ლაშა ბექაური ოლიმპიადის გამარჯვებულია! [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ტოკიოს 2020 წლის ოლიმპიადაზე დღეს, 28 ივლისს, -90 კგ წონით კატეგორიაში, ქართველი ძიუდოისტი, 21 წლის ლაშა ბექაური ოქროს მედლის მფლობელი გახდა. 

ლაშამ პირველი შეხვედრა მეორე წრეში, პოლონელ პიოტრ კუჩერასთან გამართა და მერვედფინალში გავიდა. ქართველი სპორტსმენი მთელი დაპირისპირების განმავლობაში აქტიური იყო და საბოლოოდ, იპონით იმარჯვა - ჯერ ვაზარი მოიპოვა, შემდეგ კი მეტოქე შებოჭა.

ბექაურმა მერვედფინალში ძლიერი მოწინააღმდეგე, ისრაელის წარმომადგენელი ლი კოჩმანი დაამარცხა და მეოთხედფინალში ასპარეზობის უფლება მოიპოვა. ქართველმა ძალიან აქტიურად დაიწყო და მოწინააღმდეგე მალევე გააფრთხილებინა. კოჩმანმა ლაშას კონტრილეთით ვაზარი აართვა, მაგრამ ამას ბექაურის
2 მშვენიერი ვაზარი და გამარჯვება მოჰყვა.

ლაშამ მეოთხედფინალში სერიოზული მოწინააღმდეგე, უზბეკი დავლატ ბაბანოვი, რომელმაც თავი სახიფათოდ (აკრძალულად) დაიცვა, დისკვალიფიკაციით დაამარცხა და ქართველი სპორტსმენი ნახევარფინალის მონაწილე გახდა.

ბექაურმა ფინალში გასასვლელად რუსეთის ოლიმპიური კომიტეტის წარმომადგენელ მიხაილ იგოლნიკოვს აჯობა. დაძაბულ შეხვედრაში ლაშა გააფრთხილეს, მაგრამ მალევე ქართველმა მშვენიერი ვაზარი მოიპოვა და გამარჯვება ბოლომდე მიიყვანა.

ლაშამ ფინალში გერმანელი ედუარდ ტრიპელი დაამარცხა. ქართველის მეტოქემ აქტიურად დაიწყო, მაგრამ ბექაურმა თავი კარგად დაიცვა, მალე კი ვაზარი თავად აიღო, გერმანელი სპორტსმენის შებოჭვამდე კი მხოლოდ სამი წამი დააკლდა. საბოლოოდ, საქართველოს ნაკრებმა მიმდინარე ოლიმპიადაზე პირველი ოქროს მედალი მოიპოვა!


altკიდევ ერთი ქართველის მედალი სხვა ქვეყნისათვის - შამილ ბორჩაშვილის ბრინჯაო

altქართველი მოკრივე ოლიმპიადის მეოთხედფინალშია! [VIDEO]



მკითხველის კომენტარები / 28 /
მილიონი % ვიცოდი რო ჩემპიონი გახდებოდა რაც მქონდა 100 ლარი მედო და მოვიგე კიდეც ბრავოო გუდამყრელო ვაჟკაცო!!!
georgiano
28 ივლისი 2021 20:28
2
აიეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეე ლაშაააააააააააააააააააააააააა! ბრავო!!!
KOSTAKURTA
28 ივლისი 2021 15:26
0
… ყოჩაღ !!! გენაცვალე, დევგმირი ხარ!!! თანაც ალბათ მაგარ ტკივილს უძლებ!!! ერთიც ლაშა და შემდეგ დაისვენე წყნარად!!!
დათო
28 ივლისი 2021 15:20
0
ყოჩაღ, ყოჩაღ, გაიხარე! განსაკუთრებით მქონდა ამ ბიჭის იმედი. ტექნიკის და ძალის გარდა ჭკვიანიც არის. ფსიქოლოგიურადაც ძლიერია. მაღალი პროფესიონალიზმი იგრძნობა ასაკის მიუხედავად. ის რაც ხშირად გვაკლია ხოლმე.
არტ
28 ივლისი 2021 20:19
0
სულ არაფერი უგავს იგოლნიკოვის.
გიორგი
28 ივლისი 2021 16:33
3
მამით ჩერქეზია და დედის გვარზეა.
სოსო
28 ივლისი 2021 17:58
2
პატარა ბავშვივით მომდიოდა ცრემლები როცა ჩვენს აჟღერებულ ჰიმნს ვუსმენდი.მადლობა ლაშას იმისთვის რომ მოგვცა შესაძლებლობა გამოგვეცადა ეს ემოციები.
)))
29 ივლისი 2021 02:53
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული