რინერის ეპოქა დასრულებულია - უმაღლესი კვარცხლბეკი ახალ ძიუდოისტს ელის [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ტოკიოს 2020 წლის ოლიმპიადაზე 30 ივლისი ისტორიული დღეა - ძიუდოში უკანასკნელი 2 ოლიმპიადის გამარჯვებული და მსოფლიოს 10-გზის ჩემპიონი, დაუმარცხებელი ტედი რინერი მეოთხედფინალში რუსეთის ოლიმპიური კომიტეტის წარმომადგენელ ტამერლან ბაშაევთან დაეცა.

რუსი ძიუდოისტი თითქოს უშანსოდ იყო და ძირითად დროში ორი გაფრთხილებაც მიიღო. ოქროს ქულისთვის ტამერლანს პასიურობის უფლება აღარ ჰქონდა, სასწაული კი შედგა - რინერი თავად აქტიურობდა, მაგრამ ბაშაევმა ლეგენდარული ფრანგის გადაძალვა და გამარჯვება მოახერხა.

გასაგებია, რომ რუსი სპორტსმენი ამაღლებულ განწყობაზე იყო, მაგრამ ქართველ სპორტსმენთან დამარცხდა. რინერის დაუმარცხებელი ეპოქა დასრულებულია, მან ტოკიოში მხოლოდ
ბრინჯაოს მედალი მოიპოვა და +100 კგ-ის უმაღლესი კვარცხლბეკი ახალ ძიუდოისტს ელის. თუმცა, სამწუხაროდ ის ფინალისტი გურამ თუშიშვილი ვერ გახდა...

altთუშიშვილი-ბაშაევის ნახევარფინალი - რინერი გავარდა

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული