ბექაური: მოგებული თანხით, პირველ რიგში, ამას გავაკეთებ...

AutoSharing Option
ოლიმპიურმა ჩემპიონმა ლაშა ბექაურმა განაცხადა, რომ ოლიმპიადაზე მოგებული ოქროს მედლისთვის გათვალისწინებულ საპრიზო მილიონ ლარს, უპირველესად, ბებიისა და დეიდის საქართველოში დაბრუნებისთვის დახარჯავს.

"ტვ პირველის" ჟურნალისტის კითხვაზე, რაში დახარჯავს ის ერთ მილიონ ლარს, რომელიც მას მოგებისთვის გადაეცემა, ბექაური პასუხობს:

"პირველ რიგში, ბებიაჩემი არის საბერძნეთში და დეიდაჩემი, იქ მუშაობენ. ემიგრანტები არიან და მინდა, რომ ისინი ჩამოვიყვანო საქართველოში, არ მინდა, რომ ემიგრაციაში იყვნენ… ისე, ზოგადად, არ მიფიქრია, ეს ჩემი პირველი სურვილია."

შეგახსენებთ, 21 წლის ლაშა ბექაურმა ტოკიოს 2020 წლის ოლიმპიადაზე საქართველოს პირველი ოქროს მედალი
მოუტანა.

მკითხველის კომენტარები / 9 /
შენისთანა ადამიანები უმრავლოს ჩვენს ერს!
ბესო შიოშვილი
18:01 29-07-2021
0
უსაყვარლესი ბიჭია! გამარჯვებები!
nanka2002
18:32 29-07-2021
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული