"ფაფარი რომ წამოეშალათ ზვიადაურზე, ამ კაცზე ხომ ეყარნენ ჩუმად" - ჩერგოლეიშვილი ზვიადაურის დაკავებას ეხმაურება

AutoSharing Option
"ტაბულას" დამფუძნებელი თამარ ჩერგოლეიშვილი სოციალურ ქსელში ზურაბ ზვიადაურის დაკავებას ეხმაურება.

როგორც იცით, ყოფილ ძიუდოისტს თავდებში ცნობილი სპორტსმენები უდგებიან... ჩერგოლეიშვილმა სწორედ ამ საკითხზე გაამახვილა ყურადღება.

მან ხაზი იმას გაუსვა, რომ ასევე მოჭიდავე ზურა დათუნაშვილს გვერდით არავინ დაუდგა, როდესაც მასზე იძალადეს. ძალადობაში დადანაშაულებული გეგა გეგეშიძე დღესაც ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტია, დათუნაშვილი კი სერბეთში წავიდა და ამ ქვეყნის სახელით ასპარეზობს. ჩერგოლეიშვილი სოციალურ ქსელში წერს:

"ფაფარი რომ წამოეშალათ ზვიადაურზე, ამ კაცზე ხომ ეყარნენ ჩუმად. ამიტომაა სახელმწიფოს მიერ დაფინანსებული სპორტსმენი პოტენციური მონა", - წერს ჩერგოლეიშვილი.
მკითხველის კომენტარები / 60 /
არჩი: "თქვენ არავის დაუფინანსებიხართ?" - ნუ... ბენდუქიძეს თუ არ ჩავთვლით და კიდევ ორიოდე სპონსორს - არა.
! :)
20 აგვისტო 2021 14:37
14
ფეხი გამოყო, იქნებ რამე მეღირსოსო !
დ.დ.
20 აგვისტო 2021 15:40
13
ფორმა გადმოცემის ცუდი და ზვიადაური ციხეᲨი არ უნდა იჯდეს,მაგრამ არც გეგეᲨიᲫეები უნდა იყვნენ ფედერაციაᲨი რას ერᲩოდნენ დაᲗუნაᲨვილს კაცი გალახეს და გაᲨვებავ არ უნდოდაᲗ რომ სხვა ქვეყნის.სახელიᲗ.გამოსულიყო დაამტკიცა ევროპის Ჩემპიონი და.ბრინჯაო აიᲦო ოლიმპიადაზე სადᲦაც მარᲗალია ეს ქსლი,ზვიადაურს კი მხნეობას და Თავისუფლებას.ვუსურვებ.
გოჩა
20 აგვისტო 2021 13:15
12
100 პროცენტიანი მართალია
gg
20 აგვისტო 2021 15:37
23
ეს არის ნამდვილი დარბაისელი ქალის კომენტარი ზიზღის ენის გარეშე? ამისთანა ადამიანებს უნდათ ხელისუფლებაში მოსვლა?
გიორგი
20 აგვისტო 2021 17:43
22
მოსვლა არა, დაბრუნება უნდა. ახალი ჯიშის ქართველის გამოზრდა ვერ მოასწრეს ცოლ-ქმარმა
ეჰჰჰ
20 აგვისტო 2021 18:25
13
კი, ეგ არის სწორედ. და რატომ არის, მაგას აგვიხსნიან გია ნოდია და სხვა 'ექსპერტები'. :)
სიმართლის მოყვარული
20 აგვისტო 2021 18:30
7
მიდი და შეედავე
ტრეი
20 აგვისტო 2021 15:35
14
ამ შემთხვევაში ტყუილს არაფელს არ ამბობს
გოგა
20 აგვისტო 2021 15:17
20
ლ არა რ. არაფერი
არაფერს
20 აგვისტო 2021 18:15
2
რას ეცით თამარ ქალს. ასეთი ჭკვიანი და ერუდირებული ბარე ხუთი არ დადის ქართველთა ქვეყანაში. მან ის აღნიშნა, რაც ზედაპირულად სჩანს. ქალია და მეტიც არც ეცოდინებოდა... არ იცის ის რომ, დათუნაშვილი წლების წინ, ევროპის ჩემპიონი რომ გახდა, ტურნირიდან ჩამოსვლის დღესვე, ღამის კლუბში წავიდა და იქ, ყოყოჩობის და უზრდელობის გამო(მოკლედ არაკაცური საქციელისთვის), დანით დაჭრეს.
ხოლო გეგეშიძესთან დაპირისპირება კი, საქართველოს პირველობაზე მოხდა, სადაც დათუნაშვილი აპროტესტებდა მსაჯის გადაწყვეტილებას. გაპროტესტების ბევრი ფორმა არსებობს, მაგრამ როგორც დათუნაშვილი ამაზრზენად იქცეოდა, ყველასთვის მოულოდნელი იყო, მიუხედავად იმისა, მისი პირადი მწვრთნელი დაშოშმინებისკენ მოუწოდებდა... ჰოდა რომ არ დაშოშმინდა და იქ მყოფებებს, მისი საქციელით შეურაცყოფას აყენებდა და ტურნირი ჩაშლამდე მიჰყავდა, გეგეშიძემ დააშოშმინა... ზვიადაური კი კაცური საქციელისთვის არის დაკავებული და მისთვის მისჯილ სასჯელსაც მოიხდის აუცილებლად...
Sapienti Sat
20 აგვისტო 2021 14:55
27
ჭორიკნობა სად ისწავლე? ან რას ქვია დააშოშმინა, ფედერაციის პრეზიდენტმა უნდა ცემოს სპორტსმენი და მაგას დაშოშმინება ქვია?
გიორგი
21 აგვისტო 2021 02:16
2
თამარჯან დაგენაცვლე, მართალ ღაღადებ ევროპულ მარა. აქ კავკასიაა და ასე ხდება და შემდეგშიც ასე მოხდება...
ავჭალიდან
20 აგვისტო 2021 16:42
24
რატომ ვწერ ესეთ სენსიტიურ თემაზე , როდესაც ძნელია ის მიჯნა და საზღვარი მოძებნო , რომელიც ყველაზე გულწრფელი , მართალი და ზნეობრივია . ზნეობრიი ვახსენე და არა შემთხვევით , რადგანაც იურისპრუდენციის საფუძვლები , ზნეობრივი და მორალური ნორმები და დოგმები გახდა , რომელიც კაცობრიობას საუკუნეების განმავლობაში გამოუმუშავდა . ადამიანურად , ის რაც მოხდა , ტრაგედიაა , ტრაგედიაა რადგან , თითებზე ჩამოსათვლელი ქართველები , ისევ ერთმანეთის სისხლით ვცდილობთ გაძღომას . კმარაა ! არ აქვს არანაირი აზრი ამ საქმეში იმის კვლევას , ვინ უფრო მართალია იურიდიულად ! და მორალური ტვირთი ამდენი გაუბედურებული ოჯახის , მომავალი თაობის , რომელიც გინდა თუ არ გინდა შუღლითა და შურისძიების შეგრძნებით უნდა გაიზარდოს ?! ამ შემხვევას მოგებული მხარე ატ ჰყავს და ვუთანაგრძნობ ორივე ოჯახს უდიდეს ტრაგედიას , რადგან მოკლულის ოჯახსაც , ორი ადამიანის მკვლელობის სიმძიმის ტარება მოუწევს . ემოციები მოვთოკოთ როგორმე ქართველებო , გარშემო ისედაც ურიცხვი მტერი გვახვევია , ნუ მივცემთ სიცილის საფუძველს , რადგან ჩვენი შუღლი მათი მიზნების ასრულების ყველაზე მარტივი გზებია .
ATP 16
21 აგვისტო 2021 01:07
0
რუსეთი ჩვენი მტერიაო გავკივით და ჩვენივე უტვინობით,ყოველდღიურად ამდენი ხალხი რომ გვეღუპება,ეს არაფერი ყოფილა.ჩვენი ბრალი არაფერი შეიძლება იყოს.ზოგი კოვიდით,ზოგი ავარიით,ზოგი დანით,ზოგი ტყვიით და ზოგიც გულგრილობით.სხვებთან ვართ ენაჩაგდებული და თავდახრილნი,თორემ ერთმანეთზე აფთრებივით მივიწევთ.პატიება და დათმობა,სისუსტის ნიშნად მიგვაჩნია,რადგან ერთ დროს ყველაზე სიცოცხლის მოყვარულ ერს,ჩაგვინერგეს,რომ ქვეყანას მგლური კანონი უნდა მართავდეს და სხვა ყველა შენთვის,მგელია
სოსო
21 აგვისტო 2021 11:47
3
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული