შავდათუაშვილი ფინალში დამარცხდა, მაგრამ უნიკალური მოვლენის ავტორია!

AutoSharing Option
ტოკიოს 2020 წლის ოლიმპიადაზე დღეს, 26 ივლისს, -73 კილოგრამ წონით კატეგორიაში ლაშა შავდათუაშვილი ოლიმპიადის ფინალში დამარცხდა - ქართველი სპორტსმენი გადამწყვეტ შეხვედრაში  მოქმედ ჩემპიონ, იაპონელ შოჰეი ონოს დაუპირისპირდა და ვერცხლის მედალი მოიპოვა.

შეხვედრა ძალიან დაძაბული და ემოციებით სავსე გამოდგა. არბიტრს, დამატებით დროში, იაპონელი ძიუდოისტისთვის მესამე გაფრთხილების მიცემაც შეეძლო, რაც ლაშას გამარჯვებას ნიშნავდა. შემდეგ კი ონომ მომგებიანი ილეთის გაკეთება შეძლო.

შავდათუაშვილი პირველ წრეში ისვენებდა, მეორეში კი ფრანგ გილიომ ჩაინესთან საკმაოდ დამაჯერებლად და ლამაზ სტილში იმარჯვა - ვაზარი მოიპოვა.

მერვედფინალში ქართველი სპორტსმენი ჯიბუტის
წარმომადგენელ ადამ ალექსანდრ ჰუსეინს უპირისპირდებოდა და ისიც ვაზარით დაამარცხა, მეოთხედფინალში კი კანადელ არტურ მარგელიდონს დამატებით დროში, იპონით აჯობა.

ნახევარფინალში ლაშამ 2018 წლის მსოფლიო ჩემპიონი, სამხრეთკორეელი ჩანგრიმ ანი გაფრთხილებებით დაამარცხა და ფინალში გავიდა.

შავდათუაშვილმა მესამე ოლიმპიური მედალი მოიპოვა, რაც დამოუკიდებელი ქართული სპორტის ისტორიაში უნიკალური მოვლენაა. მოგეხსენებათ, შავდათუაშვილი გასული ოლიმპიადის  ბრინჯაოს პრიზიორია, 2012 წელს კი ოქროს მედალი მოიპოვა. ისიც კარგად იცით, რომ  ქართველი სპორტსმენი მსოფლიო ჩემპიონია.

 

altეთერ ლიპარტელიანი ბრინჯაოსთვის იაპონელთან იჭიდავებს [VIDEO]







მკითხველის კომენტარები / 38 /
ეს ბიჭი სასწაულია. გილოცავთ. გილოცააავთ. საამაყო სამაგალითო. გენაცვალე.
ბოკინიო
14:09 26-07-2021
4
დიახ, სწორედ ამ მიღწევის გამოა შავდათუაშვილი სხვა ქართველ სპორტსმენებზე წინ. ქართველი სპორტსმენები, როგორც წესი, ოლიმპიური ჩემპიონობის შემდეგ სუქდებიან და ჯიპდებიან :) ლაშა კი უკვე მესამედ, უბრალოდ კი არ მონაწილეობს, ჩემპიონობის რეალური პრედენდენტია. მომავალ ოლიმპიადაზე მონაწილეობა ურთულესი იქნება, მაგრამ იმედია მსოფლიო/ევროპებზე კიდევ გვასახელებს.
შეტევა
16:03 26-07-2021
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული