"ასე არ შეიძლება..." - გურამ თუშიშვილი

AutoSharing Option
კორონავირუსის პანდემიამ განსაკუთრებით დიდი დარტყმა სპორტის სფეროს და სპორტსმენებს მიაყენა. დაავადების გავრცელების რისკის თავიდან ასაცილებლად დაწესებული შეზღუდვები სპორტსმენებს მრავალ პრობლემას უქმნის. ჯანსაღი ცხოვრების წესის მთავარი პროპაგანდისტები - სპორტსმენები, საზოგადოებას ვაქცინაციისკენ მოუწოდებენ.

მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონი, ქართველი ძიუდოისტი გურამ თუშიშვილი ფიქრობს, რომ ვაქცინაცია პანდემიის დასრულების ერთადერთი გზაა. წარმატებული სპორტსმენი განსაკუთრებით ახალგაზრდებს მოუწოდებს, რომ აიცრან.

"ჩემი აზრით, ყველა უნდა აიცრას, მით უმეტეს - ასაკოვანი ადამიანები. ვინც აცრილია ჩემ გარშემო, ყველამ მარტივად გადაიტანა ვირუსი, აუცრელებს კი - გაურთულდათ. ყველას მოვუწოდებ და ვთხოვ, რომ
აიცრან. კორონავირუსის პანდემიამ განსაკუთრებით დიდი დარტყმა მიაყენა სპორტს. დარბაზები დაიკეტა, უამრავი შეზღუდვისა და რეგულაციის გამო შეგვექმნა პრობლემები. თუნდაც პირბადით ვარჯიში ძალიან დიდი დისკომფორტია... დარბაზების
დაკეტვა ხელს უშლის სპორტის განვითარებას, სპორტსმენები ძალიან ვზარალდებით! აუცილებლად უნდა ავიცრათ, რომ ყველა ერთად მოვერიოთ ვირუსს. ევროპის ბევრ ქვეყანაში უკვე პირბადის გამოყენების მოთხოვნაც აღარ არის... ჩვენც უნდა დავუბრუნდეთ ნორმალურ ცხოვრებას, ასე აღარ შეიძლება გაგრძელება. ჯანსაღი ცხოვრების წესი, რაც ყველა ადამიანისთვის უმნიშვნელოვანესია, ზარალდება პანდემიით. ელემენტარულად, ბავშვებს
ფეხბურთის თამაშიც შეეზღუდათ ეზოებში, რაც, ბუნებრივია, ძალიან დიდი პრობლემაა. გამოსავალი არის ვაქცინაცია. კიდევ ერთხელ მოვუწოდებ ყველას - ახალგაზრდებს, სპორტსმენებს, რომ ავიცრათ. გავუფრთხილდეთ, პირველ რიგში, ერთმანეთს და ჩვენს სამშობლოს, რომ დავძლიოთ ეს პანდემია", - ამბობს გურამ თუშიშვილი.
მკითხველის კომენტარები / 10 /
გაიხარე, ძმაო, გურამ! ერთი ასად ამაღლდი ჩემს თვალში! ჩვენმა საამაყო სპორტსმენებმა ხალხს ყველამ ერთად უნდა მოუწოდონ აცრისკენ, დავუჯეროთ მეცნიერებს და დავამთავროთ ეს საშინელება!
ქუთაისელი
15:22 15-11-2021
21
გაიხარე გურამ! ერთი რამე მაკვირვებს. ამ აგიტაციის დროს, რატომ არავინ აქცევს ყურადღებას მარტივ თვალსაჩინო საკითხს! აი შენ ამბობ, ჩემს ირგვლივო - არ ჯერათ! შენი კი არა, თავის ირგვლივ არ იჯერებენ. მე სხვა საკითხზე მინდა გავამახვილო ყურადღება! აი თუნდაც ბელორუსები. ყველაზე მეტად მაგათმა დააიგნორეს კოვიდი და პრევენცია, აცრა. და რა დღეში არიან? მათმა ნაკრებმა მსოფლიოს შესარჩევის ყველა მატჩი რუსეთში ჩაატარა! და კიდევ უფრო თვალსაჩინო! უყურეთ იტალიის, ესპანეთის, ინგლისის, გერმანიის, ამერიკის სტადიონებს და დარბაზებს! გადაჭედილია უნიღბო(!) მაყურებლებით თამაშების დროს! რატომ? იმიტომ რომ უმეტესობა მოსახლეობის აცრილია. შეიგნეთ. ნურც გურამ თუშიშვილს ნუ დაუჯერებთ, ნურც მე. საკუთარ თვალებს და სუუულ პატარა თქვენი ანალიზის უნარს დაუჯერეთ!
alexandre
14:25 15-11-2021
15
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული