ლიპარტელიანი მედლის გარეშე დარჩა... [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ქართველი ძიუდოისტი ვარლამ ლიპარტელიანი ტოკიოს 2020 წლის ოლიმპიადაზე უმედლოდ დარჩა...

-100 კგ წონით კატეგორიაში მოასპარეზე ლეჩხუმელმა მოჭიდავემ პირველი წრე გამოტოვა, მერე რაუნდში კი სამი გაფრთხილებით ეგვიპტელი რამადან დარვიში დაამარცხა.

1/4-ფინალში ქართველის მოწინააღმდეგე კანადელი შედი ელნასი გახლდათ, რომელსაც "ლიპომ" იპონით (ორი ვაზარი) სძლია და ნახევარფინალში გავიდა.

ფინალში გასასვლელად კი ვარლამმა იაპონელ აარონ ვოლფთან იჭიდავა. ძირითადი დროის ამოწურვამდე 1 წუთისა და 5 წამით ადრე იაპონელმა ძიუდოისტმა ვაზარი მოიპოვა და მიღებული უპირატესობა აღარც გაანიავა.

ვარლამი მესამე ადგილისთვის დაპირისპირებაში რუსეთის ოლიმპიური კომიტეტის წარმომადგენელ ნიაზ
ილიასოვთან დამარცხდა. რუსმა სპორტსმენმა "ლიპოს" ვაზარი აუღო და დაწყებული საქმეც ბოლომდე მიიყვანა.

მკითხველის კომენტარები / 42 /
მეოთხე მედალი ვარლამ! ღმერთმა დაგლოცოს ძმაო!
ლევანი
29 ივლისი 2021 08:28
0
ნუ მაგრა გამიტყდა,მოკლედ ლიპო მადლობა ყველაფრისთვის,მაგრამ ქალის ტლიკინს გადაყევით შენც და ჭრიკიც,პოლიტიკა მომინდომეთ,ვარჯიშებიც შეწყვიტეთ აგერ შედეგიც,დროა წახვიდე,აქამდეც წასასვლელი იყავი,უბრალოდ პატივი გცეს ძველი დამსახურებების გამო,ვერ ვინელებ ჭრიკიშვილის რეგრესს,კაცი რინერი იყო თავის წონაში,შენ კიდე ბევრი სიხარული გვაჩუქე,მადლობა დაუთმე გზა ახალგაზრდებს...ვწუხვარ ამას რო ვწერ კაპიტანო...
გულშემატკივარი
29 ივლისი 2021 14:32
3
დროის მითითება ვერ ისწავლეთ? :/
ლუკა
29 ივლისი 2021 08:57
1
12ზე იწყება ფინალური ბლოკი
Nick
29 ივლისი 2021 09:51
0
მადლობა ლიპო ყველაფრისთვის და დროა დაგემშვიდობოთ, სულ ყოველთვის ძარღვი აკლდა სამწუხაროდ შენს ჭიდაობას.
გიორგი
29 ივლისი 2021 14:27
2
ოქრო გვინდა :)
ზურა
29 ივლისი 2021 10:19
1
მადლობა ვარლამ ლიპარტელიანს მრავალი გამარჯვებებისა და ბევრი გახარებებისათვის!!! იმედია, შემდეგი კარიერაც წარმატებული ექნება...
tngh
29 ივლისი 2021 15:38
7
ახალგაზრდა გაუშვი ამის მერე, გამოცდილებას მიიღებენ
gg
29 ივლისი 2021 15:42
1
კი მაგრამ ვინ შეარქვა ამას ანაკონდა ამდენი წელია მაგის ჭიდაობას ვუყურებ და მაგის მომხრჩვალი კაცი მე არ მინახავს,ეტყობა ბავშვებს ახჩობდა ლეჩხიმში.
Ttt
29 ივლისი 2021 14:13
6
არც წყალია და არც ღვინო...
....
29 ივლისი 2021 13:29
2
ამ ბიჭს ყველა მონაცემი აქვს საჩემპიონოდ,მაგრამ ეტყობა,ფსიქიკა არ უვარგა. მნიშვნელოვან შეხვედრებს ყოველთვის აგებს.მუდმივი მეორეადგილოსანია.
Status quo
29 ივლისი 2021 15:47
3
ოლიმპიადაზე პირველ ნომრად იყო განთესილი და აი რანაირადაა მუდმივად მეორეადგილოსანი? 4 წელიწადში ერთხელ რომ უყურებთ ოლიმპიადას და მაგის მიღმა რა ხდება არ იცით, მაგის ბრალია.
123
29 ივლისი 2021 17:01
2

სიახლეები პოპულარული