"მაპატიეთ, რომ იმედი გაგიცრუეთ..." - ტატო გრიგალაშვილის ემოციური წერილი...

AutoSharing Option
ტოკიოს 2020 წლის ოლიმპიადაზე -81 კილოგრამ წონით კატეგორიაში ტატო გრიგალაშვილმა მე-5 ადგილი დაიკავა, ახალგაზრდა ძიუდოისტისგან ყველა ოქროს სინჯის მედალს ელოდა, თუმცა ნახევარფინალში საეიდ მოლაეისთან დამარცხდა. გრიგალაშვილმა დასაწყისშივე ვაზარი მოიპოვა, თუმცა მეტოქემ მალევე გაუთანაბრა, ცოტა ხანში კი, გარკვეული თათბირის შემდეგ, არბიტრებმა მონღოლ სპორტსმენს მეორე ვაზარი მისცეს, რაც უკვე მოლაეის გამარჯვებას ნიშნავდა.

ამ სამწუხარო მარცხის შემდეგ ტატომ გულშემატკივარს საკუთარ ფეისბუქ გვერდის მეშვეობით მიმართა:

"გასულ დღეებთან დაკავშირებით რამდენიმე სიტყვა მეც მინდა გითხრათ.

როდესაც სპორტში კონკრეტულად კი ძიუდოში ხარ, შენი დარბაზში ფეხის შედგმიდან მხოლოდ
ერთი ოცნება და ერთი მიზანი გიჩნდება, რასაც ოლიმპიური ჩემპიონობა ჰქვია. მინდა თითოეულ ჩემს გულშემატკივარს ბოდიში მოგიხადოთ. მაპატიეთ, რომ იმედი გაგიცრუეთ, მაპატიეთ, რომ ვერ ვიბრძოლე სათანადოდ ჩვენი ჭირნახული სამშობლოს ღირსების დასაცავად. მინდოდა თქვენი გულები გამეხარებინა. მინდოდა, რომ ერთმანეთს სიხარულის ცრემლებით შევხვედროდით. სიტყვებს თავს ვერ ვუყრი გადმოგცეთ რას ნიშნავს ჩემთვის ოცნებაზე უარის თქმა. როგორ აგიხსნათ რას ნიშნავს დამარცხების შემდეგ საყვარელი ადამიანებისთვის თვალებში ჩახედვა, რომლებსაც შენი იმედი აქვთ. მტკივა თითოეული თქვენთაგანისთვის იმედის გაცრუება, მტკივა ის ფაქტი, რომ მთელი ჩემი შრომა, აქმდე მოსასვლელი არცისე მარტივი გზა სულ არაფერი გახდა. მადლობა თითოეულ ჩემს გულშმატკივარს, თქვენ მე მაძლიერებთ. თქვენს სიყვარულად და სითბოდ ღირს ყოველი ბრძოლა, ყოველი ვარჯიში. თქვენ ხართ ძალა, რომელიც ყოველი ჩემი ტკივილის დროს მხოლოდ წინ სვლისკენ მიბიძგებს, თქვენ ხართ ადამიანები, რომლებმაც იციან, რომ ბრძოლის მოსაგებად საუკეთესო მასწავლებელი შენი წარსული შეცდომებია. ჩემს ცხოვრებაში ყველაზე მწარე და ყველაზე დიდი გაკვეთილი მივიღე. ეს იყო ყველაზე დიდი დარტყმა, რაც აქამდე განმიცდია. ვისწავლე, რომ რაც არ უნდა მოხდეს მეტი ვეცადო. ბრძოლას ხომ ყოველთვის აქვს აზრი. დღეს, ჩემი ტკივილის მიმართვას, ბრძოლის და წარმატებისკენ ჩემი საყვარელი ადამიანის, ჩემი მეუღლის წყალობით ვიწყებ. ის არის ადამიანი, რომელიც მასწავლის რომ ის ვინც ბრძოლას წყვეტს ვერასოდეს იმარჯვებს, გამარჯვებულები კი არასოდეს წყვეტენ ბრძოლას".


მკითხველის კომენტარები / 12 /
ტატო, ყველაფერი წინ არის, წაგებას გამოცდილება მოყვება. გამოცდილებას ბევრი წარმატებები. გაიხარე გფარავდეს უფალი. შემდეგი ოლიმპიადები შენია.
გაიოზი
31 ივლისი 2021 16:27
1
კაი კაცი ხარ ტატო, შენი იმედი ყოველთვის გვაქვს! ვიცი რო გააგრძელებ შრომას და წარმატება აუცილებლად მოვა.
გულშემატკივარი
31 ივლისი 2021 11:02
0
ტატო, ყველაფერი წინა გაქვს სწორედ იმიტომ რომ შეცდომებს ხედავ და სწორ დასკვნებს აკეთებ, და რომ დიდი გული გაქვს და გვერდით ერთგული ადამიანი გყავს. ერთი რამ მეცა თვალში რომ კონტრილეთზე იმარჯვებდნენ შენი უშუალო კონკურენტები ოლიმპიადაზეც და მსოფლიოს ფინალშიც და როგორც ჩანს შენი ჭიდაობა ნაკლებად გათვლადი უნდა გახდეს მათთვის მომავალში. შენი წარმატებების მოლოდინში ვარ!
გიორგი
31 ივლისი 2021 15:32
0
უფალმა დდაგლოცოს ვაჟკაც, შენ გმირი ხარ, ოქროც მალე იქნება, გულს ნუ გაიტეხ, შენ გაიმარჯვებ უფლის შეწევნით.
გიაჯანო
31 ივლისი 2021 12:09
0
თუ მონდომებით გააგრძელებ ვარჯიშს და მიზნად გამარჯვებას დაისახავ, რომლისთვისაც ყველაფერს გააკეთებ, აუცილებლად გახდები ოლიმპიური და მსოფლიო ჩემპიონი.წინ არაერთი დიდი ტურნირი გელის. წარმატებები
1
31 ივლისი 2021 12:07
0
ღმერთი შენსკენ ტატო! ჯერ ძალიან ახალგაზრდა ხარ, მინიმუ 3 ოლიმპიადის მოგება შეგიძლია, უფრო თავდაუზოგავი შრომა, შეცდომების გამოსწორება, მარცხიდან უფრო ძლიერი უნდა დაბრუნდე. მე და ყველას გვჯრა შენი, შენ იქნები ნომერი 1!
llcl
31 ივლისი 2021 12:15
0
ყველაფერი წინ გაქვს ტატო. დიდი დარტყმა კი მიიღე მაგრამ დიდი გამოცდილებაც. შრომა გააგრძელე, უკეთ შეისწავლე და დააფასე შენი მეტოქეები, ტაქტიკაზე მეტი იმუშავე და დიდი გარჯვებებიც მოვა. წარმატებები!
არტ
31 ივლისი 2021 11:23
0
მთავარია გული არ გაიტეხო ტატო!!!...და თან ღმერთის იმედი და რწმენა იქონიე, რადგან გამარჯვება ღვთისაგან მოდის!!!...
გაიოზი
31 ივლისი 2021 11:29
0
ფაცი-ფუცს და სიჩქარეს არაფერი კარგი არავისთვის არ მოუტანია. დაღვინება გჭირდება და სულ გაიმარჯვებ. წარმატებას გისურვებ
გიორგი
31 ივლისი 2021 11:21
1
ტატო ეგ არაუშავს დიდ სპორტს თან ახლავს ესეთი ჩავარდნა... უფრო უნდა გაძლიერდე და ბევრ ბედნიერ წუთებს ელოდება შენგან ქართველი ხალხი... ძალიან გვიყვარხარ და ძალიან გვეიმედები...
ელდარი
01 აგვისტო 2021 13:01
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული