ტოკიოს ოლიმპიადაზე კიდევ ერთმა ქართული წარმომავლობის ძიუდოისტმა მოიპოვა მედალი - 81 კგ წონით კატეგორიაში ბრინჯაოს მედალს ავსტრიის სახელით მოასპარეზე შამილ ბორჩაშვილი დაეუფლა.
26 წლის ბორჩაშვილმა პორტუგალიის სახელით მოასპარეზე ანრი ეგუტიძეს, ისრაელელ საგი მუკისა და უზბეკ შაროფიდინ ბოლტაბოევს სძლია, მონღოლ საეიდ მოლაეისთან დამარცხდა, ბრინჯაოსთვის ბრძოლაში კი გერმანელი დომინიკ რესლერი დაამარცხა. ეს ძიუდოში 2008 წლის შემდეგ ოლიმპიადაზე ავსტრიელთა პირველი მედალია. პეკინში ვერცხლის მედალი ლიუდვიგ პეიშერმა მოიპოვა.
"ეს წარმოუდგენელია, ეს შესანიშნავი დღე იყო. ჩემმა მწვრთნელმა ივან ბენიშმა კარგად მომამზადა. მან მითხრა, ბევრი არ მეფიქრა და ჭიდაობისგან სიამოვნება მიმეღო. ეს გამომივიდა. რამდენიმე ტურნირზე წარუმტებლობის შემდეგ ამან იმუშავა და წარმატებას მივაღწიე", - განაცხადა თვალცრემლიანმა ბორჩაშვილმა ტელეინტერვიუში.
ბორჩაშვილმა თბილისის გრანდ სლემზე ვერცხლის მედალი მოიპოვა, ოლიმპიადაზე მისი წარმატებული ასპარეზობა კი ბევრისათვის მოულოდნელი იყო.
შეგახსენებთ, მიმდინარე ოლიმპიადაზე საფრანგეთს ბრინჯაოს მედალი ქართველმა ძიუდოისტმა ლუკა მხეიძემ (60 კგ) მოუპოვა.
გენა
სულ არ მიხარია მაგათი წარმატება
გლახუნა
წარმატებები, კიდევ მრავალჯერ გაგვახარე ...
საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები ევროპის გუნდური ჩემპიონატის ფინალშია!
საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები ევროპის გუნდური ჩემპიონატის ნახევარფინალშია!
დემეტრაშვილმა აბუ-დაბის გრანდ სლემზე ოქროს, ინანეიშვილმა კი ბრინჯაოს მედალი მოიპოვა
მეტელკინა-ბერულავას და დევისი-სმოლკინის წყვილების ვერცხლის მედლები ჩინეთის გრან პრიზე
VIDEO | ეროვნული ლიგა | სპაერი 3-2 დინამო (ბთ). ასკურავას გოლი-შედევრი - ლიდერი შეუჩერებელი აღარ არის
საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები ევროპის გუნდური ჩემპიონატის ნახევარფინალშია!
"მსგავსი გიგანტების მენტალიტეტის გაგება უჭირთ" - ხაბიბმა რონალდოს შესახებ ემოციური პოსტი გამოაქვეყნა
ქოჩორაშვილის გარეშე - "სევილიამ" "ალავესს" ვერ მოუგო
18 წ. | 1/4-ფინალში პოლონეთთან
19-წლამდელთა შემადგენლობა შესარჩევი ციკლის მეორე რაუნდისთვის
გუბანოვას კარიერის საუკეთესო შედეგი და ოქროს მედლის შანსი ჩინეთის გრან პრიზე
Sport.fr: კვარაცხელიას ტრავმის გამო - პსჟ ბატრაკოვის დამატებას გეგმავს
18-წლამდე ნაკრები ყაზახეთს უმასპინძლებს
"ბორჯღალოსნები" | ორი დებიუტანტით კანადასთან
"ძალიან მეცოდება" - უმტიტიმ ვინისიუს ჟუნიორზე ისაუბრა
"თუ ჩემი იმედი აქვს, ეს უნდა გაითვალისწინოს" - რაფინიას ულტიმატუმი ანჩელოტისა და ბრაზილიის ნაკრებს
აი, გემოვნებაც ასეთი უნდა - სქოულზმა "მანჩესტერს" კრიზისის დასაძლევად ამ ფეხბურთელების შეძენა ურჩია
"რეალი" დუმს - რონალდოს სანაკრებო კარიერის დასრულებას მისი ყოფილი კლუბები გამოეხმაურნენ
სვანაძის დასკვნები სანიოლზე: პრობლემები, სიახლეები, კაპიტანი და "ფავორიტები"
[VIDEO] სტეფ კარი კვლავ ფორმაშია - "გოლდენ სტეიტმა" ზედიზედ მეექვსე მატჩი მოიგო
გიზო მამაგეიშვილი საგოლე მოქმედებით დაბრუნდა - "შტურმმა" ევროპა ლიგაზე მარცხი განიცადა
საზონოვი არ ათამაშეს - "ხეტაფეს" "ბრაიტონმა" მოუგო
[VIDEO] იყო თუ არა მაკარიძის კარში დასანიშნი პენალტი და გასაუქმებელი ტიბუეს გატანილი? - "იბერია 1999"-მა "კოპენჰაგენთან" მატჩი მინიმალური ანგარიშით წააგო