"ტატამის დანახვაც აღარ მინდა" - შერაზადიშვილის ემოციები და ბექაურის რევანში

AutoSharing Option
ესპანეთის სახელით მოასპარეზე ნიკოლოზ შერაზადიშვილი, რომელიც -90 კგ წონით კატეგორიაში მსოფლიოს მოქმედი ჩემპიონია, ტოკიოს 2020 წლის ოლიმპიადაზე უმედლოდ დარჩა. როგორც ჩანს, ნიკოლოზმა ფორმის პიკს სწორედ მსოფლიო პირველობაზე მიაღწია, ოლიმპიადას კი სათანადო დონეზე ვერ შეხვდა.

შერაზადიშვილი რუს იგოლნიკოვთან მახრჩობელა ილეთით დამარცხდა. ბრინჯაოს მედლისთვის მისი გამოსვლა საეჭვო იყო, მაგრამ ესპანელმა ქართველმა ბოლომდე იბრძოლა, მარცხი კი ძალიან ემოციურად განიცადა.

ესპანურმა lavanguardi-მ შერაზადიშვილს სტატია მიუძღვნა:

"ახლა თავს ცუდად ვგრძნობ და ტატამის დანახვაც აღარ მინდა. ცოტა ხნით დასვენება მჭირდება, რათა ყველაფერი უკეთ გავაანალიზო. აუცილებლად დავბრუნდები,
მაგრამ არ ვიცი, როდის" - ეს 25 წლის ესპანელ ძიუდოისტ ნიკო შერაზადიშვილის სიტყვებია. თავიდან მას საუბარი საერთოდ არ სურდა. მსოფლიო ჩემპიონი ხომ ყველაზე რეალური კანდიდატი იყო, რათა ესპანეთს ოქროს მედალი მოეპოვებინა, მაგრამ ეს ვერ მოახერხა...

"ვერ ვხვდები, რა მომივიდა. ასეთი ხანგრძლივი ორთაბრძოლები არასოდეს მქონია", - გააგრძელა სპორტსმენმა.

ძიუდოს ტაძარ ბუდოკანში, სადაც სპორტის ეს სახეობა გამოიგონეს, შერაზადიშვილი  მედლისთვის ბრძოლის მიღმა მას შემდეგ დარჩა, რაც უზბეკ დავლატ ბობონოვთან დამარცხდა. ყველაფერი "ოქროს ქულის" დაწყებიდან ექვსი წუთის შემდეგ გადაწყდა. ნიკო აქ როგორც მსოფლიო ჩემპიონი და რეიტინგში პირველი ნომერი მივიდა, მაგრამ 28 ივლისი მისი დიდების დღე არ იყო.

შერაზადიშვილმა ასევე განაცხადა, რომ ის -100 კგ-მდე კატეგორიაში გადაინაცვლებს. ნიკოლოზს ბოლო პერიოდში წონის კონტროლი უჭირდა.

შერაზადიშვილთან ერთად ესპანური ძიუდო ტოკიოში მონაწილეობას წყვეტს..."

შეგახსენებთ, -90 კგ წონით კატეგორიაში ოლიმპიური ოქრო ლაშა ბექაურმა მოიპოვა, რომელმაც ნახევარფინალში სწორედ ნიკოს მძლეველი რუსი მიხაილ იგოლნიკოვი დაამარცხა. შერაზადიშვილი მახრჩობელა ილეთის შემდეგ გაითიშა, რუსი სპორტსმენი კი მხოლოდ გამარჯვებით ხარობდა და მეტოქის ჯანმრთელობის მდგომარეობა არც კი მოუკითხავს...

altშერაზადიშვილი ტატამზე გაითიშა [VIDEO]

alt"ზურა ექიმო, პირობა შესრულებულია!" - კახაბრიშვილის ცრემლები


altლაშა ბექაური ოლიმპიადის გამარჯვებულია! [VIDEO]



მკითხველის კომენტარები / 3 /
შიშით ეჭიდავებოდი იგოლნიკოვს.აშკარად ჩანდა რომ მოგიგებდა.წინასწარ დათრგუნული გახვედი.რუსის რატომ უნდა გეშინოდეს ტატამზე.
Master
20:32 29-07-2021
6
რა ყურები ჩამოჰყარე უხეირო ჯორივითა, ჯო? შენ შენს მოსაგებს მოიგებ, გული არ გაიტეხო
alex
18:20 29-07-2021
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული