ოლიმპიური ჩემპიონის გარეშე - კიდევ ერთი დანაკლისი ძიუდოში

AutoSharing Option
ბაქოში გასამართი გრან-სლემისთვის საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრებში კიდევ ერთი ცვლილებაა. -90 კგ წონით კატეგორიაში ოლიმპიურ ჩემპიონ ლაშა ბექაურის ნაცვლად, ტურნირზე ლუკა მაისურაძე იასპარეზებს. 

გავრცელებული ინფორმაციით, ბექაურს თიაქარის ოპერაცია ესაჭიროება, თუმცა ჯერ ეს ოფიციალურად არ დადასტურებულა.

საბოლოო სიაში 10 ქართველი ძიუდოისტია:

-60 კგ - ჯაბა პაპინაშვილი;

-66 კგ - ვაჟა მარგველაშვილი, ბაგრატ ნინიაშვილი;

-73 კგ - ჯუმბერ მელაძე;

-81 კგ - გიორგი შერაზადიშვილი, თორნიკე ფოლადაშვილი;

-90 კგ - ბექა ღვინიაშვილი, ლუკა მაისურაძე;

-100 კგ - ონისე სანებლიძე, მიხეილ ჯაფარიძე

5-7 ნოემბერს გასამართ ტურნირზე
მონაწილეობას, ბოლო ინფორმაციით, 27 ქვეყნის 158 ძიუდოისტი მიიღებს. მათ შორის 98 ვაჟი სპორტსმენი იქნება.

წყარო: IJF

altწონის ლიდერების გარეშე - ძიუდოისტთა ნაკრებში ცვლილებებია

მკითხველის კომენტარები / 1 /
გაიკეთა უკვე ოპერაცია
შაკო
20:04 25-10-2021
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული