თუშიშვილი დასანანად დამარცხდა და ვერცხლის მედალი მოიპოვა

AutoSharing Option
ტოკიოს 2020 წლის ოლიმპიადაზე დღეს, 30 ივლისს, +100 წონით კატეგორიაში ძიუდოისტმა გურამ თუშიშვილმა ვერცხლის მედალი მოიპოვა.

თუშიშვილი საწყის წრეში ისვენებდა, მერვედფინალში კი ტაჯიკ თემურ რახიმოვს მოუგო. შეხვედრის დასრულებამდე 1:13 წუთით ადრე გურამი ვაზარით დაწინაურდა და უკანასკნელ წამებში შებოჭვას გადაურჩა. ქართველმა ძიუდოისტმა მეორე ვაზარი მოიპოვა და ავასატე-იპონით გაიმარჯვა.

მეოთხედფინალში თუშიშვილმა ბრაზილიელ რაფაელ სილვას დამატებით დროში, გაფრთხილებებით აჯობა და ნახევარფინალში გავიდა.

ფინალში გასასვლელად გურამმა რუსეთის ოლიმპიური კომიტეტის წარმომადგენელი ტამერლან ბაშაევი დაამარცხა, რომელმაც მიმდინარე ოლიმპიადაზე პირველი დიდი სენსაცია მოახდინა და დაუმარცხებელ ფრანგ ტედი
რინერს სძლია. რუსი ვაზარით იგებდა, მაგრამ თუშიშვილმა ჯერ ვაზარი გაათანაბრა, ბოლოს კი იპონით დაასრულა - ბაშაევი ბეჭებზე გააკრა.

ფინალში თუშიშვილი მოქმედ ოლიმპიური ჩემპიონ(-100 კგ-ში), ჩეხ ლუკაშ კრპალეკთან შეხვედრის უკანასკნელ წამებზე დასანანად დამარცხდა. ჩეხს ორი გაფრთხილება ჰქონდა, მაგრამ ქართველის შებოჭვა მოახერხა და ზედიზედ მეორე ოლიმპიური ოქრო მოიპოვა.

შეგახსენებთ, ტოკიოს 2020 წლის ოლიმპიადაზე 35 ქართველი სპორტსმენი მონაწილეობს. ამ ეტაპზე საქართველოს დელეგაციის ანგარიშზე 1 ოქროსა და 3 ვერცხლის მედალია, რომლებიც ძიუდოისტებს ეკუთვნით -  ოლიმპიური ჩემპიონი ლაშა ბექაური (-90) გახდა; თუშიშვილის გარდა, ვაჟა მარგველაშვილი (-66) და ლაშა შავდათუაშვილიც (-73)  ფინალში დამარცხდნენ.

altთუშიშვილი vs რინერი და ნახევარფინალის შანსი კრივში - 30 ივლისის პრევიუ

alt"ვიცი, ვერ გაგახარეთ.."- ვარლამ ლიპარტელიანმა კარიერა დაასრულა

მკითხველის კომენტარები / 40 /
შენს თავში ჩამახედა, ბაშაევს უნდა უსურვო მოგება?
კომბლე
30 ივლისი 2021 09:44
1
ეს ბაშაევი დაბალი და მრგვალია, ძალიან უხერხული მეტოქეა, კისერი არ აქვს ფაქტიურად, ჩავლების აღებაც კი უჭირთ მაგასთან, სიფრთხილეა საჭირო
Gizo
30 ივლისი 2021 09:41
1
ბაშაევი ამ ოლიმპიადის გმირია! ყოჩაღ ტამერლან! შეუძლებელი შეძლო!
რევაზი
30 ივლისი 2021 09:16
30
ბაშაევი თუშიშვილმა დაატამერლანა. ასე, რომ მჯობის მჯობნს გაუმარჯოს!
: )))))))
30 ივლისი 2021 13:12
0
მიაწერე ნახევარფინალი რომელზეა შე კაი კაცო
fhh
30 ივლისი 2021 08:32
2
1.75 სმ სიმაღლის ბაშაევმა როგორ დააგდო 202 სმ სიმაღლის ტედი რინერი ახლაც გონზე ვერ მოვდივარ თან მსაჯებმაც დაჩაგრეს ტედი მთელი შეხვედრა არ აფრთხილებდნენ ბაშაევს ბოლოს კი რა ვაზარი მისცეს გადავირიე აშკარად დაცაგრეს ტედი იმედი მაქვს რასის გამო არ გაუკეთეს ეს რადგანაც მაქვს ეჭვი იაპონელებს თვალსი არ მოსდიოდათ ტედი.
ყველა შემთხვევაში ბაშაევს უნდა ვუსურვო მოგება თუშიშვლთან რომ ტედის მარცხს ქონდეს ღირსეული პასუხი ბაშაევის ფინალის მოგებით.
korben dallas
30 ივლისი 2021 08:31
135
კორბენი ხარ თუ რინერი გვარად? ახალი გადატანილი გაქვს კოვიდი?
30 ივლისი 2021 10:59
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული