არის მეორე ოქრო - შერაზადიშვილმა რუსი მეტოქე დაამარცხა და მსოფლიოს ჩემპიონი გახდა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
იტალიის ქალაქ ოლბიაში მიმდინარე ძიუდოს ახალგაზრდული მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში გიორგი შერაზადიშვილმა (81) რუსი ადამ ცეჩოევი დაამარცხა და ოქროს მედალი მოიპოვა.

შერაზადიშვილი პირველი წრიდან თავისუფალი იყო, შემდეგ კი მექსიკელ ხავიერ როსასს, ბოსნიელ მუსტაფა ჰებიბს, ყაზახ აიან ბაიგაზის და უკრაინელ არტიომ ბუბირს სძლია.

სამწუხაროდ, მედლების გარეშე დარჩნენ ნიკა ხარაზიშვილი (90 კგ) და ლაშა მღებრიშვილი (90 კგ).

შეგახსენებთ, ოქროს მედლის მფლობელი გიორგი სარდალიშვილი (60 კგ) გახდა.

მკითხველის კომენტარები / 4 /
ყოჩაღ გიორგი,გილოცავ!თავიდან ბოლომდე მისი კარნახით მიდიოდა ფინალი,მაგრამ ვაზარი გააკეთა და გაჩერდა,მსაჯებს დაუწყო ყურება.არადა რუსიც გაჩერდა,შანსი ჰქონდა,იქვე შეებოჭა.მერე კი სცადა,მაგრამ მომენტი უკვე გაშვებული ჰქონდა,მეტოქეც გონზე მოვიდა და მისი ფეხი დაიჭირა.ორი ოქრო შესანიშნავია და კიდევ ერთი დღე გვაქვს.თუმცა სხვა წონებში ასე უშანსოდ დარჩენაც,არ მეჭაშნიკება.
სოსო
18:44 08-10-2021
2
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული