ლაშა ბექაური ოლიმპიადის გამარჯვებულია! [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ტოკიოს 2020 წლის ოლიმპიადაზე დღეს, 28 ივლისს, -90 კგ წონით კატეგორიაში, ქართველი ძიუდოისტი, 21 წლის ლაშა ბექაური ოქროს მედლის მფლობელი გახდა. 

ლაშამ პირველი შეხვედრა მეორე წრეში, პოლონელ პიოტრ კუჩერასთან გამართა და მერვედფინალში გავიდა. ქართველი სპორტსმენი მთელი დაპირისპირების განმავლობაში აქტიური იყო და საბოლოოდ, იპონით იმარჯვა - ჯერ ვაზარი მოიპოვა, შემდეგ კი მეტოქე შებოჭა.

ბექაურმა მერვედფინალში ძლიერი მოწინააღმდეგე, ისრაელის წარმომადგენელი ლი კოჩმანი დაამარცხა და მეოთხედფინალში ასპარეზობის უფლება მოიპოვა. ქართველმა ძალიან აქტიურად დაიწყო და მოწინააღმდეგე მალევე გააფრთხილებინა. კოჩმანმა ლაშას კონტრილეთით ვაზარი აართვა, მაგრამ ამას ბექაურის
2 მშვენიერი ვაზარი და გამარჯვება მოჰყვა.

ლაშამ მეოთხედფინალში სერიოზული მოწინააღმდეგე, უზბეკი დავლატ ბაბანოვი, რომელმაც თავი სახიფათოდ (აკრძალულად) დაიცვა, დისკვალიფიკაციით დაამარცხა და ქართველი სპორტსმენი ნახევარფინალის მონაწილე გახდა.

ბექაურმა ფინალში გასასვლელად რუსეთის ოლიმპიური კომიტეტის წარმომადგენელ მიხაილ იგოლნიკოვს აჯობა. დაძაბულ შეხვედრაში ლაშა გააფრთხილეს, მაგრამ მალევე ქართველმა მშვენიერი ვაზარი მოიპოვა და გამარჯვება ბოლომდე მიიყვანა.

ლაშამ ფინალში გერმანელი ედუარდ ტრიპელი დაამარცხა. ქართველის მეტოქემ აქტიურად დაიწყო, მაგრამ ბექაურმა თავი კარგად დაიცვა, მალე კი ვაზარი თავად აიღო, გერმანელი სპორტსმენის შებოჭვამდე კი მხოლოდ სამი წამი დააკლდა. საბოლოოდ, საქართველოს ნაკრებმა მიმდინარე ოლიმპიადაზე პირველი ოქროს მედალი მოიპოვა!


altკიდევ ერთი ქართველის მედალი სხვა ქვეყნისათვის - შამილ ბორჩაშვილის ბრინჯაო

altქართველი მოკრივე ოლიმპიადის მეოთხედფინალშია! [VIDEO]



მკითხველის კომენტარები / 28 /
გილოცავ შვილო ლაშა შენ და შენს მოდგმას..მშობლებს ..ნათესავებს...მეგობრებს და მეზობლებს...შენს მწვრთნელებს და დამკვალიანებლებს...გილოცავთ ქართველებო...ქართველებზე შეყვარებულებო...ქართული გენის კერპთაყვანისცემლებს...მითქვია და ვიტყვი კიდევაც დაიზრდებიან ალგეთს ლეკვები მგლისანი და ამ ლეკვების დამბადებელი ულამაზესი დედები..რამდენს ცდილობდნენ დავეჩოქებინეთ..,,აი ქართული ციხე რო დგას მრისხანე და სასაცილო ერთდროულად სახელით კლდის თავზე ქართლში...ვერაფერს დაგვაკლებთ....მთელი მსოფლიო შემოვიარე ..ვერავინ მოვა ჩვენთან ვერც შესაახედაობით და რაც მთავარია სულის სილამაზით..კიდევ ერთხელ მადლობთ ლაშა შვილო რომ მინავლული ნაკვერჩხალი ააბრდღვიალე-ააგიზგიზე...სულ გამარჯვებული გვევლოს ჩემო ძვირფასო ქარტთელო ხალხო..ამინ!!!!!
ნუგზარი ნუცუბიძე
16:59 28-07-2021
4
ლაშა, აბა შენ იცი გენაცვალე, პირველი ოქრო უნდა დავდოთ.მესამე და სამართალი!!!
ქობულეთიდან
14:40 28-07-2021
0
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული