სამწუხაროდ, გრიგალაშვილი ოლიმპიადაზე უმედლოდ დარჩა

AutoSharing Option
დღეს, 27 ივლისს, 2020 წლის ტოკიოს ოლიმპიურ თამაშებში საქმეში -81 კილოგრამის წონის ძიუდოისტები ჩაერთნენ. საქართველოს სახელით ტატამზე ტატო გრიგალაშვილი (რეიტინგის მე-3 ნომერი) წარდგა და სამწუხაროდ, მედლის გარეშე დარჩა.

ტატომ პირველი რაუნდი გამოტოვა, მეორე წრეში კი ტაჯიკ მუროდოვს დაუპირისპირდა და მარტივად, მტკივნეული ილეთით იმარჯვა. 24 წამის გასვლის შემდეგ ქართველი ძიუდოისტი ვაზარით დაწინაურდა, ეს უპირატესობა კი ხელიდან არც გაუშვია. ძირითადი დროის დასრულებამდე 1:31 წამით ადრე კი ტატომ მეტოქე მტკივნეული ილეთით დაამარცხა.

მერვედფინალში ტატო მსოფლიო რეიტინგის 29-ე ნომერს, სამხრეთკორეელ ლი სუნღოს დაუპირისპირდა. გრიგალაშვილმა
შეხვედრა აქტიურად დაიწყო, შეხვედრის დასრულებამდე 1 წუთისა და 44 წამით ადრე ქართველმა მეტოქე სუფთა გდებით დაამარცხა.

ნახევარფინალში გასასვლელად ტატოს მეტოქე მონღოლი საეიდ მოლაეი იყო. გრიგალაშვილმა დასაწყისშივე ვაზარი მოიპოვა, თუმცა მეტოქემ მალევე გაუთანაბრა, ცოტა ხანში კი, გარკვეული თათბირის შემდეგ, არბიტრებმა მონღოლ სპორტსმენს მეორე ვაზარი მისცეს, რაც უკვე მოლაეის გამარჯვებას ნიშნავდა.

ქართველი ძიუდოისტი მეოთხედფინალში დამარცხდა და რეპეშაჟში გადაერთო, უზბეკ შაროფიდან ბოლტაბაევს სძლია და ბრინჯაოს მედლისთვის ბრძოლაში ბელგიელ მატიას კასესთან დამარცხდა...

მკითხველის კომენტარები / 47 /
ტაისონას სტილით ჭიდაობს, ბექასაც ზუსტად ეს ,,სენი" ჰქონდა, უნდოდა 2 წუთში მოეგო ყველასთვის. ვაზარით რომ წინ იყო, მაინც აქტიურად ჭიდაობდა და ხშირად ცუდად დაუტრიალდა. ბოლოს მანაც გამოასწორა შედარებით და დაღვინდა. ტატოსაც ეს სჭირს ზუსტად, უნდა რომ უცებ მოიმთავროს საქმე. არადა იაპონელებმა გვიჩვენეს, რომ დიდი შეჯიბრების მოსაგებად, ცივსისხლიანობაა საჭირო. დღეს ნაგასეს ხომ უყურეთ? სრული ძირითადო დრო ილეთი არც უცდია, ჩაშლაზე ეჭიდავა კასეს, დამატებითში მიეცა შანსი და მოსაგები მოიგო
გულშემატკივარი
27 ივლისი 2021 18:35
2
მილიონი არ უნდა დაეწესებიათ და მოიგებდნენ
გრიგოლი1408
27 ივლისი 2021 18:27
10
რატო არ უნდა დაეწესებინათ წახალისება აწყენთ? თუ შენი ჯიბიდან მიდის რაიმე?
ოლიმპუსი
29 ივლისი 2021 00:43
0
ნუ რაც არ არი ვერ შევცვლით ხვალიდან კი ვინც დარჩა გამოსასვლელი ნუ ლიპოზე არ მაქვს და თუშოზე ბექაურს ვთხოვოთ რო გამოსვლა ქონდეს დასტონი დინჯი არ უნდა ეს ზედმეტი ხტუნვა ხო ხედავთ იაპონელებს ოთხი მედალი დადეს კრუხებივით კრუხი კიდე კაკანებს მაგათმა კი უემოციოდ ნუ დაგეგმილი რო ქონდათ ვიცოდით მარა მიდიან რო იტყვიან რობოტებივით .ყველა მაგარია ეს ნაგასეც ცბიერია გაყავხარ დამატებითში და იქ ფსქოლოგიურად გტეხავს ონო კი ადამიანთა კატეგორიიდან ხო ამოვარდნილია რაღაც ავტომატიკა აქვს ტვინში .
dato
27 ივლისი 2021 17:29
1
რა თქმა უნდა ვაჟკაცს მოზომილი უნდა ჰქონდეს სიტყვა და საქმე. არ გვაქვს ტაქტიკა, მიდის ურა ჭიდაობა, რომელიც მოწინააღმდეგეს თავიდან აბნევს და რამდენიმე შეჯიბრის მოგება მის ხარჯზე მართლაც შეიძლება, მაგრამ მერე მიდის შენი ჭიდაობის შესწავლა და . . . ტატო კი არა, მე ხვალ ბექაურისაც მეშინია, იგივე ჭირს მასაც.
ჟორა გაბრიჭიძე
27 ივლისი 2021 16:54
2
ჩვენმა ბიჭებმა,ყველამ მედლისათვის იჭიდავეს,მეტოქეები შესწავლილი რომ არ ჰყოლოდათ,ამდენს ვერ მიაღწევდნენ.გამოდის რომ ყველას ჰქონდა, ჭიდაობის გეგმა.მე არა,მაგრამ ეს დისლაიქი,ალბათ მათ დაგიწერეს,ვინც ასე იმსჯელეს.გილოცავ ლაშა ბექაურის გაჩემპიონებას.
სოსო
28 ივლისი 2021 18:49
0
დიზლაიკი ვინც დაუწერა ამ კომენტარს,რატომ აგვიხსენი? იქნებ რაღაც არ ვიცით, დაწერე ერთი რაშია საქმე, ჩვენც გვინდა გავიგოთ.
....
27 ივლისი 2021 18:54
1
ყველა გამოხმაურება
ბაქიბუქა ხალხი ვართ ჩვენ((
cggf
27 ივლისი 2021 16:35
0
ტატო მოლაესთან ა შ კ ა რ ა დ დაჯაბნეს,წ ა ა რ თ ვ ე ს,მოლაეს არავითარი ილეთი და მოძრაობა არ ქონდა, უბრალოდ ხელი დაადო თავზე და გადაყვა- მეტი არაფერი...ეს ა რ არის არანაირი ქულა არცერთი მოჭიდავის!!!
მაგრამ ზოგადად უნდა ვიცოდეთთ- გავითავისოთ,რაც უფრო მოკრძალებული ვიქნებით, და რაც უფრო მოკრძალებულ განცხადებებს გააკეთებთ, მით უფრო ბევრი მსოფლიო და ოლიმპიური ჩემპიონი გვეყოლება!
- ა რ არის საჭირო ზედმეტი მოლოდინების გაჩენა, სპორტსმენი - ფსიქოლოგიურ სტრესში ხვდება და ვერ ავლენს შესაძლებლობებს.
გლახუნა
27 ივლისი 2021 16:16
5
ხალხის მიკვირს დიდი მომავალი აქვსო, წარსული წარსულია და მომავალი არის ფანტასტიკის სფერო, მთავარია დღეს რას აკეთებ, დღეს ფაქტია 1 ოქრო არ გვაქვს. ეხლა აჟღერეთ ჰიმნი ლეპტოპში და მოუსმინეთ.
მეგრელი
27 ივლისი 2021 15:56
19
Უდავოა, რომ უნიჭიერესები არიან და შესაძლებლობის რესურსი დიდი აქვთ ბიჭებს. Აქაც ნაცნობ პრობლემას ვაწყდებით, არაპროფესიონალიზმს... Გადახედეთ იაპონელებს, როგორ უემოციოდ ცივსისხლიანად დემონსტრირებენ საკუთარი შესაძლებლობების არსენალს, როგორ დროულად უმატებენ საჭირო მომენტში ტემპს, აი მაგაშია მწვრთნელის როლი ზუსტად. Ეგ ერთი და კიდევ, ამასაც რაღაცით დააბალანსებდა კაცი, მაგრამ ეს ქართული ბაქიბუქი და დარდიმანდი გვღუპავს ყველგან და ყველაფერში, მერე ვაბრალებთ და ვეძებთ სხვაგან მიზეზებს, ხან გამოუცდელობას ვაბრალებთ ხან ვიღაცაში ვეძებთ მიზეზებს.. Ჩასათვლელი იყო თუ არ იყო, ეგ დილემა სულ არ დადგებოდა, რომ არ ეჩქარა და სტანდარტულ პოზიციას დალოდებოდა ილეთის გასაკეთებლად. - დარწმუნებული ვარ მწვრთნელი იმას კი არ ეტყვის, რომ იჩქარეო და მთელი ბრძოლა წინ გქონდაო. Არა!.., მსაჯებმა დაგჩაგრესო, ამას იტყვიან! Კიდევ ერთხელ ვიმეორებ, სერიოზული მიდგომა და მოსამზადებელი სამუშაოების ჩატარებაა საჭირო (სტრატეგიული აზროვნებით) ასეთი საშეჯიბრო ღონისძძიებების წინ გუნდში!!! Წარმატებები ბიჭებს!!!
Judo
27 ივლისი 2021 15:40
1
ცოტა ცანცარებს ტატამზე
მთ
27 ივლისი 2021 15:40
2
როცა მეტოქეზე აშკარად ძლიერი იქნები, მაშინ არაობიექტურ მსაჯობას ვერც
ვერავინ გაბედავს და ვერც ვერავინ წაგაგებინებს!!! ასე, რომ ბიჭებო დიდი შრომაა საჭირო მიზნის მისაღწევად და თანაც მეტოქეც სათანადოდ უნდა შეაფასო!!!
*******
27 ივლისი 2021 15:32
0
ახალგაზრდაა,გამოუცდელი.თავისი შესაძლებლობა სწორად ვერ შეაფასა,
....
27 ივლისი 2021 17:24
0
ახლგაზრდაა,გამოუცდელი.თავისი შესაძლებლობა სწორად ვერ შეაფასა,
....
27 ივლისი 2021 17:10
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული