდათუაშვილმა მესამე ოლიმპიური მედალი მოიპოვა, რაც დამოუკიდებელი ქართული სპორტის ისტორიაში უნიკალური მოვლენაა. მოგეხსენებათ, შავდათუაშვილი გასული ოლიმპიადის  ბრინჯაოს პრიზიორია, 2012 წელს კი ოქროს მედალი მოიპოვა. ისიც კარგად იცით, რომ  ქართველი სპორტსმენი მსოფლიო ჩემპიონია.

 

altეთერ ლიპარტელიანი ბრინჯაოსთვის იაპონელთან იჭიდავებს [VIDEO]







მკითხველის კომენტარები / 38 /
დიახ, სწორედ ამ მიღწევის გამოა შავდათუაშვილი სხვა ქართველ სპორტსმენებზე წინ. ქართველი სპორტსმენები, როგორც წესი, ოლიმპიური ჩემპიონობის შემდეგ სუქდებიან და ჯიპდებიან :) ლაშა კი უკვე მესამედ, უბრალოდ კი არ მონაწილეობს, ჩემპიონობის რეალური პრედენდენტია. მომავალ ოლიმპიადაზე მონაწილეობა ურთულესი იქნება, მაგრამ იმედია მსოფლიო/ევროპებზე კიდევ გვასახელებს.
შეტევა
26 ივლისი 2021 16:03
0
ეს ბიჭი სასწაულია. გილოცავთ. გილოცააავთ. საამაყო სამაგალითო. გენაცვალე.
ბოკინიო
26 ივლისი 2021 14:09
4
ლაშამ დაამტკიცა,რომ ჩემპიონობის ღირსი იყო,მაგრამ მსაჯებმა დაამტკიცეს,რომ იმარჯვებს ის,ვისაც ისინი მოინდომებენ.ონო მესამედ გაფრთხილებას იმსახურებდა.ლაშა გამუდმებით აქტიურობდა და ონო რომ ყოფილიყო მის ნაცვლად,ჩვენსას აუცილებლად მოხსნიდნენ.ასევე იყო ნახევარფინალშიც.იქაც არ აღირსეს გაფრთხილება მეტოქეს და ორივეჯერ არაქათი გააცალეს ლაშას.თუ პირველ შემთხვევაში ბოლომდე ვეღარ დახუჭეს თვალები,აქ ონომაც გამოიღო ბოლოსკენ ხელი და საბედისწერო გდება შეუსრულა ლაშას.ბრავო ლაშა!შენ ჩვენთვის ჩემპიონი ხარ!სერვიზივით ყველა სინჯის მედლის მფლობელი და ამ თამაშების რეალური გამარჯვებული.დღეიდან უკვე მოქმედი ლეგენდა.ისიც ვიცი,რომ სამ წელიწადში ლაშა ისევ გამარჯვებისათვის იბრძოლებს და დღევანდელზე უფრო მაგარიც იქნება.დღევანდელი გამოსვლა ხომ უმაღლესი ოსტატობის და ინტელექტის ნაერთი იყო.რაც დრო გადის,ლაშა სულ უფრო ძლიერი ხდება და სამი წლის შემდეგ,ის ისევ მწვერვალზე იქნება.
სოსო
26 ივლისი 2021 15:25
6
უდიდესი სპორტსმენი თავისუფალი საქართველოს ისტორიაში. მისაბაძი მომავალი თაობებისთვის. მეამაყები ლაშა. ღირსეული ქართველი ხარ. შენი ეს ვერცხლი უძვირფასესია ჩემთვის, როგორც რიგითი გულშემატკივრისთვის.
მინდა რომ ხშირად გიხილო მომავალშიც კვარცხლბეკზე. წარმატებები, წატმატებები და კიდევ წარმატებები!
გიორგი
26 ივლისი 2021 15:13
0
ლაშას იმედი სულ მქონდა.ზოგიერთებმა ადრე ჩამოწერეს მაგრამ. სამწუხაროდ ჩემი მოლოდინი გამართლდა...ვერცხლია და არა ოქრო.მესამე შიდო იყო...მაგრამ იაპონიაა-იაპონელი.
მსაჯებოოო...
გივი-გია
26 ივლისი 2021 15:32
4
ქართველმა ძიუდოისტმა,ამჯერად იაპონელ კლდეკაცთან,ათწუთიანი თავდადებული ბრძოლის შემდეგ დათმო ტოკიოს ოლიმპიადის ფინალური შეხვედრა. გმირია ლაშა შავდათუაშვილი! მისი გმირობა ხომ თვით გამარჯვებულმა შოჰეი ონომაც აღნიშნა.
....
26 ივლისი 2021 14:55
1
შოჰეი ონო მსოფლიოში დაუმარცხებელია! მართალია ლაშასთან ფინალურ შეხვედრაში ორი გაფრთხილება მიიღო.ჩვენი სურვილი იყო მესამეც რომ მიეღო,ჩვენი ძიუდოისტს ნახევარფინალის მსგავსად გაემარჯვა, ოლიმპიური ჩემპონი გამხდარიყო. ასეთი რამ მხოლოდ ზღაპრებში ხდება! ვინ და როგორ გაბედავდა, წააგებინებდა იაპონელს მესამე გაფრთხილებით იაპონურ სპორტის სახეობაში,დაუმარცხებელ ძიუდოისტს,სამშობლოში გამართულ ოლიმპიურ ტურნირზე???
....
26 ივლისი 2021 16:40
1
მაგარი კაცი ხარ მოწინააღმდეგემაც შეგაქო
ჯიგარსონ!
:)
26 ივლისი 2021 16:03
0
იმენნა კინო იყო, მაგარი კაცი და მაგარი ქართველი, კიდევ მოიგებს ისეთი ბიჭია
jjj
26 ივლისი 2021 14:59
1
ეჭიდავა იაპონელ კუნძს, რომელიც იდგა. მთელი შეხვედრა აქტიური იყო კაცი , ის იდგა და ორჯერ გაჭირვებით გააფრთხილა. კუნძი გახდა ოლიმპიური ჩემპიონი, ფაქტია
: )))))))
26 ივლისი 2021 14:45
2

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული