როგორ მოიგო ლაშა ბექაურმა ოლიმპიადა - ტოკიოს გახსენება პარიზის წინ [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
მოგეხსენებათ, XXXIII ზაფხულის ოლიმპიურ თამაშებს საფრანგეთის დედაქალაქი პარიზი უმასპინძლებს. ტურნირზე, ტრადიციულად, ბევრ ქართულ მედალს ველით. 26 ივლისამდე საკმაოდ დიდი დროა, ივნისში ფეხბურთში ევროპის ჩემპიონატი გველის. მანამდე გავიხსენოთ პირველი ოქროს მედალი, რომელიც გასულ, 2020 წლის ოლიმპიადაზე (ისე, მოგეხსენებათ, ტურნირი 2021 წელს გაიმართა) მოვიპოვეთ და ის ძიუდოისტმა ლაშა ბექაურმა (-90) შეძლო. საქართველოს ოლიმპიურმა გუნდმა, რომელიც 34 სპორტსმენისგან შედგებოდა, ტოკიოში 8 მედალი მოიპოვა – 2 ოქრო, 5 ვერცხლი და 1 ბრინჯაო. საქართველო ოლიმპიადაზე მონაწილე 205 ქვეყანას შორის, გუნდურ ჩათვლაში 33-ე ადგილზე გავიდა...

ტოკიოს
2020 წლის ოლიმპიადაზე 28 ივლისს, -90 კგ წონით კატეგორიაში, ქართველი ძიუდოისტი, 21 წლის ლაშა ბექაური ოქროს მედლის მფლობელი გახდა. 

ლაშამ პირველი შეხვედრა მეორე წრეში, პოლონელ პიოტრ კუჩერასთან გამართა და მერვედფინალში გავიდა. ქართველი სპორტსმენი მთელი დაპირისპირების განმავლობაში აქტიური იყო და საბოლოოდ, იპონით იმარჯვა - ჯერ ვაზარი მოიპოვა, შემდეგ კი მეტოქე შებოჭა.

ბექაურმა მერვედფინალში ძლიერი მოწინააღმდეგე, ისრაელის წარმომადგენელი ლი კოჩმანი დაამარცხა და მეოთხედფინალში ასპარეზობის უფლება მოიპოვა. ქართველმა ძალიან აქტიურად დაიწყო და მოწინააღმდეგე მალევე გააფრთხილებინა. კოჩმანმა ლაშას კონტრილეთით ვაზარი აართვა, მაგრამ ამას ბექაურის 2 მშვენიერი ვაზარი და გამარჯვება მოჰყვა.

ლაშამ მეოთხედფინალში სერიოზული მოწინააღმდეგე, უზბეკი დავლატ ბაბანოვი, რომელმაც თავი სახიფათოდ (აკრძალულად) დაიცვა, დისკვალიფიკაციით დაამარცხა და ქართველი სპორტსმენი ნახევარფინალის მონაწილე გახდა.

ბექაურმა ფინალში გასასვლელად რუსეთის ოლიმპიური კომიტეტის წარმომადგენელ მიხაილ იგოლნიკოვს აჯობა. დაძაბულ შეხვედრაში ლაშა გააფრთხილეს, მაგრამ მალევე ქართველმა მშვენიერი ვაზარი მოიპოვა და გამარჯვება ბოლომდე მიიყვანა.

ლაშამ ფინალში გერმანელი ედუარდ ტრიპელი დაამარცხა. ქართველის მეტოქემ აქტიურად დაიწყო, მაგრამ ბექაურმა თავი კარგად დაიცვა, მალე კი ვაზარი თავად აიღო, გერმანელი სპორტსმენის შებოჭვამდე კი მხოლოდ სამი წამი დააკლდა. საბოლოოდ, საქართველოს ნაკრებმა მიმდინარე ოლიმპიადაზე პირველი ოქროს მედალი მოიპოვა!

altკიდევ ერთი ქართველის მედალი სხვა ქვეყნისათვის - შამილ ბორჩაშვილის ბრინჯაო

altქართველი მოკრივე ოლიმპიადის მეოთხედფინალშია! [VIDEO]

მკითხველის კომენტარები / 31 /
მსოფლიოზე რატო არ იღებს მონაწილეობას ?
ბესო
19 მაისი 2024 22:24
1
მსოფლიო ჩემპიონატს რომელი არხი აჩვენებს,გაუგებარია
ჯუჯი
19 მაისი 2024 14:19
1
სილქ უნივერსალი
გასაგებია?
19 მაისი 2024 15:51
1
პატარა ბავშვივით მომდიოდა ცრემლები როცა ჩვენს აჟღერებულ ჰიმნს ვუსმენდი.მადლობა ლაშას იმისთვის რომ მოგვცა შესაძლებლობა გამოგვეცადა ეს ემოციები.
)))
29 ივლისი 2021 02:53
0
დიდი მადლობა ქართველო ლომო...
giabar
28 ივლისი 2021 21:02
1
მილიონი % ვიცოდი რო ჩემპიონი გახდებოდა რაც მქონდა 100 ლარი მედო და მოვიგე კიდეც ბრავოო გუდამყრელო ვაჟკაცო!!!
georgiano
28 ივლისი 2021 20:28
2
ყოჩაღ, ყოჩაღ, გაიხარე! განსაკუთრებით მქონდა ამ ბიჭის იმედი. ტექნიკის და ძალის გარდა ჭკვიანიც არის. ფსიქოლოგიურადაც ძლიერია. მაღალი პროფესიონალიზმი იგრძნობა ასაკის მიუხედავად. ის რაც ხშირად გვაკლია ხოლმე.
არტ
28 ივლისი 2021 20:19
0
საღოლ გუდამაყრელო!!!!!! როგორ გაგვახარე. თუში!!! ლიპო!!!! აბა თქვენ იცით, 1 კიდე გვინდა!!! ტალახაძეს არ ვთვლი, მაგის გარდა .
მეგრელი
28 ივლისი 2021 18:47
1
გილოცააავთ. ხალხმა იცის რაზე ინერვიულეს ამ ბიჭის ტრავმამ მთლიანად ერთი განიცდიდა. ეტყობა გრძნობდა რაც გველოდა. ყველაზე მოტივირებული ჩანდა ოლიმპიადაზე გამგზავრებამდე და შემდეგაც. იმედია ისეთივე ხალასი ადამიანი დარჩება როგორიც ხალხს უყვარს. ეს ერთი და სხვა მრავალი შე მაგარი ქართველო.
ბოკინიო
28 ივლისი 2021 18:09
1
წარმომიდგენია რა ხდება ახლა,საქართველოს დედაქალაქ თბილისში.ზეიმობს მთელი ქალაქი,ზეიმობს მთელი საქართველო.ლაშა ბექაური,ოლიმპიური ჩემპიონია!გაიხარეთ ძმებო!ხვალ და ზეგ კი,ლაშას თანაგუნდელები,კიდევ გაგვახარებენ.ველი და მჯერა,რომ კიდევ იქნება მედლები.კიდევ გვექნება საზეიმო.
სოსო
28 ივლისი 2021 18:08
0
გილოცავ, გილოცავ, გილოცავ, გილოცავ!!! გმადლობთ, გმადლობთ, გმადლობთ!!! უდიდესი სიხარულისთვის!!! სიტყვები არ მყოფნის!!!
tngh
28 ივლისი 2021 17:41
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული