როგორ მოიგო ლაშა ბექაურმა ოლიმპიადა - ტოკიოს გახსენება პარიზის წინ [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
მოგეხსენებათ, XXXIII ზაფხულის ოლიმპიურ თამაშებს საფრანგეთის დედაქალაქი პარიზი უმასპინძლებს. ტურნირზე, ტრადიციულად, ბევრ ქართულ მედალს ველით. 26 ივლისამდე საკმაოდ დიდი დროა, ივნისში ფეხბურთში ევროპის ჩემპიონატი გველის. მანამდე გავიხსენოთ პირველი ოქროს მედალი, რომელიც გასულ, 2020 წლის ოლიმპიადაზე (ისე, მოგეხსენებათ, ტურნირი 2021 წელს გაიმართა) მოვიპოვეთ და ის ძიუდოისტმა ლაშა ბექაურმა (-90) შეძლო. საქართველოს ოლიმპიურმა გუნდმა, რომელიც 34 სპორტსმენისგან შედგებოდა, ტოკიოში 8 მედალი მოიპოვა – 2 ოქრო, 5 ვერცხლი და 1 ბრინჯაო. საქართველო ოლიმპიადაზე მონაწილე 205 ქვეყანას შორის, გუნდურ ჩათვლაში 33-ე ადგილზე გავიდა...

ტოკიოს
2020 წლის ოლიმპიადაზე 28 ივლისს, -90 კგ წონით კატეგორიაში, ქართველი ძიუდოისტი, 21 წლის ლაშა ბექაური ოქროს მედლის მფლობელი გახდა. 

ლაშამ პირველი შეხვედრა მეორე წრეში, პოლონელ პიოტრ კუჩერასთან გამართა და მერვედფინალში გავიდა. ქართველი სპორტსმენი მთელი დაპირისპირების განმავლობაში აქტიური იყო და საბოლოოდ, იპონით იმარჯვა - ჯერ ვაზარი მოიპოვა, შემდეგ კი მეტოქე შებოჭა.

ბექაურმა მერვედფინალში ძლიერი მოწინააღმდეგე, ისრაელის წარმომადგენელი ლი კოჩმანი დაამარცხა და მეოთხედფინალში ასპარეზობის უფლება მოიპოვა. ქართველმა ძალიან აქტიურად დაიწყო და მოწინააღმდეგე მალევე გააფრთხილებინა. კოჩმანმა ლაშას კონტრილეთით ვაზარი აართვა, მაგრამ ამას ბექაურის 2 მშვენიერი ვაზარი და გამარჯვება მოჰყვა.

ლაშამ მეოთხედფინალში სერიოზული მოწინააღმდეგე, უზბეკი დავლატ ბაბანოვი, რომელმაც თავი სახიფათოდ (აკრძალულად) დაიცვა, დისკვალიფიკაციით დაამარცხა და ქართველი სპორტსმენი ნახევარფინალის მონაწილე გახდა.

ბექაურმა ფინალში გასასვლელად რუსეთის ოლიმპიური კომიტეტის წარმომადგენელ მიხაილ იგოლნიკოვს აჯობა. დაძაბულ შეხვედრაში ლაშა გააფრთხილეს, მაგრამ მალევე ქართველმა მშვენიერი ვაზარი მოიპოვა და გამარჯვება ბოლომდე მიიყვანა.

ლაშამ ფინალში გერმანელი ედუარდ ტრიპელი დაამარცხა. ქართველის მეტოქემ აქტიურად დაიწყო, მაგრამ ბექაურმა თავი კარგად დაიცვა, მალე კი ვაზარი თავად აიღო, გერმანელი სპორტსმენის შებოჭვამდე კი მხოლოდ სამი წამი დააკლდა. საბოლოოდ, საქართველოს ნაკრებმა მიმდინარე ოლიმპიადაზე პირველი ოქროს მედალი მოიპოვა!

altკიდევ ერთი ქართველის მედალი სხვა ქვეყნისათვის - შამილ ბორჩაშვილის ბრინჯაო

altქართველი მოკრივე ოლიმპიადის მეოთხედფინალშია! [VIDEO]

მკითხველის კომენტარები / 31 /
აიეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეე ლაშაააააააააააააააააააააააააა! ბრავო!!!
KOSTAKURTA
28 ივლისი 2021 15:26
0
… ყოჩაღ !!! გენაცვალე, დევგმირი ხარ!!! თანაც ალბათ მაგარ ტკივილს უძლებ!!! ერთიც ლაშა და შემდეგ დაისვენე წყნარად!!!
დათო
28 ივლისი 2021 15:20
0
ლაშა, აბა შენ იცი გენაცვალე, პირველი ოქრო უნდა დავდოთ.მესამე და სამართალი!!!
ქობულეთიდან
28 ივლისი 2021 14:40
0
გენაცვალე ფინალსაც ასე თუ მოიგებ დიდი ზეიმი იქნება საქართველოში, წარმატებები ლაშა
suxumChanin
28 ივლისი 2021 14:25
0
გუშინ დავწერე რომ თუ ლაშა დინჯად გამოვიდოდათვით დაჯერებული ყველა შეჯიბრის წინ მოიგებდა და ასე ყველაფერი კარგი აგიხდათ ეხლა გერმანელთან უფრო მძიმედ და თვით დაჯერებული გამოდი და ისტორია შენია .
zurabi
28 ივლისი 2021 14:16
0
ლაშა აბა შენ იცი იგოლნიკოვი ძალიან ცბიერია შენი მასიური შეტევით და ქართული სტილის ჩართვა წააგებინებს დარწმუნებული ვარ .თანაც შერაზადაც არ დაივიწყო კინაღამ მოგვილა .
zurabi
28 ივლისი 2021 11:22
0
ლაშა - შენი ჭიდაობა იჭიდავე , შეკვრა და გდებაზე , იგილნიკოვი სწრაფია და ცბიერი მოჭიდავე , აგრესიით და ძალით უნდა მოუგო, ზედმეტი სიფრთხილე არ არის საჭირო - შეიძლება მთლად შეგბორკოს..
გლახუნა
28 ივლისი 2021 10:56
1
ბაბანოვბმა სწორედ რომ თავის ესეთი მოძრაობით აიცილა ვაზარი! რისთვისაც მიიღო დისკვალიფიკაცია.
....
28 ივლისი 2021 10:24
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული