როგორ მოიგო ლაშა ბექაურმა ოლიმპიადა - ტოკიოს გახსენება პარიზის წინ [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
მოგეხსენებათ, XXXIII ზაფხულის ოლიმპიურ თამაშებს საფრანგეთის დედაქალაქი პარიზი უმასპინძლებს. ტურნირზე, ტრადიციულად, ბევრ ქართულ მედალს ველით. 26 ივლისამდე საკმაოდ დიდი დროა, ივნისში ფეხბურთში ევროპის ჩემპიონატი გველის. მანამდე გავიხსენოთ პირველი ოქროს მედალი, რომელიც გასულ, 2020 წლის ოლიმპიადაზე (ისე, მოგეხსენებათ, ტურნირი 2021 წელს გაიმართა) მოვიპოვეთ და ის ძიუდოისტმა ლაშა ბექაურმა (-90) შეძლო. საქართველოს ოლიმპიურმა გუნდმა, რომელიც 34 სპორტსმენისგან შედგებოდა, ტოკიოში 8 მედალი მოიპოვა – 2 ოქრო, 5 ვერცხლი და 1 ბრინჯაო. საქართველო ოლიმპიადაზე მონაწილე 205 ქვეყანას შორის, გუნდურ ჩათვლაში 33-ე ადგილზე გავიდა...

ტოკიოს
2020 წლის ოლიმპიადაზე 28 ივლისს, -90 კგ წონით კატეგორიაში, ქართველი ძიუდოისტი, 21 წლის ლაშა ბექაური ოქროს მედლის მფლობელი გახდა. 

ლაშამ პირველი შეხვედრა მეორე წრეში, პოლონელ პიოტრ კუჩერასთან გამართა და მერვედფინალში გავიდა. ქართველი სპორტსმენი მთელი დაპირისპირების განმავლობაში აქტიური იყო და საბოლოოდ, იპონით იმარჯვა - ჯერ ვაზარი მოიპოვა, შემდეგ კი მეტოქე შებოჭა.

ბექაურმა მერვედფინალში ძლიერი მოწინააღმდეგე, ისრაელის წარმომადგენელი ლი კოჩმანი დაამარცხა და მეოთხედფინალში ასპარეზობის უფლება მოიპოვა. ქართველმა ძალიან აქტიურად დაიწყო და მოწინააღმდეგე მალევე გააფრთხილებინა. კოჩმანმა ლაშას კონტრილეთით ვაზარი აართვა, მაგრამ ამას ბექაურის 2 მშვენიერი ვაზარი და გამარჯვება მოჰყვა.

ლაშამ მეოთხედფინალში სერიოზული მოწინააღმდეგე, უზბეკი დავლატ ბაბანოვი, რომელმაც თავი სახიფათოდ (აკრძალულად) დაიცვა, დისკვალიფიკაციით დაამარცხა და ქართველი სპორტსმენი ნახევარფინალის მონაწილე გახდა.

ბექაურმა ფინალში გასასვლელად რუსეთის ოლიმპიური კომიტეტის წარმომადგენელ მიხაილ იგოლნიკოვს აჯობა. დაძაბულ შეხვედრაში ლაშა გააფრთხილეს, მაგრამ მალევე ქართველმა მშვენიერი ვაზარი მოიპოვა და გამარჯვება ბოლომდე მიიყვანა.

ლაშამ ფინალში გერმანელი ედუარდ ტრიპელი დაამარცხა. ქართველის მეტოქემ აქტიურად დაიწყო, მაგრამ ბექაურმა თავი კარგად დაიცვა, მალე კი ვაზარი თავად აიღო, გერმანელი სპორტსმენის შებოჭვამდე კი მხოლოდ სამი წამი დააკლდა. საბოლოოდ, საქართველოს ნაკრებმა მიმდინარე ოლიმპიადაზე პირველი ოქროს მედალი მოიპოვა!

altკიდევ ერთი ქართველის მედალი სხვა ქვეყნისათვის - შამილ ბორჩაშვილის ბრინჯაო

altქართველი მოკრივე ოლიმპიადის მეოთხედფინალშია! [VIDEO]

მკითხველის კომენტარები / 31 /
სიტუაცია ძალიან ჰგავდა ზურაბ ზვიადაურის შემთხვევას - ოლიმპიადამდე ზვიადაურს ფეხის ტრავმა ჰქონდა, ბექაურს- მხრის, წონითი კატეგორიაც ერთი ჰქონდათ, ოლიმპიურ ოქრომდე ორივეს მარტო ევროპის ჩემპიონობა ეზეიმა. ერთადერთი განსხვავება მხოლოდ ასაკშია.
: )))))))
28 ივლისი 2021 17:02
3
თან ზვიადაური ლაშას ნათლიაა, ნათლია და ნათლული ორივე ოლიმპიური ჩემპიონია. გაუმარჯოს ქართველებს და საქართველოს!!!
baba
28 ივლისი 2021 22:41
0
გილოცავ შვილო ლაშა შენ და შენს მოდგმას..მშობლებს ..ნათესავებს...მეგობრებს და მეზობლებს...შენს მწვრთნელებს და დამკვალიანებლებს...გილოცავთ ქართველებო...ქართველებზე შეყვარებულებო...ქართული გენის კერპთაყვანისცემლებს...მითქვია და ვიტყვი კიდევაც დაიზრდებიან ალგეთს ლეკვები მგლისანი და ამ ლეკვების დამბადებელი ულამაზესი დედები..რამდენს ცდილობდნენ დავეჩოქებინეთ..,,აი ქართული ციხე რო დგას მრისხანე და სასაცილო ერთდროულად სახელით კლდის თავზე ქართლში...ვერაფერს დაგვაკლებთ....მთელი მსოფლიო შემოვიარე ..ვერავინ მოვა ჩვენთან ვერც შესაახედაობით და რაც მთავარია სულის სილამაზით..კიდევ ერთხელ მადლობთ ლაშა შვილო რომ მინავლული ნაკვერჩხალი ააბრდღვიალე-ააგიზგიზე...სულ გამარჯვებული გვევლოს ჩემო ძვირფასო ქარტთელო ხალხო..ამინ!!!!!
ნუგზარი ნუცუბიძე
28 ივლისი 2021 16:59
4
რომ არა ის ტრამვა ლაშა ნაადრევად დაასრულებდა ფინალს, შანსი არ იყო გერმანელის გაქცევის.
hhh
28 ივლისი 2021 16:55
0
სულ არაფერი უგავს იგოლნიკოვის.
გიორგი
28 ივლისი 2021 16:33
4
მამით ჩერქეზია და დედის გვარზეა.
სოსო
28 ივლისი 2021 17:58
3
20 წამით ადრე დავიწყე ლაშას სადღეგრძელო და დასრულებსათან ერთად შევსვი ჩემს მეგობრებრებთან ერთად. გვიმრავლოს და გვიდღეგრძელოს, გამარჯვება საქართველოს.
კოტე ბრეგვაძე
28 ივლისი 2021 16:17
0
ვაშააა! ს ა ქ ა რ თ ვ ე ლ ო ს ა ქ ა რ თ ვ ე ლ ო ს ა ქ ა რ თ ვ ე ლო ო
SLR
28 ივლისი 2021 15:59
0
გილოცავ შვილო ლაშა შენ და შენს მოდგმას..მშობლებს ..ნათესავებს...მეგობრებს და მეზობლებს...შენს მწვრთნელებს და დამკვალიანებლებს...გილოცავთ ქართველებო...ქართველებზე შეყვარებულებო...ქართული გენის კერპთაყვანისცემლებს...მითქვია და ვიტყვი კიდევაც დაიზრდებიან ალგეთს ლეკვები მგლისანი და ამ ლეკვების დამბადებელი ულამაზესი დედები..რამდენს ცდილობდნენ დავეჩოქებინეთ..,,აი ქართული ციხე რო დგას მრისხანე და სასაცილო ერთდროულად სახელით კლდის თავზე ქართლში...ვერაფერს დაგვაკლებთ....თელი მსოფლიო შემოვიარე ..ვერავინ მოვა ჩვენთამ ვერც შესაახედაობით და რაც მთავარია სულის სილამაზით..კიდევ ერთხელ მადლობთ ლაშა შვილო რომ მინავლული ნაკვერჩხალი ააბრდღვიალე-ააგიზგიზე...სულ გამარჯვებული გვევლოს ჩემო ძვირფასო ქარტველო ხალხო..ამინ!!!!!
ნუგზარ ნუცუბიძე
28 ივლისი 2021 15:55
0
ლაშა ბექაურმა, ნავსი გატეხა! გილოცავთ ლაშა, ოქროს ოლიმპიურ მედალს, შენი წყალი გადასხმოდეს, დანარჩენ ჩვენს სპორცმენებსაც! ამინ!!!!!
ეგ ერთი და სხვა მრავალი!!!!!!!!!! გია.
28 ივლისი 2021 15:53
0
გილოცავ ლაშა გამარჯვებას წარმატებები
Ruso
28 ივლისი 2021 15:31
0
ოქროს ლაშაც გვყოლია!გილოცავ საქართველო!
....
28 ივლისი 2021 15:28
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული