თუშიშვილი დასანანად დამარცხდა და ვერცხლის მედალი მოიპოვა

AutoSharing Option
ტოკიოს 2020 წლის ოლიმპიადაზე დღეს, 30 ივლისს, +100 წონით კატეგორიაში ძიუდოისტმა გურამ თუშიშვილმა ვერცხლის მედალი მოიპოვა.

თუშიშვილი საწყის წრეში ისვენებდა, მერვედფინალში კი ტაჯიკ თემურ რახიმოვს მოუგო. შეხვედრის დასრულებამდე 1:13 წუთით ადრე გურამი ვაზარით დაწინაურდა და უკანასკნელ წამებში შებოჭვას გადაურჩა. ქართველმა ძიუდოისტმა მეორე ვაზარი მოიპოვა და ავასატე-იპონით გაიმარჯვა.

მეოთხედფინალში თუშიშვილმა ბრაზილიელ რაფაელ სილვას დამატებით დროში, გაფრთხილებებით აჯობა და ნახევარფინალში გავიდა.

ფინალში გასასვლელად გურამმა რუსეთის ოლიმპიური კომიტეტის წარმომადგენელი ტამერლან ბაშაევი დაამარცხა, რომელმაც მიმდინარე ოლიმპიადაზე პირველი დიდი სენსაცია მოახდინა და დაუმარცხებელ ფრანგ ტედი
რინერს სძლია. რუსი ვაზარით იგებდა, მაგრამ თუშიშვილმა ჯერ ვაზარი გაათანაბრა, ბოლოს კი იპონით დაასრულა - ბაშაევი ბეჭებზე გააკრა.

ფინალში თუშიშვილი მოქმედ ოლიმპიური ჩემპიონ(-100 კგ-ში), ჩეხ ლუკაშ კრპალეკთან შეხვედრის უკანასკნელ წამებზე დასანანად დამარცხდა. ჩეხს ორი გაფრთხილება ჰქონდა, მაგრამ ქართველის შებოჭვა მოახერხა და ზედიზედ მეორე ოლიმპიური ოქრო მოიპოვა.

შეგახსენებთ, ტოკიოს 2020 წლის ოლიმპიადაზე 35 ქართველი სპორტსმენი მონაწილეობს. ამ ეტაპზე საქართველოს დელეგაციის ანგარიშზე 1 ოქროსა და 3 ვერცხლის მედალია, რომლებიც ძიუდოისტებს ეკუთვნით -  ოლიმპიური ჩემპიონი ლაშა ბექაური (-90) გახდა; თუშიშვილის გარდა, ვაჟა მარგველაშვილი (-66) და ლაშა შავდათუაშვილიც (-73)  ფინალში დამარცხდნენ.

altთუშიშვილი vs რინერი და ნახევარფინალის შანსი კრივში - 30 ივლისის პრევიუ

alt"ვიცი, ვერ გაგახარეთ.."- ვარლამ ლიპარტელიანმა კარიერა დაასრულა

მკითხველის კომენტარები / 40 /
არა რააა, მოგებული ორთაბრძოლა გაანიავა. ასე არცერთი მარცძი არ მწყენია. ისევ თავდაჭერამ გვიმტყუნა. ოქრო ჯიბეში ქონდა და აჩუქა ტიპს.
ლუკა
30 ივლისი 2021 14:00
0
ახლა ვუყურე და ვნახე როგორ აღნიშნა რინერმა ბრინჯაო და რა გამახსენდა იცით, როგორ უხასიათოდ იბრძოლა რიოში ბრინჯაოსთვის ჭრიკიმ, არანაირი გამართლება მაშინ ავთოს საქციელს არ ქონდა.
jjj
30 ივლისი 2021 13:43
1
Sagol midi guram kargia.
Milani
30 ივლისი 2021 13:39
0
ბრავო თუშააა! წინ ფინალი და ოქრო გველოდება!
c
30 ივლისი 2021 13:27
0
ისეთი თვალები ჰქონდა გურამს ტატამზე გამოსვლის წინ, რომ ეგრევე გავიფიქრე ამის მომრევი ბაშაევი ნაღდად არაა და ნეტავ კრპალეკთანაც ასეთი ჟინით გამოვიდოდეს მეთქი, ვფიცავარ ყველაფერს, რაც მეფიცება, რომ ვაზარით რომ აგებდა, მაშინაც ეჭვი არ შემპარვია გამარჯვებაში, მითუმეტეს დრო ბევრი ჰქონდა. როგორ წაიყვანა მთელი ბრძოლა თავისი სცენარით, როგორი თავდაჯერებული და ანთებული იყო. ნამდვილი ლომია თუშიშვილი, კრპალეკსაც ეგრე გააგორებს ზუსტად. თუ არ ამოაყირავა, აგერ ნახავთ.
30 ივლისი 2021 13:19
4
ვახ შენ გენაცვალე საამაყო ქართველო!
ქომაგი
30 ივლისი 2021 13:11
1
კორბენ დალასი ერთ რაღაცას კი ამბობს სწორს, რომ ძალიან საეჭვოდ მოიგო ბაშაევმა, თან გაფრთხილებები აშკარად ეკუთვნოდა.
რაც შეეხება დალასის დანარჩენ ტექსტს, სრული სისულელეა.
1
30 ივლისი 2021 10:56
10
გურამ მიდი შენი ჭირიმე, ძალიან გვეიმედები.აბა შენ იცი, უნდა გაგვახარო..
ქობულეთიდან
30 ივლისი 2021 10:44
0
საქართველოს წარმატება ისურვე, შე არაქართველო.
Tori
30 ივლისი 2021 10:02
1
ეს კორბენ დალასი რას ბოდავს ნეტა..
გურამ, მიდი ბოლომდე შენი ჭირიმე
giabar
30 ივლისი 2021 10:00
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული