"ძალიან მიყვარხართ! მთელი საქართველო..." - ბექაურის პირველი კომენტარი ოლიმპიადაზე ტრიუმფის შემდეგ [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
დღეს, 28 ივლისს, ლაშა ბექაურმა საქართველოს ოლიმპიურ ნაკრებს პირველი ოქროს მედალი მოუტანა.

ქართველმა ძიუდოისტმა საჭიდაო დღე ერთი ამოსუნთქვით გაიარა და დამსახურებული სინჯის მედალიც დაიმსახურა.

ლაშა ტურნირში მეორე წრიდან ჩაერთო. პირველ შეხვედრაში პოლონელ პიოტრ კუჩერას ჯერ ვაზარი აუღო, შემდეგ კი ბრძოლა შებოჭვით დაასრულა. მეორე დაპირისპირებაში  ქართველი ძიუდოისტი ისრაელის წარმომადგენელთან, ლი კოხმანთან ვაზარით აგებდა, თუმცა ჩამორჩენა ვაზარით და ავასატე-იპონით აღმოფხვრა და 1/4-ფინალში გავიდა, სადაც მისი მეტოქე დავლათ ბობონოვი იყო. 21 წლის ქართველმა უზბეკ ძიუდოისტს ჰანსოკუ-მაკეთი სძლია, ნახევარფინალში კი რუსეთის ოლიმპიური კომიტეტის წარმომადგენელი
მიხაილ იგოლნიკოვი დაამარცხა.

ფინალურ შეხვედრაში გერმანელი ედუარდ ტრიპელი ვაზარით დაამარცხა და ოლიმპიური ოქროს მედალიც დაიმსახურა.

მკითხველის კომენტარები / 7 /
ლაშა შენ გაიხარე! ჩემი მრავალსულიანი ოჯახი გიყურებდით და ბოლო წამებს, რომ ვითვლიდით და , რომ დამთავრდა, უნდა გენახა რა ხდებოდა ჩემთან, სამეზობლოში და გარეთ, ერთხმად ვკიოდით, ვტიროდით და ერთმანეთს ვულოცავდით. ლაშა გენაცვალე! გეხვევით და გკოცნით მაგ, ღიმილიან სახეში!
ქეთი.
08:16 29-07-2021
0
ჟორა შენ ისიც გეცოდინება აცრას ააქ აზრი,ან როდის წავა კოვიდი?
ბაბუაწვერა
02:24 29-07-2021
2
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული