კიდევ 2 ოქროს შანსი! ახალგაზრდა ძიუდოისტები დაფრინავენ [VIDEO]

AutoSharing Option
დღეს, 9 ოქტომბერს, კუნძულ სარდინიაზე მდინატე ძიუდოს ახალგაზრდულ მსოფლიო ჩემპიონატზე დასკვნითი ორი წონოა ჯერიც დადგა.

საქართველოს სახელით ტატამზე 4 ქართველი წარსდგა. ესენი გახლდათ ილია სულამანიძე (-100), მიხეილ ჯაფარიძე (-100), ირაკლი დემეტრაშვილი (+100) და საბა ინანეიშვილი (+100).

მივყვეთ თანამიმდევრობით:

ილია სულამანიძემ პირველი წრე გამოტოვა, მეორე ეტაპიდან მოყოლებული კი გიორგი უძილაური (გერმანია), მიხეილ ჯაფარიძე (საქართველო) და მატვეი კანიკოვსკი (რუსეთი) დაამარცხა და ფინალში გავიდა, სადაც მისი მეტოქე უზბეკი სუხრობ რაჯაბოვი იქნება.


მიხეილ ჯაფარიძემ პანაიოტის პაპანიკოლაუ (საბერძნეთი) და იეჯუნ იეო (სამხრეთ კორეა)
დაამარცხა, შემდეგ ილიასთან წააგო, რის გამოც რეპეშაჟში გადაინაცვლა, სადაც 3 გაფრთხილების შედეგად გამარჯვება უტკირბეკ ტურობოიევს გადაულოცა.

ბრინჯაოს მედლისთვის მძიმეწონოსანი ირაკლი დემეტრაშვილი იჭიდავებს. ქართველმა ძიუდოისტმა ოლექსეი ჰალაკასა (უკრაინა) და მუსტაფა ფოფანას (გვინეა) სძლია, მეოთხედფინალში კი რიჩარდ შიპოჩთან (უნგრეთი) დამარცხდა, რის გამოც რეპეშაჟში გადაინაცვლა. დამამშვიდებელში ქართველმა დანიელ ლემეშ და სილვას (ბრაზილია) სძლია და მესამე ადგილისთვის ჭიდაობის უფლება მოიპოვა, სადაც მისი მეტოქე ოხრუხ მამარასულოვი (უზბეკეთი) იქნება.

მძიმე წონოსანთა კატეგორიის ფინალში ვნახავთ საბა ინანეიშვილსაც. საბა პირველ წრეში თავისუფალი იყო, მეორე წრიდან მოყოლებული სერგეი კოვბასიუკი (უკრაინა) დაამარცხა, ივ ნდაო (ბელგია) დაამარცხა. ნახევარფინალში შოხრუხ მამარასულოვი (უზბეკეთი) მალევე დაამარცხა და ფინალში იასპარეზებს, სადაც მისი მეტოქე რიჩარდ შიპოჩი (უნგრეთი) იქნება.

ფინალური ბლოკი 18:00 საათზე დაიწყება.
მკითხველის კომენტარები / 3 /
ვულოცავ ყველა ქართველ ძიუდოისტს და რატომ არავინ ამახვილებთ ყურადღებას ამ ახალგაზრდული ნაკრების მწვრთნელზე? ლომერ ჟორჟოლიანი არის უმაგრესი კაცი
რომა
09 ოქტომბერი 2021 19:16
1
გენაცვალეთ, ლომებო!
ILIA
09 ოქტომბერი 2021 18:44
0
4 ოქრო...ვულოცავ ჩვენ ბიჭებს. ამ უდიდესს წარამტებას...მათლაც ოქროს ბიჭები არიან...ყველასათვის ამ ტრაგიკულ დღეებში ასეთი გამარჯვებების სიხარული რომ გვაჩუქეს...
bujanga
09 ოქტომბერი 2021 19:38
0
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული