ტატო გრიგალაშვილი პარიზის გრანდ-სლემზე ვერცხლის მედალს დასჯერდა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ძიუდოში პარიზის გრანდ-სლემზე ტატო გრიგალაშვილი (81 კგ) ფინალში იაპონელ ტაკეში სასაკისთან ორი ვაზარით დამარცხდა და ვერცხლის მედალს დასჯერდა.

გრიგალაშვილი პირველ წრეში თავისუფალი იყო, შემდეგ კი მონღოლ მურენტსენ ბატულგას, ფრანგ ტიზიე გრამიენს და იაპონელ სოტარო ფუჯივარას სძლია.

დღესვე ბრინჯაოს მედლისთვის ლუკა მაისურაძე (90 კგ) და ონისე სანებლიძე (100 კგ) იჭიდავებენ.

მკითხველის კომენტარები / 7 /
ტატო, ნაადრევად დაღვინებული მაჭრის შთაბეჭდილებას ჰგავს შენი ჭიდაობა. მთავარი ძიუდოში ტატამზე სწრაფი აზროვნებაა. სუსტი ხარ კონტრილეთის გაკეთებაში, ანუ შეტევითი სტილი გაქვს და არ ფიქრობ, რომ მოწინააღმეგეც ტატამზე ილეთის გასაკეთებლადაა გამოსული, ამიტომ შეტევა, დაცვა და კონტრილეთი ავტომატიზმამდე უნდა აიყვანო. მაგ იაპონელთან ფინალში პირველი ვაზარი ტყუილად აიკიდე, მად ხელით მაღლა აქაჩვა და მუცლის მირტყმა იყო საჭირო და შეტევა ჩაშლილი იყო. ქართულ ჭიდაობაში მთავარი ილეთი ბრუნვზე გდებაა. მონახეთ ჩოჩიშვილის შეხვედრები დიდებულად აკეთებდა. ასევე, ავიღოთ ქართული ჭიდაობის გრძელი მოგვერდი, მარცხენა საყელოში გაქვს ჩავლებული, მარჯვენათი მუცლის მიდამოებში ქამარში ავლებ და მიდიხარ მოგვერდზე, ამ ილეთს არავინ არ აკეთებთ, არადა მარცხენათი რომ მოწინააღმდეგის საყელოს იღებ, ამ დროს მარჯვენის მუცლის მიდამოებში შეცურება ძალიან ადვილია და არც არავინ ელოდება იქიდან ილეთის გაკეთებას, ამიტომ აქ ქამარში ჩავლება ადვილია.
ჟორა გაბრიჭიძე
16:42 18-10-2021
0
ცუდი შედეგია - ტატოს მოგება შეეძლო , მაგრამ იაპონელმა დასწრებაზე -მეტი სისწრაფით იჭიდავა, ილეთი არ გააკეთებინა და მოუგო - არა უშავს - შემდეგ შეხვედრაში -უნდა მოუგოს !
გლახუნა .
21:47 17-10-2021
0
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული